22 ივნისიდან - 16 ივლისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე იგეგმება სადოქტორო კოლოკვიუმების კვირეული. სადოქტორო კოლოკვიუმი პროგრამებით გათვალისწინებული სავალდებულო კომპონენტია, რომლის ფარგლებშიც დოქტორანტები წინასწარ შეთანხმებული კვლევის გეგმის შესაბამისად წარადგენენ კვლევის ანგარიშს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისიის წევრების, აკადემიური პერსონალის, მკვლევრებისა და სტუდენტების წინაშე. კოლოკვიუმები მიზნად ისახავს კვლევითი პროცესის სისტემატიზაციასა და დოქტორანტისთვის მის პროგრესთან […]
24-26 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება ყოველწლიური ღონისძიება „სოციოლოგიის დღეები 2026“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროგრამის პროფესორები, დოქტორანტები და მოწვეული მკვლევრები ისაუბრებენ საქართველოს აქტუალურ საზოგადოებრივ საკითხებზე: მეცნიერება და ძალაუფლება პოსტსიმართლის ეპოქაში, ცოდნის დეკოლონიზაცია, განათლება როგორც ემანსიპაციის ინსტრუმენტი და სხვ. სამუშაო ენა: ქართული დრო: 24-26 ივნისი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, […]
25 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გრანადის უნივერსიტეტის მაგისტრანტი ხულია ხიმენეს როდრიგესი წაიკითხავს საჯარო ლექციას „სიყვარული, თანაცხოვრება, რელიგია და ძალაუფლება: დროებითი ქორწინების გლობალური დინამიკა“. მომხსენებელი განიხილავს დროებითი ქორწინების (Nikāḥ al-mutʿa) ისლამური ინსტიტუტის მახასიათებლებს, მის გლობალურ გავრცელებასა და პოლიტიკურ ინსტრუმენტად ტრანსფორმაციის პროცესს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება მისი, როგორც კონფლიქტისა და იძულების მექანიზმის, გამოყენებაზე […]
25 ივნისს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით პოლონეთის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, არტურ გებალი წაიკითხავს საჯარო ლექციას “Introduction to Poland: history, culture, transformation”. მომხსენებელი ისაუბრებს პოლონეთის ისტორიაზე, კულტურულ თავისებურებებზე და ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის ძირითად ეტაპებზე. დაინტერესებული აუდიტორია გაეცნობა პოლონეთის ისტორიულ გამოცდილებას, თანამედროვე განვითარების პროცესს და […]
25 ივნისს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა თემაზე „AI და ფსიქოლოგია: ხელოვნური ინტელექტი ფსიქოთერაპიაში“. ხელოვნური ინტელექტის სფეროში ბოლოდროინდელმა მიღწევებმა და გენერაციული მოდელების სწრაფმა განვითარებამ ხელი შეუწყო ჩატბოტების გამოყენებას ფსიქოთერაპიასა და მენტალური ჯანმრთელობის სფეროში. ერთი მხრივ, ადამიანები AI ჩატბოტებს მიმართავენ პირად საკითხებსა და პრობლემებზე სასაუბროდ, მეორე მხრივ კი, დიდი ენობრივი მოდელები (LLM) სპეციალურად მენტალური […]