15-17 ივნისს წიგნის სახლში „ლიგამუსი“ რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მეათე საიუბილეო წლის აღსანიშნავად გაიმართება ღონისძიებათა ციკლი „რელიგიის კვლევების დღეები“ – მოეწყობა საჯარო დისკუსიები, ჩატარდება სტუდენტური კონფერენცია, გაიმართება ღია კარის დღე, ფილმის ჩვენება და კვლევის პრეზენტაციები ქართველ და უცხოელ მეცნიერთა, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების, პროგრამის კურსდამთავრებულთა და სხვ. მონაწილეობით. ღონისძიებას გახსნის […]
16 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის S201/202 სხდომათა დარბაზში ანკარის ჰაჯეთეფეს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გაიმართება საერთაშორისო ვორკშოპი „მზერა წარსულისა და მომავლისკენ: თურქეთი და საქართველო გლობალურ ისტორიასა და თანამედროვე ტურბულენტურ ხანებში“ საქართველოსა და თურქეთის აკადემიური წრის წარმომადგენელთა მონაწილეობით. ღონისძიების მიზანია საქართველოსა და თურქეთს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება, სამეცნიერო გამოცდილებისა და კვლევითი პრაქტიკის გაზიარება, ასევე […]
16 ივნისს, 15:30 საათზე, პროფესორი რონალდ გრიგორ სუნი პლატფორმა Zoom-ის საშუალებით წაიკითხავს ლექციას „ისტორიის შურისძიება: მეფის რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა 21-ე საუკუნის საქართველოში“. მომხსენებელი ისაუბრებს, რა გავლენა მოახდინა მეფის რუსეთმა და საბჭოთა „სოციალიზმმა“ ქართული ერის ჩამოყალიბებაზე და სუვერენიტეტისა და მოდერნულობის იმ ზღუდეებზე, რომლებიც ამ იმპერიებში ცხოვრებამ შექმნა. საჯარო ლექცია ნაწილია სამდღიანი საერთაშორისო ვორკშოპისა „მოდერნულობა […]
17 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება საჯარო ღონისძიება თემაზე „ჩვენი დღევანდელი მომენტი: სამი თვალსაზრისი სამი დარგიდან“. დღევანდელ მომენტს ერთდროულად ახასიათებს როგორც ფრაგმენტაცია, ისე გადაკვეთა. 1945 წლის შემდეგ შექმნილი და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფესვგადგმული საერთაშორისო წესრიგი მოირყა. ამავდროულად, როგორც მეტროპოლიებში, ისე პერიფერიაში ავტორიტარიზმი იზრდება, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მონაწილეობას, ინტელექტუალურ თავისუფლებას […]