სისხლის დონაციის დღე ილიაუნიში

15 ივნისს, ორშაბათს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის A და T კორპუსებში გაიმართება სისხლის უანგარო დონაციის დღე. აქციის ფარგლებში ორგანიზაციების „ნატალია კვანტალიანის სისხლის  ცენტრალური ბანკი“ და „სიცოცხლე“ პროფესიონალი, გამოცდილი ექიმებით […]

გამოფენა „გლობალური კავშირები. გერმანელები საქართველოში (1817-1941)“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიას შორის მიმდინარე აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობების წარდგენა

15 ივნისს 15:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება გამოფენის გახსნა „გლობალური კავშირები. გერმანელები საქართველოში (1817-1941)“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიას შორის მიმდინარე აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობების წარდგენა. […]

რელიგიის კვლევების დღეები ილიაუნიში

15-17 ივნისს წიგნის სახლში „ლიგამუსი“ რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მეათე საიუბილეო წლის აღსანიშნავად გაიმართება ღონისძიებათა ციკლი „რელიგიის კვლევების დღეები“ – მოეწყობა საჯარო დისკუსიები, ჩატარდება სტუდენტური კონფერენცია, გაიმართება ღია კარის დღე, […]

ასოცირებული პროფესორის, ეკა პაატაშვილის ინტერაქტიული საჯარო ლექცია „როგორ გავზარდოთ აკადემიური ეფექტიანობა სწავლისა და გამოცდების პერიოდში

15 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა პაატაშვილი წაიკითხავს ინტერაქტიულ საჯარო ლექციას „როგორ გავზარდოთ აკადემიური ეფექტიანობა სწავლისა და გამოცდების პერიოდში“. […]