BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260615T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260615T160000
DTSTAMP:20260612T164901
CREATED:20260601T095136Z
LAST-MODIFIED:20260601T100408Z
UID:10006042-1781521200-1781539200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სისხლის დონაციის დღე ილიაუნიში
DESCRIPTION:15 ივნისს\, ორშაბათს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის A და T კორპუსებში გაიმართება სისხლის უანგარო დონაციის დღე. \nაქციის ფარგლებში ორგანიზაციების „ნატალია კვანტალიანის სისხლის  ცენტრალური ბანკი“ და „სიცოცხლე“ პროფესიონალი\, გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული მობილური გუნდები მსურველებს შესთავაზებენ\, უანგაროდ გაიღონ სისხლი და ამით გამოხატონ თანადგომა იმ ადამიანთა მიმართ\, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. \nსისხლის დონორი შეიძლება გახდეთ ნებისმიერი ადამიანი 18-დან 65 წლამდე\, თუ: \n\nთქვენი წონა 50 კგ და მეტია;\nარ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები –  B და C;\nსიფილისი\, ტუბერკულოზი;\nარ ხართ ინფიცირებული აივინფექციით;\nარ გაქვთ სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები;\nარ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი;\nარ გქონიათ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია\, არ გაგიკეთებიათ ტეტანუსისა და ცოფის საწინააღმდეგო აცრა ბოლო 1 წლის განმავლობაში;\nარ გაგიკეთებიათ ტატუ ბოლო 6 თვის განმავლობაში;\nარ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი;\nბოლო 6 თვის მანძილზე არ ყოფილხართ ორსულად;\nდონაციის დღეს დონორი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი – არ უნდა ჰქონდეს სიცხე\, სურდო\, კატარი\, სხვა გრიპოზული მოვლენები.\n\nმათ\, ვინც მონაწილეობას მიიღებს საქველმოქმედო აქციაში\, უფასოდ მიეწოდებათ შემდეგი კვლევის შედეგები: \n\nჯგუფი\, რეზუსი\, ფენოტიპი\nB და C ჰეპატიტი\, სიფილისი\, ციტომეგალო და შიდსის ვირუსი\n\nადამიანმა\, ვინც დონორობას აპირებს\, უნდა იცოდეს შემდეგი: \n\nსისხლის დონაცია იოლი\, უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცესია;\nსისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა და დონორი დაცულია ინფიცირებისაგან;\nსისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის;\nსისხლის ჩაბარება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში;\nსისხლის ჩაბარების დღეს უმჯობესია\, დილით მსუბუქად წაიხემსოთ და დალიოთ ტკბილი ჩაი. თავი უნდა შეიკავოთ თამბაქოსა და ანალგეტიკების მიღებისაგან;\nსისხლის ხელმეორედ ჩაბარება შეიძლება 2 თვის შემდეგ;\nთან იქონიოს პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთი.\n\nდრო: 15 ივნისი\, 11:00-16:00 საათი \nადგილმდებარეობა: \n\n\nილიაუნის A კორპუსის სტუდენტური სივრცე\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 (ნატალია კვანტალიანის სახელობის ცენტრალური ბანკი)\nილიაუნის T კორპუსის სტუდენტური სივრცე\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N45  (სისხლის ბანკი „სიცოცხლე“)
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/siskhlis-donatsiis-dghe-iliaunishi-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/donatsia_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260615T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260615T170000
DTSTAMP:20260612T164901
CREATED:20260611T124432Z
LAST-MODIFIED:20260611T124432Z
UID:10006063-1781535600-1781542800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გამოფენა „გლობალური კავშირები. გერმანელები საქართველოში (1817-1941)“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიას შორის მიმდინარე აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობების წარდგენა
DESCRIPTION:15 ივნისს 15:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება გამოფენის გახსნა „გლობალური კავშირები. გერმანელები საქართველოში (1817-1941)“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიას შორის მიმდინარე აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობების წარდგენა. ღონისძიებას დაესწრება გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში\, ბატონი ერნსტ პეტერ ფიშერი და გერმანული ფონდებისა და სააგენტოების წარმომადგენლები. \nპროექტი „გლობალური კავშირები. გერმანელები საქართველოში (1817-1941 წწ.)“ განხორციელდა ზიგენის უნივერსიტეტის\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, საქართველოს ეროვნული არქივის და „სამხრეთ კავკასიაში გერმანიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის“ თანამშრომლობით. პროექტი დააფინანსა გერმანიის ფედერალური მთავრობის კომისარმა კულტურისა და მედიის საკითხებში. \nგერმანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული პარტნიორია საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით. უნივერსიტეტი წარმატებით თანამშრომლობს მრავალ გერმანულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებასთან ერთობლივი და ორმაგი ხარისხის პროგრამების\, კვლევითი პროექტების\, სამეცნიერო კოლაბორაციისა და აკადემიური მობილობის ფარგლებში. ეს ურთიერთობა აქტიურად ვითარდება ისეთი გერმანული ფონდებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერით\, როგორიცაა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD)\, გერმანიის ფედერალური განათლებისა და კვლევის სამინისტრო (BMBF)\, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)\, ფოლკსვაგენის ფონდი (VolkswagenStiftung)\, ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდი (Alexander von Humboldt Foundation)\, გერმანიის სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოება (DFG)\, კონრად ადენაუერის ფონდი (Konrad-Adenauer-Stiftung)\, მაქს ვებერის ფონდი (Max Weber Stiftung) და სხვები. წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულმა მტკიცე პარტნიორობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ილიაუნის ინტერნაციონალიზაციის პროცესში და შექმნა მყარი საფუძველი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის განათლების\, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროებში. \nდრო:  15 ივნისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gamophena-globaluri-kavshirebi-germanelebi-saqarthveloshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/germaniis-elchis-viziti-niusi-sastsrapho-new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260615T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260615T210000
DTSTAMP:20260612T164901
CREATED:20260610T125716Z
LAST-MODIFIED:20260610T125809Z
UID:10006061-1781539200-1781557200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რელიგიის კვლევების დღეები ილიაუნიში
DESCRIPTION:15-17 ივნისს წიგნის სახლში „ლიგამუსი“ რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მეათე საიუბილეო წლის აღსანიშნავად გაიმართება ღონისძიებათა ციკლი „რელიგიის კვლევების დღეები“ – მოეწყობა საჯარო დისკუსიები\, ჩატარდება სტუდენტური კონფერენცია\, გაიმართება ღია კარის დღე\, ფილმის ჩვენება და კვლევის პრეზენტაციები ქართველ და უცხოელ მეცნიერთა\, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების\, პროგრამის კურსდამთავრებულთა და სხვ. მონაწილეობით. \nღონისძიებას გახსნის ნინო დობორჯგინიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, ილიაუნის რელიგიის კვლევების პროგრამის შესახებ ისაუბრებს სოფო ზვიადაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\, რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. \nდეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა. \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 15-17 ივნისი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/religiis-kvlevebis-dgheebi-iliaunishi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/religiis-kvlevebi-niusi-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260615T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260615T210000
DTSTAMP:20260612T164901
CREATED:20260603T071409Z
LAST-MODIFIED:20260603T170030Z
UID:10006045-1781550000-1781557200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ასოცირებული პროფესორის\, ეკა პაატაშვილის ინტერაქტიული საჯარო ლექცია „როგორ გავზარდოთ აკადემიური ეფექტიანობა სწავლისა და გამოცდების პერიოდში
DESCRIPTION:15 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა პაატაშვილი წაიკითხავს ინტერაქტიულ საჯარო ლექციას „როგორ გავზარდოთ აკადემიური ეფექტიანობა სწავლისა და გამოცდების პერიოდში“. \nგამოცდები სტუდენტური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული პერიოდია. აკადემიური მოთხოვნების ზრდასთან ერთად სტუდენტები ხშირად  ემოციურად იღლებიან\, უჭირთ  კონცენტრაცია\, უწევთ მუდმივ თვითკრიტიკასა და ძლიერ სტრესთან გამკლავება\, რის გამოც წარმატების მისაღწევად მხოლოდ აკადემიური ცოდნა საკმარისი აღარ არის. \nსაჯარო ლექციის მიზანია სტუდენტებსა და აბიტურიენტებს გააცნოს ემოციური ინტელექტის\, თვითრეგულაციის უნარებისა და შინაგანი მოტივაციის ამაღლების პრაქტიკული მეთოდები სწავლისა და გამოცდების პერიოდში ემოციური წონასწორობის\, კონცენტრაციის უნარის გასაუმჯობესებლად\, რაც საბოლოოდ უფრო სტაბილური და შედეგიანი აკადემიური პროცესის წინაპირობაა. \nსარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/qpzXBzavZook6SJ17 \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 15 ივნისი\, 19:00 საათი (ხანგრძლივობა: 1.5 – 2 საათი) \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/asotsirebuli-prophesor-eka-paatashvilis-interaqtiuli-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/eka-paatashvili-niusi-04-scaled.png
END:VEVENT
END:VCALENDAR