BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260615T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260615T210000
DTSTAMP:20260611T005721
CREATED:20260610T125716Z
LAST-MODIFIED:20260610T125809Z
UID:10006061-1781539200-1781557200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რელიგიის კვლევების დღეები ილიაუნიში
DESCRIPTION:15-17 ივნისს წიგნის სახლში „ლიგამუსი“ რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მეათე საიუბილეო წლის აღსანიშნავად გაიმართება ღონისძიებათა ციკლი „რელიგიის კვლევების დღეები“ – მოეწყობა საჯარო დისკუსიები\, ჩატარდება სტუდენტური კონფერენცია\, გაიმართება ღია კარის დღე\, ფილმის ჩვენება და კვლევის პრეზენტაციები ქართველ და უცხოელ მეცნიერთა\, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების\, პროგრამის კურსდამთავრებულთა და სხვ. მონაწილეობით. \nღონისძიებას გახსნის ნინო დობორჯგინიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, ილიაუნის რელიგიის კვლევების პროგრამის შესახებ ისაუბრებს სოფო ზვიადაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\, რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. \nდეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა. \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 15-17 ივნისი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/religiis-kvlevebis-dgheebi-iliaunishi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/religiis-kvlevebi-niusi-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260616T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260616T163000
DTSTAMP:20260611T005721
CREATED:20260610T090501Z
LAST-MODIFIED:20260610T090501Z
UID:10006058-1781607600-1781627400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო ვორკშოპი „მზერა წარსულისა და მომავლისკენ: თურქეთი და საქართველო გლობალურ ისტორიასა და თანამედროვე ტურბულენტურ ხანებში“
DESCRIPTION:16 ივნისს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის S201/202 სხდომათა დარბაზში ანკარის ჰაჯეთეფეს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გაიმართება საერთაშორისო ვორკშოპი „მზერა წარსულისა და მომავლისკენ: თურქეთი და საქართველო გლობალურ ისტორიასა და თანამედროვე ტურბულენტურ ხანებში“ საქართველოსა და თურქეთის აკადემიური წრის წარმომადგენელთა მონაწილეობით. \nღონისძიების მიზანია საქართველოსა და თურქეთს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება\, სამეცნიერო გამოცდილებისა და კვლევითი პრაქტიკის გაზიარება\, ასევე ისტორიის\, საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონული პროცესების საკითხებზე პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა\, რაც მომავალში სამეცნიერო თანამშრომლობისა და ერთობლივი კვლევითი ინიციატივების საფუძველს შექმნის. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 16 ივნისი\, 11:00-16:30 \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლი N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-vorkshopi-mzera-tsarsulisa-da-momavlisken-thurqethi-da-saqarthvelo-globalur-istoriasa-da-thanamedrove-turbulentur-khanebshi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/giorgi-sanikidzis-niusi-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260616T153000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260616T170000
DTSTAMP:20260611T005721
CREATED:20260608T101742Z
LAST-MODIFIED:20260608T103025Z
UID:10006051-1781623800-1781629200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ რონალდ გრიგორ სუნის საჯარო ონლაინლექცია „ისტორიის შურისძიება: მეფის რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა 21-ე საუკუნის საქართველოში“
DESCRIPTION:16 ივნისს\, 15:30 საათზე\, პროფესორი რონალდ გრიგორ სუნი პლატფორმა Zoom-ის საშუალებით წაიკითხავს ლექციას „ისტორიის შურისძიება: მეფის რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა 21-ე საუკუნის საქართველოში“. \nმომხსენებელი ისაუბრებს\, რა გავლენა მოახდინა მეფის რუსეთმა და საბჭოთა „სოციალიზმმა“ ქართული ერის ჩამოყალიბებაზე და სუვერენიტეტისა და მოდერნულობის იმ ზღუდეებზე\, რომლებიც ამ იმპერიებში ცხოვრებამ შექმნა. \nსაჯარო ლექცია ნაწილია სამდღიანი საერთაშორისო ვორკშოპისა „მოდერნულობა და სუვერენულობები საქართველოში“. \nვორკშოპის ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი\, კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) სლავური ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტი\, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ლაიბნიცის ინსტიტუტი (IOS რეგენსბურგი). \nღონისძიება ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადაფინანსებით\, ფუნდამენტური კვლევებისთვის სამეცნიერო საგრანტო პროექტის – „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ – ფარგლებში. \nპროფესორი რონალდ გრიგორ სუნი მიჩიგანის უნივერსიტეტის (University of Michigan) ისტორიის კათედრის საპატიო ემერიტუს პროფესორი და ჩიკაგოს უნივერსიტეტის (University of Chicago) ისტორიისა და პოლიტიკური მეცნიერებების ემერიტუს პროფესორია. იგი ცნობილია\, როგორც ამიერკავკასიის\, რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა ისტორიის ერთ-ერთი წამყვანი და ავტორიტეტული მკვლევარი. \nმოდერატორი – ჰარშა რამი\, ლიტერატურის მკვლევარი და რუსეთის სპეციალისტი\, კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) ასოცირებული პროფესორი \nფორმატი: ონლაინლექცია (Zoom) \nსარეგისტრაციო ბმული: Zoom-ზე სარეგისტრაციოდ მიჰყევით ბმულს \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 16 ივნისი\, 15:30 საათი (საქართველოს დროით) \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-ronald-grigor-sunis-sajaro-onlainleqtsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/16-ivnisis-ghonisdzieba-old.new_.fb1_.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260617T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260617T210000
DTSTAMP:20260611T005721
CREATED:20260608T120736Z
LAST-MODIFIED:20260608T121007Z
UID:10006053-1781722800-1781730000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მრგვალი მაგიდა „ჩვენი დღევანდელი მომენტი: სამი თვალსაზრისი სამი დარგიდან“
DESCRIPTION:17 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება საჯარო ღონისძიება თემაზე „ჩვენი დღევანდელი მომენტი: სამი თვალსაზრისი სამი დარგიდან“. \nდღევანდელ მომენტს ერთდროულად ახასიათებს როგორც ფრაგმენტაცია\, ისე გადაკვეთა. 1945 წლის შემდეგ შექმნილი და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფესვგადგმული საერთაშორისო წესრიგი მოირყა. ამავდროულად\, როგორც მეტროპოლიებში\, ისე პერიფერიაში ავტორიტარიზმი იზრდება\, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მონაწილეობას\, ინტელექტუალურ თავისუფლებას და უნივერსიტეტის ინსტიტუციურ ავტონომიას. საქართველო\, როგორც ეს მის ისტორიაში ხშირად მომხდარა\, დღესაც ერთდროულად გვევლინება\, როგორც განაპირა\, უკიდურესი შემთხვევა და როგორც უფრო დიდი პროცესების ამრეკლავი და გარდამტეხი სარკე. \nაღნიშნულ საკითხებს გეოგრაფიული მდებარეობის\, ინსტიტუციური კუთვნილებისა და დარგობრივი სპეციალიზაციის ჭრილში განიხილავენ: \n\nჰარშა რამი\, ლიტერატურის მკვლევარი და რუსეთის სპეციალისტი\nფლორიან მიულფრიდი\, ანთროპოლოგი\nია ერაძე\, პოლიტიკური ეკონომისტი\n\nმოდერატორი – ლუკა ნახუცრიშვილი \nსაჯარო ღონისძიება ნაწილია სამდღიანი საერთაშორისო ვორკშოპისა „მოდერნულობა და სუვერენულობები საქართველოში“\, რომლის ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი\, კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) სლავური ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტი და აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ლაიბნიცის ინსტიტუტი (IOS რეგენსბურგი). \nღონისძიება ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადაფინანსებით\, ფუნდამენტური კვლევებისთვის სამეცნიერო საგრანტო პროექტის – „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ – ფარგლებში. \nსამუშაო ენა: ინგლისური (კითხვის დასმა შესაძლებელია ქართულად) \nდრო: 17 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mrgvali-magida-chveni-dghevandeli-momenti-sami-thvalsazrisi-sami-dargidan/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/17-ivnisis-ghonisdzieba-old.new_.fb_.png
END:VEVENT
END:VCALENDAR