18 მაისს, 16:00 საათზე, ვარშავის კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი პეტრ ცერინგიერი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ბიოლოგიური მრავალფეროვნება პოლონეთში: კვლევა და კონსერვაცია“. პოლონეთი ცენტრალური ევროპის ქვეყანაა, გამორჩეული გეოლოგიური და ტოპოგრაფიული მრავალფეროვნებით. მასზე გავლენას ახდენს როგორც ოკეანური, ისე კონტინენტური კლიმატი, ხოლო მის რეგიონებზე სხვადასხვა ხარისხით აისახება ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ცვლილებები. ლექციის მიზანია […]
19 მაისს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა და საჯარო ლექცია, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორები დავით დევიძე და ვანო მჭედლიშვილი ისაუბრებენ ნარკოტიკულ დანაშაულებათა შესახებ. პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურა“ შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის პროექტი „საზოგადოებრივი პროკურატურა“ 2007 წლიდან ხორციელდება. ის არის ამერიკული მოდელი (აქტიურად […]
20 მაისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ჟან მონეს კათედრა ილიაუნიში“ და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება პროფესორ გიორგი გვალიას წიგნის „ევროკავშირი, როგორც გლობალური აქტორი: ინსტიტუტები, ღირებულებები და ინტერესები“ პრეზენტაცია. 11:30 საათზე გაიმართება პანელური დისკუსია „ევროკავშირი და სამხრეთ კავკასია: ურთიერთობების დინამიკა, გამოწვევები და პერსპექტივები“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ივანე […]
20 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ჟან მონეს კათედრა ილიაუნიში“ და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „ევროკავშირი და სამხრეთ კავკასია: ინტეგრაცია, უსაფრთხოება და რეგიონული გარდაქმნები“. კონფერენცია მიზნად ისახავს სტუდენტთა აკადემიური კვლევის, კრიტიკული აზროვნებისა და დისკუსიის წახალისებას ევროინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე […]
21 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით პროექტ Level UP-ის ფარგლებში გაიმართება მეხუთე, დასკვნითი ლექცია საკუთარი თავის წარდგენისა და დამსაქმებელთან გასაუბრების (Job Interview) შესახებ. შეხვედრას გაუძღვება ანა ყულოშვილი, Helio AI-ის მომხმარებელთა წარმატებისა და კორპორაციული კულტურის ლიდერი/ხელმძღვანელი. შეხვედრაზე სტუდენტები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს, როგორ წარმოაჩინონ დამაჯერებლად უნარები, მოტივაცია და გამოცდილება პროფესიულ გარემოში, როგორ მოემზადონ […]
21 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით პროექტ Level UP-ის ფარგლებში გაიმართება მეხუთე, დასკვნითი ლექცია საკუთარი თავის წარმოჩენა და დამსაქმებელთან გასაუბრების (Job Interview) შესახებ. შეხვედრას გაუძღვება ანა ყულოშვილი, Helio AI-ის მომხმარებელთა წარმატებისა და კორპორაციული კულტურის ლიდერი/ხელმძღვანელი. შეხვედრაზე სტუდენტები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს, როგორ წარმოაჩინონ დამაჯერებლად უნარები, მოტივაცია და გამოცდილება პროფესიულ გარემოში, როგორ მოემზადონ […]
21 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის ორგანიზებითა და სალექციო კურსის „სარესტორნო ბიზნესის მენეჯმენტი“ ლექტორის, დალილა ცატავას ინიციატივით გაიმართება შეხვედრა საქართველოს რეგიონების გასტრონომიული ტურიზმის მიმართულების მეწარმეთა მონაწილეობით. შეხვედრის მთავარი მიზანია სტუდენტებს დაანახონ პრაქტიკული კავშირი სასწავლო პროცესსა და რეგიონულ განვითარებას შორის, გააცნონ რეგიონი, როგორც განვითარების, უნიკალური იდენტობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების სივრცე, […]
21 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ბიოლოგიისა და ეკოლოგიის დოქტორი ირის ხარალამბიდუ წაიკითხავს საჯარო ლექციას „კვიპროსი – ხმელთაშუა ზღვის ბიომრავალფეროვნების კერა“. მომხსენებელი ისაუბრებს კვიპროსის მდიდარსა და უნიკალურ ბიომრავალფეროვნებაზე. კვიპროსი აღიარებულია ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვან კერად და ენდემური ფლორისა და ფაუნის განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ლექცია შეეხება კუნძულის ეკოსისტემების ეკოლოგიურ მნიშვნელობასა და მათი დაცვის აუცილებლობას […]
21 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 დარბაზში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე მუშეგ ღაჰრიანი და არამ აბაჯიანი წარადგენენ პროექტს „კონფლიქტების ზეგავლენა სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების ურთიერთობებზე“. სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების შესწავლა დღეს აქტუალურია, რადგან მასზე გავლენას ახდენს რიგი ფაქტორები, მათ შორის: ისტორიული მემკვიდრეობა, რეგიონული კონფლიქტები, პოლიტიკური […]
21 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი ირაკლი დეკანოზიშვილი ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „აღიარება და სოციალური ონტოლოგია: კოლექტიური და პერსონალური იდენტობის ფორმირების ნორმატიული თეორია“. სოციალური რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა ფაქტისა და ობიექტის სიმრავლეს წარმოადგენს. ზოგი რამ ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს, ზოგის არსებობა კი სწორედ ჩვენს […]
22 მაისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მერვე შეხვედრა მწერალ ნატო დავითაშვილთან გაიმართება. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრანტები: თამარ ბასიაშვილი, ლილი წიქარიშვილი და ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტი ნანა გადელია. პროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა, სხვადასხვა თაობის […]
23 მაისს, 12:00-დან 16:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სტუდენტური კლუბი, ეკოლოგიის ალუმნების ქსელი და საზოგადოება „ნარი“ თბილისის ბოტანიკურ ბაღში გამართავენ მასშტაბურ საგანმანათლებლო ღონისძიებას, „სამეცნიერო ბლიცს“. პროექტის მთავარი მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია და სტუდენტებისა თუ აბიტურიენტების სამეცნიერო კვლევებში აქტიურად ჩართვა. ბოტანიკურ ბაღში მოეწყობა სხვადასხვა თემატური კარავი, სადაც უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევრები და სტუდენტები დამსწრე საზოგადოებას […]