16 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის საბჭოს მხარდაჭერით თანასწორობის კვირეულის ფარგლებში ჩაატარებს ონლაინშეხვედრას თემაზე: „საქართველოში მცხოვრები მცირე ეთნიკური ჯგუფები - უდები, ასურელები “. მოწვეული სტუმრები იქნებიან ბექა ნეშუმაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციია „უდის“ ხელმძღვანელი და ეკატერინე ბიტკაში - საქართველოს ასურელ ახალგაზრდათა ასოციაცია ,,ნინევიას" თავმჯდომარე. ღონისძიების მიზანია დამსწრე საზოგადოება გაეცნოს საქართველოში მცხოვრებ მცირე ეთნიკურ ჯგუფებს, […]
17 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „ქალები ტექნოლოგიებში“. ღონისძიების ფარგლებში მოწვეული სტუმრები: ნანა დიხამინჯია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ინოვაციებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით; მარიამ რუსიშვილი – Quick Cash-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; მარიამ გაგუა – საქართველოს ბანკის Digital Product Owner; ელენე ჟურავლიოვა – ილიას […]
18 ნოემბერს, 16:00 საათზე, BOOSTER Talks-ის სტუმარი იქნება „ევექსი კლინიკების“ პერსონალის შერჩევის სპეციალისტი თინათინ ბუჩუკური. „ევექსი კლინიკები“ საქართველოს სამედიცინო სფეროში GHG (Georgian Healthcare Group) ჯგუფის შვილობილი კომპანიაა. ჯგუფი 2015 წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი. BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან ონლაინშეხვედრებს. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: […]
18 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში გაიმართება დისტანციური საჯარო ლექცია თემაზე: ➤ „როგორ ვაქციოთ ამაზონი შემოსავლის წყაროდ“. მომხსენებელი ლევან მოლაშვილი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ამაზონზე პროდუქტის განთავსების კრიტერიუმები; ნიშები, რომელთა ათვისებაც პროდუქტს უფრო გაყიდვადს გახდის; ხშირად დაშვებული შეცდომები და მათი თავიდან აცილების გზები; როგორ ეხმარება Amazon Export Hub-ის პლატფორმა მომხმარებლებს. […]
19 ნოემბერს, 19:00 საათზე, IX-XII კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ჩატარდება Startup school – გახდი მეწარმე ფაბლაბთან ერთად. Startup School ბუთქემფის მიზანია სკოლის მოსწავლეებს განუვითაროს სამეწარმეო უნარ-ჩვევები და ხელი შეუწყოს მათთვის მეწარმეობისა და სტარტაპების შესახებ საბაზისო ცოდნის გადაცემას. პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ერთდღიანი ინტენსიური ბიზნესბუთქემფ შეხვედრის სახით განხორციელდება. მოსწავლეებს […]
20 ნოემბერს, 17:00 საათზე, პროექტი „თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთა" და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა გიწვევთ მორიგ კვლევით სემინარზე. სემინარზე ანთროპოლოგი სუზანე ფელინგსი ისაუბრებს თემაზე „სამეზობლოს“ ანთროპოლოგიური კვლევა, "The Neighbourhood" in Anthropological Research. მომხსენებლის შესახებ სუზანე ფელინგსი სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია ფრანკფურტის ფრობენიუსის ინსტიტუტში. მისი კვლევის არეალი მოიცავს ცენტრალურ აზიას, კავკასიასა და ყირიმს. კვლევითი ინტერესებია: ურბანული […]
20 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS-ის ლაბორატორია რუხისა და ახმეტის ინოვაციების ცენტრებთან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ ვებინარების სერიის „მოსწავლეთა მიერ შექმნილი სიმულაციები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილებისთვის“ პირველ ვებინარს. ვებინარი გაიმართება დისტანციურად პლატფორმა ზუმის მეშვეობით. ვებინარის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები წარმოადგენენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილებისთვის 5 სიმუალაციას. რუხის ინოვაციების ცენტრის მოსწავლეების პროექტები სახელწოდება: „ჭკვიანი რუკა“ […]
20 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში გაიმართება საჯარო ონლაინლექცია startup night. შეხვედრაზე წარმატებული სტარტაპერები მოგიყვებიან თავიანთი წარმატების შესახებ, თუ რა გზა გაიარეს იქ მისასვლელად, სადაც ახლა იმყოფებიან, ასევე პრობლემებსა და დაბრკოლებებზე. მომხსენებლები: სტარტაპ Phubber-ის თანადამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი, სტარტაპ Stack-ის თანადამფუძნებელი გიორგი ლალიაშვილი ➤ Phubber, ციფრული პლატფორმა სოციალური შოპინგისთვის, მომხმარებელს […]
21 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში წარმოგიდგენთ Tech Talk-ს, რომელსაც გამართავენ კომპანია Apple-ის მთავარი ტექლიდი მიხეილ წიკლაური და CISCO-ს ინჟინერი გიორგი მაღლაკელიძე. Ისინი გამოცდილებას გაგვიზიარებენ. შეხვედრაზე განხილული იქნება: ➤ რას ნიშნავს ამერიკული საინჟინრო განათლება; ➤ რა არის საჭირო სილიკონის ველზე წარმატებული კარიერისთვის; ➤ როგორ შეიძლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ […]
21 ნოემბერს, 19:00 საათზე, კიბერლაბორატორია „უნილაბის“ ღია ლექციების სერიის ფარგლებში თეონა ტილკავაშვილი ისაუბრებს c#-ის გამოწვევებზე. ლექციის შესახებ იცოდი, რომ პროგრამირება მომავლის პროფესიებიდან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი მიმართულებაა? უნილაბის კიბერლაბორატორია სწორედ c#-ის შესწავლასა და საკუთარი თავის ახალ პროფესიაში აღმოჩენას გთავაზობს. კურსის განმავლობაში გაეცნობით ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების მთავარ პრინციპებს და დამოუკიდებლად შეძლებთ მათზე მუშაობას. კურსის ბოლოს კი […]