Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ონლაინშეხვედრა თემაზე: „საქართველოში მცხოვრები მცირე ეთნიკური ჯგუფები – უდები, ასურელები “

ნოემბერი 16, 2020 / 17:00

16 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის საბჭოს მხარდაჭერით თანასწორობის კვირეულის ფარგლებში ჩაატარებს ონლაინშეხვედრას თემაზე: „საქართველოში მცხოვრები მცირე ეთნიკური ჯგუფები – უდები, ასურელები “.

მოწვეული სტუმრები იქნებიან ბექა ნეშუმაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაციია „უდის“ ხელმძღვანელი და ეკატერინე ბიტკაში – საქართველოს ასურელ ახალგაზრდათა ასოციაცია ,,ნინევიას” თავმჯდომარე.
ღონისძიების მიზანია დამსწრე საზოგადოება გაეცნოს საქართველოში მცხოვრებ მცირე ეთნიკურ ჯგუფებს, კერძოდ, უდებსა და ასურელებს, მათი საქართველოში განსახლების ისტორიას, ენას, ყოფა-ცხოვრებასა და ტრადიციებს, მცირე ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების გზებს.
შეხვედრას შეგიძლიათ დაესწროთ ონლაინრეჟიმში მოცემული ბმულის მეშვეობით:
https://us02web.zoom.us/j/81058512426

ღონისძიება ტარდება კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას” ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ნოემბერი 16, 2020
Time:
17:00
Event Category:
Event Tags: