
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მე-5 წელია უერთდება გლობალური მეწარმეობის ქსელის (GEN) ინიციატივას და მონაწილეობს გლობალური მეწარმეობის კვირეულში, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.
კვირეული 180-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. მისი პარტნიორია 20 000-ზე მეტი ორგანიზაცია. კვირეულის ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით 35 000-ზე მეტი ღონისძიება იგეგმება, რომლებშიც 10 მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის კვირეულის პარტნიორია.
17-21 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ორგანიზებას გაუწევს ღონისძიებებს, სემინარებს, საჯარო ლექციებსა და კონკურსებს, რომლებიც პანდემიის გამო ონლაინ გაიმართება. მათში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ფოკუსირებული იქნება ქალების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარებაზე.
კვირეულის განრიგი:
ვრცლად – https://bit.ly/2UlCQqz
საჯარო ლექცია: „როგორ ვაქციოთ ამაზონი შემოსავლის წყაროდ“
ვრცლად – https://bit.ly/3luD4Y6
Startup school – გახდი მეწარმე ფაბლაბთან ერთად
ვრცლად – https://bit.ly/3psPaDu
ვრცლად – https://bit.ly/3nl4lwJ
ვრცლად – https://bit.ly/3eVZGyf
#GEWILIAUNI #GEW2020 #Fablab #fablabiliauni
2020 წელი
[wpai_display_imported_files_here]