24 ნოემბერს, 20:00 საათზე, კიბერლაბორატორია ,,უნილაბის“ ღია ლექციების სერიის ფარგლებში პავლე ტაბატაძე ისაუბრებს 3d unityი-ს შესახებ. ლექციის შესახებ გაგიკვირდება, თუ გეტყვი, რომ ფიზიკის ძალებსა და 3დ თამაშებს ბევრი საერთო აქვთ? ინტრიგანულია არა?! ამ ინტერესის ჩასაცხრობად მთავარია შეავსო უნილაბის კურსებზე მისაღები ბმული და იმოგზაურო გალაქტიკურ 3d unityი-ს ტურში თამაშების დეველოპმენტზე. მანამდე კი, უფრო ადვილად რომ გაიგო, რა […]
27 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS -ის ლაბორატორია რუხისა და ახმეტის ინოვაციების ცენტრებთან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ ვებინარების სერიის „მოსწავლეთა მიერ შექმნილი სიმულაციები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილებისთვის“ მეორე ვებინარს. ვებინარი გაიმართება დისტანციურად პლატფორმა ზუმის მეშვეობით. ვებინარის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილებისთვის შექმნიან 5 სიმუალაციას. ___________________________________________________________________________________________________________ რუხის ინოვაციების ცენტრის მოსწავლეების პროექტები სახელწოდება: „ინკუბატორი“ ავტორები: მარიამ […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი იწვევს მსურველებს EFL-ის ტრენინგზე დასასწრებად. კომუნიკაციის, ქცევისადა ფუნქციური უნარ-ჩვევების კურიკულუმი EFL-ი („ცხოვრებისთვის აუცილებელი“) შეფასების ინსტრუმენტია, რომელიც ეფუძნება ქცევის გამოყენებით ანალიზს. ტრენინგზე მონაწილეები ისწავლიან ალტერნატიული კომუნიკაციის მეთოდის შერჩევას; განსაზღვრავენ ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარებს; შეძლებენ ცხოვრებისთვის აუცილებელი ფუნქციური უნარების შეფასებას; შეფასების მონაცემებზე დაყრდნობით შეიმუშავებენ შესაბამის პროგრამას. ტრენინგს ჩაატარებს ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ქეისმენეჯერი, […]