5 მარტს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნოს“ ფარგლებში გაიმართება ნინო ხოფერიას დოკუმენტური ფილმის „დაბრუნების დღე“ ჩვენება, რომელიც პოეტის, მთარგმნელისა და პედაგოგის, ამირან (პაკო) სვიმონიშვილის ხსოვნას ეძღვნება. ფილმს წარადგენს რეჟისორი და ავტორი ნინო ხოფერია. დრო: 5 მარტი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას […]
6 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო ლექცია-დისკუსია თემაზე: „კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის როლი აუტიზმის მართვაში“. ევროპის ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაცია (CPLOL) ყოველწლიურად 6 მარტს აღნიშნავს ევროპის ენისა და მეტყველების თერაპიის დღეს. ღონისძიების მიზანია კომუნიკაციის, ყლაპვისა და კვების დარღვევების დროს ენისა და მეტყველების თერაპევტის როლის შესახებ საზოგადოების ცნობიერების […]
6 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგცენტრი გიწვევთ ტრენინგის „ინკლუზიური განათლების პრინციპები“პრეზენტაციაზე. პროგრამის მიზანია გადაამზადოს მასწავლებლები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ეფექტური სწავლების სტრატეგიების განსაზღვრასა და ინკლუზიური განათლების პრინციპებში. პროგრამა განკუთვნილია მასწავლებლებისა და სპეციალური მასწავლებლებისათვის, რომლებიც გეგმავენ ან უკვე მუშაობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან. დრო: 6 მარტი, […]
6 მარტს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი გიწვევთ წიგნის „ფემინისტური საკითხავი: დებატები კულტურის, კანონისა და სექსუალობის შესახებ" პრეზენტაციაზე. მომხსენებლები: ○ თამარ ცხადაძე – ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ○ ნარგიზა არჯევანიძე – გენდერის მკვლევარი, მოწვეული ლექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოდერატორი: თამთა მელაშვილი – გენდერის კვლევის ინსტიტუტი, თბილისის […]
6 მარტს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის მიმართულების პროფესორები წარადგენენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით აღნიშნულ საგრანტო კონკურსში ფიზიკის მიმართულებით დაფინანსებული ექვსი პროექტიდან ხუთი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და მკვლევრების ხელმძღვანელობით მომზადდა: თინათინ კახნიაშვილი – ადრეული სამყაროს სურათის […]
კორპორაციული და სამეწარმეო უნარ-ჩვევების ტრენინგი მოკლე აღწერა: პროგრამის მიზანია განავითაროს სტუდენტების სამეწარმეო უნარ-ჩვევები და ხელი შეუწყოს სტუდენტური საწარმოების შექმნას შემოქმედებით ინდუსტრიებში. პროგრამა განხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტენსიური ბიზნეს ბუთ კემპ შეხვედრების სახით. 7 და 8 მარტს, ნახევარი დღის განმავლობაში, სტუდენტებს საშუალება ექნებათ პროგრამის ფარგლებში გაეცნონ სტარტაპის შექმნის პრინციპებს და განივითარონ ბიზნესდაგეგმვის, იდეების გენერაციისა და პიჩინგის […]
7 მარტს, 19:00-ზე, წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება მარიო ვარგას ლიოსას რომანის „ბოლო ჟამის ომი“ პრეზენტაცია. რომანზე, მის ისტორიულ კონტექსტებსა და პარალელებზე გურამ დოჩანაშვილის რომანთან „სამოსელი პირველი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია და წიგნის მთარგმნელი დოდო ყვავილაშვილი ისაუბრებენ. ნობელის პრემიის ლაურეატის, ცნობილი პერუელი მწერლის, მარიო ვარგას ლიოსას რომანი აღწერს ტრაგიკულ და მრავალმხრივ საინტერესო ისტორიულ მოვლენას, […]
7 მარტს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თინათინ კახნიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ შევიმეცნებთ სამყაროს: მითი და რეალობა“. თემის მოკლე აღწერა საიდან აითვლება სამყაროს დასაწყისი? უსასრულოა სამყარო თუ სასრული? უსაზღვროა სამყარო თუ შემოსაზღვრული? რა ვიცით სამყაროს დასასრულზე? – ამ კითხვებზე პასუხის გაცემას კაცობრიობა ცივილიზაციის გარიჟრაჟიდან ცდილობს და დღესაც არაერთი ამოუხსნელი გამოცანის […]