25 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ჯანა ჯავახიშვილი და ნინო მახაშვილი ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის პრეზენტაციას გამართავენ. ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაზაფხულიდან ამოქმედდება და სტუდენტებს ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. მომსახურება იქნება უფასო. ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი იმუშავებს ილიაუნის E კორპუსის 122-ე ოთახში, ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის ბაზაზე. ცენტრი იმუშავებს შემდეგი […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ''Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries'' ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრი. ცენტრი გთავაზობთ ტრენინგკურსს აქტიური სწავლა და სწავლება საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით: სწავლა მობილურით და თამაშით (ტრენერი დიანა ხიდეშელი – მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა […]
26 თებერვალს, 17:00 საათზე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექციების კურსის „შინაური ცხოველები და ადამიანები“ მეთორმეტე ლექცია თემაზე: ,,ცხოველთან ურთიერთობა ადამიანის ასაკობრივი განვითარების კვალდაკვალ“. საჯარო ლექციას ფსიქოლოგი, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრის „კამარა“ დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე წაიკითხავს. საჯარო ლექციების კურსი 13 ლექციას მოიცავს და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კურსის დასრულების […]
26 თებერვალს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი სტუმრად იწვევს გაგა ნახუცრიშვილს, რომელიც წარადგენს თავის ახალ პოეტურ კრებულს „სადგურები“. დრო: 26 თებერვალი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სტუდენტები 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო 18-20 ივლისი, 2019 წელი თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა: 10 აპრილი, 2019 წელი 21-ე საუკუნემ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა უნივერსიტეტები. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა უნივერსიტეტში მიმდინარეობს გარკვეული შიდა ტრანსფორმაციები, ეს საკმარისი არ არის, რომ მათ სრულად უპასუხონ იმ საზოგადოების მოთხოვნებს, რომლის […]
27 თებერვალს, 19:30-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრი მართავს უნივერსიტეტის თანამშრომლის, ირინა სულხანიშვილის, ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და ევროპაში მოღვაწე ახალგაზრდა მუსიკოსები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ნინო მამრაძის დოქტორანტები და კლასდამთავრებულები: ქეთევან შარუმაშვილი, სოფიო გელაშვილი-ტროისო, თინათინ მამულაშვილი, ნათია ბერაია, თედო დიაკონიძე და დაჩი თაქთაქიშვილი. პროგრამაშია ბეთჰოვენის, მოცარტის, შოპენის, […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოებასთან თანამშრომლობით, სეულის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი ტრანსპლანტოლოგებისა და ილიაუნის სამედიცინო მიმართულების პროფესორებისა და ლექტორების მონაწილეობით ილიაუნისთან აფილირებულ კლინიკაში „ინოვა“ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩატარდება. ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროფესორები კობა შანავა და ივანე აბიათარი, ასევე მოწვეული ლექტორები ნიკოლოზ რთველიაშვილი და ლევან ქოიავა. ღვიძლი გადაინერგება ცოცხალი […]
28 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორის, ფილოლოგ ლევან ცაგარლის ლექციაზე: „გივი მარგველაშვილის „კაპიტანი ვაკუში. დოიქსილანდში“. გივი მარგველაშვილის ავტობიოგრაფიული ტრილოგიის კაპიტანი ვაკუში პირველ რომანში (დოიქსილანდში) სივრცე განსაკუთრებული სემანტიკური დატვირთვის მატარებელია. ნეოლოგიზმებით „დოიქსილანდი“ და „დიქსილანდი“ რომანში იქმნება თავისებური ტოპოლოგიური დაპირისპირება, რომელიც დაკავშირებულია არა იმდენად გეოგრაფიულ (გერმანია და […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრი პროექტის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი“: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ (Creative Spark: Higher Education Enterprise Programme) ფარგლებში გთავაზობთ 3-დღიან ინტენსიურ ტრენინკურსს შებრუნებული კლასის მეთოდოლოგიაში. კურსს გაუძღვება პროფესორი ქეროლ ჯერვისი (Carol Jarvis, University of The West of England in Bristol). მონაწილეთა რაოდენობა: მაქსიმუმ 15 რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 8 მარტი […]
პირველ მარტს, 17:00 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე:„ბუნებრივი რესურსების პოლიტიკის სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტები“. მომხსენებლები: ირაკლი მაჭარაშვილი – გარემოსდამცველი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“; კახა ბახტაძე – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სპეციალისტი; არასამთავრობო ორგანიზაცია „გარემო და განვითარება; თამუნა ქებურია – […]
1-ლ მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში გიწვევთ სეულის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი ტრანსპლანტოლოგის, პროფესორ კვანგ ვუნგ ლის ლექციაზე „საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის განვითარების პერსპექტივა ცოცხალი და გვამური დონაციის გამოყენებით“, რომელზეც მომხსენებელი აუდიტორიას გააცნობს თავის ხედვასა და რეკომენდაციებს საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. ქართველი ექიმების მხარდაჭერისა და გაწეული ღვაწლის აღსანიშნავად პროფესორ კვანგ ვუნგ ლის მიენიჭება ილიას […]
ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით ტრადიციულად აღნიშნავს ქალთა ისტორიის თვეს და გიწვევთ მარტში დაგეგმილ ღონისძიებებზე: ფილმის „უთქმელი ისტორიები“ ჩვენება და დისკუსია ადამიანის უფლებათა კინოკლუბში დოკუმენტური ფილმი „უთქმელი ისტორიები“ XIX-XX საუკუნეებში მცხოვრები სამი ქართველი ქალის – ბარბარე ჯორჯაძის, ეკატერინე გაბაშვილისა და კატო მიქელაძის – ცხოვრებასა […]