BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190225T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190225T190000
DTSTAMP:20260504T213502
CREATED:20190220T102421Z
LAST-MODIFIED:20240201T122624Z
UID:10001523-1551121200-1551121200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის პრეზენტაცია
DESCRIPTION:25 თებერვალს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ჯანა ჯავახიშვილი და ნინო მახაშვილი ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის პრეზენტაციას გამართავენ. \nცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაზაფხულიდან ამოქმედდება და სტუდენტებს ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. მომსახურება იქნება უფასო. \nფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი იმუშავებს ილიაუნის E კორპუსის 122-ე ოთახში\, ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის ბაზაზე. \nცენტრი იმუშავებს შემდეგი განრიგით \nსამშაბათი: 14:00-17:00; 18:00-21:00 სთ. \nხუთშაბათი: 14:00-17:00; 18:00-21:00 სთ. \nსაკონსულტაციო ცენტრში სტუდენტებს მოემსახურებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების\, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის\, კურსდამთავრებული პროფესიონალები უახლესი მტკიცებულებითი მეთოდების გამოყენებით\, რეგულარული სუპერვიზიის თანხლებით. \nსაკონსულტაციო ცენტრს შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა სტუდენტმა\, რომელსაც ესაჭიროება დახმარება და მხარდაჭერა ისეთ გავრცელებულ ფსიქოსოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით\, როგორებიცაა: შფოთვა\, დაქვეითებული გუნება-განწყობილება\, სხვადასხვა შიში\, ურთიერთობის პრობლემები\, სტრესის შედეგად განვითარებული მდგომარეობა და ა. შ. \nსურვილის შემთხვევაში კონსულტაცია ანონიმურია. \nსაჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დარეკოთ: \nსამშაბათსა და ხუთშაბათს\, 14:00-დან 21:00 საათამდე\, ნომერზე 2-22-00-09\, შიდა ნომერი: 580\, და წინასწარ ჩაეწეროთ მიღებაზე. \nკონსულტაციაზე თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. \n\nდამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით: \nჯანა ჯავახიშვილი – darejan.javakhishvili@iliauni.edu.ge \nნინო მახაშვილი – nino.makhashvili.1@iliauni.edu.ge \nდრო: 25 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-studenttha-phsiqologiuri-konsultirebis-tsentris-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50520.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190226T165700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190226T165700
DTSTAMP:20260504T213502
CREATED:20190226T125719Z
LAST-MODIFIED:20240201T122621Z
UID:10001520-1551200220-1551200220@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტრენინგკურსი – აქტიური სწავლა და სწავლება საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით: სწავლა მობილურით და თამაშით
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ”Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries” ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრი. \nცენტრი გთავაზობთ ტრენინგკურსს აქტიური სწავლა და სწავლება საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით: სწავლა მობილურით და თამაშით (ტრენერი დიანა ხიდეშელი – მენეჯმენტის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი). \nტრენინგი ჩატარდება: \n12\, 13\, 14\, და 15 მარტს\, 19:00-დან 21:30 საათამდე\,\nE301 აუდიტორიაში \nრეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. \nგთხოვთ ტრენინგზე იქონიოთ ლეპტოპი ან ტაბლეტი \n\nდამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს. \nსაკონტაქტო პირები: \nადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ქეთევან გრიგოლია – ketevan.grigolia@iliauni.edu.ge\,\nტელ.: 577 57 88 55; \nადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანაშემწე ნინო დუჩიძე – nino.duchidze@iliauni.edu.ge\,\nტელ.: 599 89 96 69.\nგისურვებთ წარმატებას. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/treningkursi-aqtiuri-stsavla-da-stsavleba-sainphormatsio-sakomunikatsio-teqnologiebis-gamoqhenebith-stsavla-mobilurith-da-thamashith/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50597.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190226T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190226T170000
DTSTAMP:20260504T213502
CREATED:20190225T080000Z
LAST-MODIFIED:20240201T122616Z
UID:10001518-1551200400-1551200400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლექციების ციკლი „შინაური ცხოველები და ადამიანები“ ­– „\,ცხოველთან ურთიერთობა ადამიანის ასაკობრივი განვითარების კვალდაკვალ“
DESCRIPTION:26 თებერვალს\, 17:00 საათზე\, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექციების კურსის „შინაური ცხოველები და ადამიანები“ მეთორმეტე ლექცია თემაზე: \,\,ცხოველთან ურთიერთობა ადამიანის ასაკობრივი განვითარების კვალდაკვალ“. \nსაჯარო ლექციას ფსიქოლოგი\, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრის „კამარა“ დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე წაიკითხავს. \nსაჯარო ლექციების კურსი 13 ლექციას მოიცავს და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. \nკურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ. \nდრო: 26 თებერვალი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/leqtsiebis-tsikli-shinauri-tskhovelebi-da-adamianebi-tskhovelthan-urthierthoba-adamianis-asakobrivi-ganvitharebis-kvaldakval/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50559.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190226T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190226T190000
DTSTAMP:20260504T213502
CREATED:20190222T115446Z
LAST-MODIFIED:20240201T122615Z
UID:10001517-1551207600-1551207600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: შეხვედრა პოეტ გაგა ნახუცრიშვილთან
DESCRIPTION:26 თებერვალს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი სტუმრად იწვევს გაგა ნახუცრიშვილს\, რომელიც წარადგენს თავის ახალ პოეტურ კრებულს „სადგურები“. \nდრო: 26 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-shekhvedra-poet-gaga-nakhutsrishvilthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50533.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190227T190100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190227T190100
DTSTAMP:20260504T213502
CREATED:20190227T150144Z
LAST-MODIFIED:20240201T122611Z
UID:10001514-1551294060-1551294060@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
DESCRIPTION:სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია \nსტუდენტები 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, თბილისი\, საქართველო \n18-20 ივლისი\, 2019 წელი \nთეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა: 10 აპრილი\, 2019 წელი \n21-ე საუკუნემ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა უნივერსიტეტები. მიუხედავად იმისა\, რომ თითქმის ყველა უნივერსიტეტში მიმდინარეობს გარკვეული შიდა ტრანსფორმაციები\, ეს საკმარისი არ არის\, რომ მათ სრულად უპასუხონ იმ საზოგადოების მოთხოვნებს\, რომლის პროდუქტსაც წარმოადგენენ. \nდღევანდელი სამყაროს კომპლექსური ხასიათი\, გლობალიზაცია\, ახალი ტექნოლოგიები\, მიგრაციები\, საერთაშორისო კონკურენცია\, ბაზრების განვითარება\, ისევე როგორც გარემოსა და ტრანსნაციონალური პოლიტიკის გამოწვევები\, ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია\, რომლებიც მოითხოვენ იმ კომპტენციებისა და ცოდნის შეძენას\, რომლებიც დასჭირდებათ სტუდენტებს 21-ე საუკუნეში წარმატების მიღწევაში. \n21-ე საუკუნის გამოწვევები მოითხოვენ ფართო კომპეტენციების ერთობლიობას\, სახელდობრ\, სპეციალიზებულ\, ასევე სოციალურ და ინტერკულტურულ კომპეტენციებს\, ინგლისურთან ერთად სხვა ენებისა და იმ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალთა ცოდნასაც\, რომლებიც გავლენას ახდენენ საზოგადოებებზე. \nშესაბამისად\, ბოლო ორი ათეული წელია\, მსოფლიოში წარმოიშვა სწავლა/სწავლების ახალი მოდელის შემუშავების აუცილებლობა. დღეისათვის არსებობს უამრავი ტექსტი\, რომლებიც კონცენტრირებულია ძირითადად სამ თემაზე –სწავლა/სწავლების ახალი მოდელის შემუშავების მოტივაციები\, სპეციფიკური კომპეტენციები და უნარ-ჩვევები\, რომელთა გამომუშავება აუცილებელია\, რათა უპასუხო 21-ე საუკუნის გამოწვევებს\, და ამ უნარების სტიმულირების პედაგოგიკა (Cynthia Luna Scott\, 2015). \nიუნესკოს მიერ სასწავლო პროცესის ტრანსფორმაციის მიზნით 2015 წელს შემუშავებული დოკუმენტი გვთავაზობს იმ კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალს\, რომელთა სასწავლო პროცესში დანერგვა და ამ მიზნით შესაბამისი პედაგოგიკის შემუშავება ხელს შეუწყობს\, რომ საუნივერსიტეტო განათლების მიღების შემდეგ ახალგაზრდებმა შეძლონ\, უპასუხონ იმ გამოწვევებს\, რომლებსაც საზოგადოება და შრომის ბაზარი მათ წინაშე აყენებს 21-ე საუკუნეში. \nგამოწვევებს შორის მნიშვნელოვანია ახალი\, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა სასწავლო პროცესში და შესაბამისი პირობების შექმნა სტუდენტებისა და პროფესორებისათვის\, რათა მათ შეძლონ სწავლა/სწავლების ტრადიციულ ფორმებთან ერთად მაქსიმალურად გამოიყენონ ის ახალი ტექნოლოგიები\, რომლებსაც 21-ე საუკუნე გვთავაზობს. ამასთან დღეს\, ციფრულ ეპოქაში\, როდესაც სტუდენტისთვის დროის უმცირეს მონაკვეთში ხელმისაწვდომია ნებისმიერი სახის შემოწმებული თუ შეუმოწმებელი ინფორმაცია\, უნივერსიტეტის მოვალეობაა\, განუვითაროს მათ კრიტიკული ანალიზის უნარი\, ასწავლოს\, როგორ გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები\, როგორ შეარჩიონ საჭირო ინფორმაცია სპეციალობის დაუფლებისათვის საჭირო ცოდნის მისაღებად და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად. \nკონფერენციის მიზანია\, გამოარკვიოს\, როგორ მიმდინარეობს ამ მხრივ საჭირო რეფორმები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში\, როგორ არიან ჩართულები სტუდენტები ამ რეფორმების ინიცირებასა და განხორციელებაში\, როგორ წარმოუდგენიათ მათ ის კავშირი\, რომელიც უნდა არსებობდეს უნივერსიტეტებსა და დასაქმების ბაზარს შორის\, როგორ უნდა ხდებოდეს პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება სასწავლო პროცესში\, როგორია სტუდენტთა ჩართულობა სხვადასხვა პროექტის შემუშავებასა და განხორციელებაში\, რამდენად აქვთ მათ შანსი და შესაძლებლობა\, სწავლის დროს პროფესორებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ კვლევით საქმიანობაში\, რაც მათ დაეხმარება ისეთი კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების შეძენაში\, როგორებიცაა: მეტაკოგნიტიური და ინტერკულტურული კომპეტენციები\, გუნდური მუშაობა\, თანამშრომლობა და ლიდერობა\, ინიციატივა და საწარმოს ცოდნა\, მართვა\, ორგანიზება\, ცნობისმოყვარეობა და წარმოსახვის უნარი\, ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაციის\, ინფორმაციის მოპოვების\, კრიტიკული ანალიზისა და პრობლემების გადაჭრის უნარი\, მოქნილობა/მოხერხებულობა და ადაპტაციის უნარი\, გარისკვა და კრეატიულობა (Wagner 2010). \nაღნიშნულიდან გამომდინარე კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები შემდეგ თემებზე: \n\nსწავლა/სწავლება და ციფრული ტექნოლოგიები;\nკვლევის კომპონენტი სასწავლო პროცესში;\nუნივერსიტეტი და დასაქმების ბაზარი: სტუდენტი-უნივერსიტეტი-საწარმო;\nკავშირი სკოლასა და უნივერსიტეტს შორის;\nგანათლების რეფორმა\, მიღწევები და ნაკლოვანებები;\nმისაღები გამოცდები თუ საატესტატო გამოცდები?\nსპეციალობის დასაუფლებლად შედგენილი პროგრამები და სტუდენტთა მოლოდინები;\nარჩეული სპეციალობის დაუფლებისათვის საჭირო მატერიალური და აკადემიური რესურსები;\nსაუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა და ონლაინრესურსებით სარგებლობის პირობები;\nსტუდენტთა პროფესიული ჩართულობა: სტაჟირება\, როგორც პროფესიული დახელოვნების აუცილებელი პირობა\, მაგისტრატურაში სწავლის დროს;\nტრადიციული და ონლაინსწავლების უპირატესობები და ხარვეზები;\nსწავლის (და კვლევის) ინტერნაციონალიზაცია და სტუდენტების მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში – ინტერკულტურული კომპეტენიის შეძენის ერთ-ერთი პირობა;\nენობრივი უნიფორმიზაცია თუ მრავალენოვნება?\n\nკონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ შემოგვთავაზონ საუნივერსიტეტო განათლებასთან დაკავშირებული სხვა თემებიც. \nკონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული\, ფრანგული\, ინგლისური \nანონიმი ექსპერტების მიერ ორმაგი შეფასების შედეგად შერჩეული სტატიები გამოქვეყნდება წარმოდგენილი მოხსენებების ენებზე CODFREURCOR-ის ჟურნალის Études interdisciplinaires en Sciences humaines (ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში) მე-7 ნომრის დამატებაში. \nკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად: თქვენი განაცხადი უნდა წარმოადგინოთ Word-ის ფორმატში (Times New Roman\, 12 p.p) და ის უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: \n\nსამოქალაქო სტატუსი (ბატონი\, ქალბატონი)\nსტუდენტური სტატუსი: (ბაკალავრი\, მაგისტრანტი\, დოქტორანტი) –\nსახელი –\nგვარი –\nუნივერსიტეტი –\nსაფოსტო მისამართი –\nტელეფონის ნომერი –\n ელექტრონული მისამართი –\n მოხსენების სათაური (მაქსიმუმ 20 სიტყვა) –\n მოხსენების რეზიუმე და საკვანძო სიტყვები მოხსენების ენაზე და ინგლისურად (მაქსიმუმ 250 სიტყვა) –\n\nგთხოვთ\, განაცხადი შესაბამისი ფორმით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: colloqueetudiant@iliauni.edu.ge \nთარიღები \n\nმოხსენებისათვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 10 აპრილი\, 2019 წელი \nმოხსენების მიღების თაობაზე შეტყობინების გაგზავნის ბოლო ვადა: 30 მაისი\, 2019 წელი \nკონფერენციის პროგრამის გამოქვეყნება: 15 ივნისი\, 2019 წელი \n\nსაორგანიზაციო კომიტეტი: \nმეგი გაფრინდაშვილი – megi.gaprindashvili.1@iliauni.edu.ge \nელზა იმნაძე – elza.imnadze@iliauni.edu.ge \nსალომე ლაფაჩიშვილი – salome.lapachishvili@iliauni.edu.ge \nსალომე ფანცულაია – salome.pantsulaia.1@iliauni.edu.ge \nნინო ხარაზიშვილი – ninakharaz@yahoo.fr \nმარიამ ხარებავა – mariami.kharebava.1@iliauni.edu.ge \nსამეცნიერო კომიტეტი: \n\nბლბულიან ტაგუჰი\, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი\nგარნიე ელეონორ\, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი\, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე\nგვალია გიორგი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი\nგვანცელაძე თემურ\, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი\nგრიგორიანი კარინე\, ერევნის ბრიუსოვის ლინგვისტიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი\nდობორჯგინიძე ნინო\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, ვიცე-რექტორი\nდოხტურიშვილი მზაღო\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nეიბენ ნელი\, ტიმიშუარას დასავლეთის უნივერსიტეტი\nვრაბი დიანა\, ბალცის „ალეკუ რუსოს“ სახელმწიფო უნივერსიტეტი\nზბანტ ლუდმილა\, მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nლომიძე მირანდა\, ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი\, სადოქტორო კოლეჯის CODFREURCOR დირექტორი\nმამაცაშვილი ათინათი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nნოზაძე ლიანა\, ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი\nპატარაია ნინო\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nპატრას როქსანა\, იასის „ალექსანდრუ იოან კუზას“ უნივერსიტეტი\nსურგულაძე ნატალია\, შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი\nფრუმუშანი დანიელა\, ბუქარესტის ინივერსიტეტი\nქავთარაძე ნინო\, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი\nღუტიძე ინგა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი\nშავერდაშვილი ეკატერინე\, ილიას ახელმწიფო უნივერსიტეტი\nხარებავა მაყვალა\, ეგეოსის უნივერსიტეტი\nხოსიტაშვილი გიგა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\n\n  \n  \n  \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenttha-saerthashoriso-sametsniero-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50608.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190227T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190227T193000
DTSTAMP:20260504T213502
CREATED:20190221T121800Z
LAST-MODIFIED:20240201T122607Z
UID:10001512-1551295800-1551295800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ირინა სულხანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი
DESCRIPTION:27 თებერვალს\, 19:30-ზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრი მართავს უნივერსიტეტის თანამშრომლის\, ირინა სულხანიშვილის\, ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტს. \nკონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და ევროპაში მოღვაწე ახალგაზრდა მუსიკოსები\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ნინო მამრაძის დოქტორანტები და კლასდამთავრებულები: ქეთევან შარუმაშვილი\, სოფიო გელაშვილი-ტროისო\, თინათინ მამულაშვილი\, ნათია ბერაია\, თედო დიაკონიძე და დაჩი თაქთაქიშვილი.\nპროგრამაშია ბეთჰოვენის\, მოცარტის\, შოპენის\, ლისტის\,სკრიაბინის\, ვერდისა და ბოიტოს ნაწარმოებები. \nდრო: 27 თებერვალი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/irina-sulkhanishvilis-khsovnisadmi-midzghvnili-kontserti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50528.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190228T090000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190228T090000
DTSTAMP:20260504T213502
CREATED:20190225T102310Z
LAST-MODIFIED:20240201T122605Z
UID:10001509-1551344400-1551344400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის პირდაპირი ვიდეოტრანსლაცია და ლექცია
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოებასთან თანამშრომლობით\, სეულის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი ტრანსპლანტოლოგებისა და ილიაუნის სამედიცინო მიმართულების პროფესორებისა და ლექტორების მონაწილეობით ილიაუნისთან აფილირებულ კლინიკაში „ინოვა“ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩატარდება. \nოპერაციაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროფესორები კობა შანავა და ივანე აბიათარი\, ასევე მოწვეული ლექტორები ნიკოლოზ რთველიაშვილი და ლევან ქოიავა. ღვიძლი გადაინერგება ცოცხალი დონორისგან. ოპერაციაში ასევე ჩაერთვება დელეგაცია სეულის საუნივერსიტეტო კლინიკიდან წამყვანი ტრანსპლანტოლოგის\, პროფესორ კვანგ ვუნგ ლის ხელმძღვანელობით. \nდაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 28 თებერვალს\, 9:00 საათიდან\, უყურონ პირდაპირ ტრანსლაციას საოპერაციოდან\, ხოლო 9:30 საათზე პროფესორი კვანგ ვუნგ ლი შეუერთდება აუდიტორიას და წაიკითხავს ლექციას ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში. \n\nდრო: 28 თებერვალი\, 9:00 საათი \nადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ghvidzlis-gadanergvis-operatsiis-pirdapiri-videotranslatsia-da-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50564.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190228T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190228T190000
DTSTAMP:20260504T213502
CREATED:20190222T090505Z
LAST-MODIFIED:20240201T122603Z
UID:10001508-1551380400-1551380400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: პროფესორ ლევან ცაგარლის საჯარო ლექცია „გივი მარგველაშვილის „კაპიტანი ვაკუში. დოიქსილანდში“
DESCRIPTION:28 თებერვალს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორის\, ფილოლოგ ლევან ცაგარლის ლექციაზე: „გივი მარგველაშვილის „კაპიტანი ვაკუში. დოიქსილანდში“. \nგივი მარგველაშვილის ავტობიოგრაფიული ტრილოგიის კაპიტანი ვაკუში პირველ რომანში (დოიქსილანდში) სივრცე განსაკუთრებული სემანტიკური დატვირთვის მატარებელია. ნეოლოგიზმებით „დოიქსილანდი“ და „დიქსილანდი“ რომანში იქმნება თავისებური ტოპოლოგიური დაპირისპირება\, რომელიც დაკავშირებულია არა იმდენად გეოგრაფიულ (გერმანია და დასავლეთ ევროპა)\, რამდენადაც იდეოლოგიურ (ნაციზმი და ლიბერალიზმი) და პოლიტიკურ (ტოტალიტარიზმი და დემოკრატია) პოზიციებთან. მოხსენებაში გაანალიზდება ტექსტში მოცემული ძირითადი სივრცობრივი ელემენტები — „დიქსიგზა“\, „მოსაცდელი ციხესიმაგრეები“\, „სახლუკები“ და „კავკასიური საჰაერო კოშკი“\, რისთვისაც გამოყენებული იქნება როგორც კლასიკური სტრუქტურალიზმის ფარგლებში შემუშავებული ანალიტიკური მოდელები (ლოტმანი)\, ისე სივრცობრივი გადატრიალების შედეგად კულტურის კვლევებში დამკვიდრებული თეორიული მიდგომები (დელიოზი და გატარი\, ფუკო). ანალიზის საფუძველზე წარმოჩინდება ის ძირითადი მახასიათებელი\, რომლითაც ნაცისტური ხანის გერმანიის ტოტალიტარული სივრცე იმიჯნება\, ერთი მხრივ\, მის მიერ მტრად აღქმული უცხოეთისგან\, და\, მეორე მხრივ\, თავად ამ სივრცეში დაფარული სუბკულტურული და ჰეტეროტოპიული ადგილებისგან. სახელდობრ\, ე. წ. სახლუკებისგან განსხვავებით\, რომლებიც ვერტიკალურობითა და მდგრადობით ხასიათდებიან\, დიქსიგზა და მასზე განლაგებული „გაჩერებები“ (ღამის ბარები) განირჩევიან ჰორიზონტალურობითა და დინამიკურობით. ამგვარი სივრცობრივი დისპოზიცია ემსახურება პროტაგონისტის\, როგორც კულტურათა შორის მავალის\, სუბვერსიული პროფილის გამოკვეთას. \nდრო: 28 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-prophesor-levan-tsagarlis-sajaro-leqtsia-givi-margvelashvilis-kapitani-vakushi-doiqsilandshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50560.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190301T115200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190301T115200
DTSTAMP:20260504T213502
CREATED:20190301T075257Z
LAST-MODIFIED:20240201T122559Z
UID:10001506-1551441120-1551441120@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტრენინგი შებრუნებული კლასის მეთოდოლოგიაში
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრი პროექტის \,\,შემოქმედებითი ნაპერწკალი“: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ (Creative Spark: Higher Education Enterprise Programme) ფარგლებში გთავაზობთ 3-დღიან ინტენსიურ ტრენინკურსს შებრუნებული კლასის მეთოდოლოგიაში. კურსს გაუძღვება პროფესორი ქეროლ ჯერვისი (Carol Jarvis\, University of The West of England in Bristol).\n\nმონაწილეთა რაოდენობა: მაქსიმუმ 15 \nრეგისტრაციის დასრულების თარიღი: 8 მარტი \nსამუშაო ენა: ინგლისური \n10 მარტისთვის დარეგისტრირებულ მონაწილეებს გაეგზავნებათ ტრენინგისთვის მოსამზადებელი მასალა. \nტრენინგი ასევე ითვალისწინებს ორ მოსამზადებელ ონლაინსესიას\, რომლებიც ჩატარდება 11 და 25 მარტს. საათები და დეტალები დაზუსტდება მოგვიანებით. \nპირველიდან 3 აპრილის ჩათვლით ტრენინგი ჩატარდება უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში 10:00-დან 17:00 საათამდე. \nრეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს – http://bit.do/eJZQq \nკურსის აღწერა იხილეთ თანდართულ ფაილად. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/treningi-shebrunebuli-klasis-methodologiashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50628.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190301T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190301T170000
DTSTAMP:20260504T213503
CREATED:20190225T081454Z
LAST-MODIFIED:20240201T122556Z
UID:10001504-1551459600-1551459600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დისკუსია „ბუნებრივი რესურსების პოლიტიკის სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტები“
DESCRIPTION:პირველ მარტს\, 17:00 სთ-ზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე:„ბუნებრივი რესურსების პოლიტიკის სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტები“. \nმომხსენებლები: \nირაკლი მაჭარაშვილი – გარემოსდამცველი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“; \nკახა ბახტაძე – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სპეციალისტი; არასამთავრობო ორგანიზაცია „გარემო და განვითარება; \nთამუნა ქებურია – მკვლევარი; ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC).\nმარიამ დევიძე – სოციოლოგი. \nმოდერატორი: თამარ ანთიძე – ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის წარმომადგენელი \nდოვლათის\, დასაქმების ადგილებისა და საექსპორტო პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით სამთო-მომპოვებელ ინდუსტრიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაში. თუმცა\, მსგავსი ინდუსტრიების სპეციფიკურობიდან გამომდინარე\, მნიშვნელოვანია გამართული საკანონმდებლო რეგულაციების არსებობა\, რომლებიც დააბალანსებს მაქსიმალურ მოგებაზე ორიენტირებულ ინტერესებს და მიმართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის შერბილებისკენ. \nდისკუსია შეეცდება პასუხი გასცეს შემდეგ შეკითხვებს: \n\nროგორია ბუნებრივი რესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის მართვის პრაქტიკა და რა ღონისძიებებს მიმართავს სახელმწიფო მსგავს საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად?\nროგორ უნდა გავუმკლავდეთ გარემოს დეგრადაციას\, დაბინძურებას და მასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებს ბოლნისში\, კასპში\, ჭიათურაში\, ტყიბულში და ა. შ.?\nროგორ პასუხობს სახელმწიფო დიდი ინდუსტრიების გარშემო მცხოვრები ადამიანების წუხილს?\nრა რეკომენდაციები აქვთ ამ საკითხებთან დაკავშირებით მეცნიერებს\, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს?\n\nშეხვედრაზე გაიმართება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროექტის „მწვანე აკადემია“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის „ოქროს საბადოსთან ცხოვრების საფასური: კომპანია „არემჯის“ საქმიანობის ეკონომიკური და სოციალური გავლენები მოსახლეობაზე” პრეზენტაცია. \nდრო: პირველი მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“(ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-diskusia-bunebrivi-resursebis-politikis-sotsialuri-da-garemosdatsvithi-aspeqtebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50562.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190301T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190301T170000
DTSTAMP:20260504T213503
CREATED:20190225T115335Z
LAST-MODIFIED:20241122T110923Z
UID:10001501-1551459600-1551459600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სეულის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი ტრანსპლანტოლოგის\, პროფესორ კვანგ ვუნგ ლის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:1-ლ მარტს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში გიწვევთ სეულის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი ტრანსპლანტოლოგის\, პროფესორ კვანგ ვუნგ ლის ლექციაზე „საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის განვითარების პერსპექტივა ცოცხალი და გვამური დონაციის გამოყენებით“\, რომელზეც მომხსენებელი აუდიტორიას გააცნობს თავის ხედვასა და რეკომენდაციებს საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. \nქართველი ექიმების მხარდაჭერისა და გაწეული ღვაწლის აღსანიშნავად პროფესორ კვანგ ვუნგ ლის მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. \nპროფესორი ლი ყაზახეთის ჰეპატო-ტრანსპლანტაციის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი\, მიანმარის რესპუბლიკის სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და რამდენიმე მაღალრეიტინგული ქირურგიული ჟურნალის საგამომცემლო ბორდის წევრია.\nღონისძიების ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს\, სეულის უნივერსიტეტს\, სეულის საუნივერსიტეტო კლინიკას და კლინიკა ინოვას შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი\, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებას სამედიცინო განათლების\, კვლევის\, პერსონალის გადამზადების\, ერთობლივი კლინიკური\, სასწავლო და სამეცნიერო ღონისძიებების მიმართულებით. \nმომხსენებლის შესახებ\nმედიცინის დოქტორს\, პროფესორ კვანგ ვუნგ ლის დამთავრებული აქვს სეულის ეროვნული უნივერსიტეტი. მუშაობდა ღვიძლის ქირურგად და ტრანსპლანტოლოგად სამხრეთ კორეის სამსუნგის სამედიცინო და კიბოს ეროვნულ ცენტრებში. იყო ჯონს ჰოპკინსის საუნივერსიტეტო კლინიკის კონსულტანტი. ამჟამად სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლისა და საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორია. ასევე არის ჰეპატო-პანკრეატო-ბილიარული ქირურგიის განყოფილების უფროსი\, სეულის ეროვნული საუნივერსიტეტო კლინიკის ჯანდაცვის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და გლობალური დაგეგმვის და განვითარების ვიცე-პრეზიდენტი. მისი ძირითადი სამედიცინო მიმართულებაა ზოგადი ქირურგია და ტრანსპლანტოლოგია. პროფესორი ლი არის აღიარებული მსოფლიო ექსპერტი ღვიძლის ტრანსპლანტოლოგიაში. კარიერის მანძილზე ჩატარებული აქვს 1000-ზე მეტი ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია\, მათ შორის 150-ზე მეტი კორეის გარეთ. საქართველოში ქართველ კოლეგებთან ერთად პროფესორ ლის ჩატარებული აქვს 14 ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია – ყველა წარმატებული.\nპროფესორის სამეცნიერო მოღვაწეობა მოიცავს ისეთ მიმართულებებს\, როგორებიცაა: ჰეპატოციტების ტრანსპლანტაცია\, გენების გადაცემა\, კიბოს ღეროვანი უჯრედები\, იმუნოსუპრესორული აგენტების კვლევა\, სანაღვლე გზების იშემია\, პოლიმორფიზმი და სხვ. მის მიერ შემუშავებულია მრავალი ინოვაციური ტექნიკა ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდგომი ბილიარული გართულებების შესამცირებლად. \n  \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 1-ლი მარტი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/seulis-sauniversiteto-klinikis-tsamqhvani-transplantologis-prophesor-kvang-vung-lis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50580.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190301T171700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190301T171700
DTSTAMP:20260504T213503
CREATED:20190301T131700Z
LAST-MODIFIED:20240201T122550Z
UID:10001499-1551460620-1551460620@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქალთა ისტორიის თვე ილიაუნიში
DESCRIPTION:ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით ტრადიციულად აღნიშნავს ქალთა ისტორიის თვეს და გიწვევთ მარტში დაგეგმილ ღონისძიებებზე: \n\nფილმის „უთქმელი ისტორიები“ ჩვენება და დისკუსია ადამიანის უფლებათა კინოკლუბში\n\nდოკუმენტური ფილმი „უთქმელი ისტორიები“ XIX-XX საუკუნეებში მცხოვრები სამი ქართველი ქალის – ბარბარე ჯორჯაძის\, ეკატერინე გაბაშვილისა და კატო მიქელაძის – ცხოვრებასა და ფემინისტურ მოღვაწეობას ეძღვნება. ფილმის მიზანი საზოგადოებისთვის ქართველი ქალების უცნობი ფემინისტური მემკიდრეობის ჩვენებაა. \nვრცლად – https://bit.ly/2XveN8W \nდრო: 12 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო ოთახი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) \n\nსაჯარო დისკუსია „ბავშვთა მიმართ ძალადობა – რეალობა და გამოწვევები“\n\nგაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით\, ბავშვების 21.7% საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ხშირია ბავშვთა მიმართ ძალადობა მისი ყველა ფორმით – იქნება ეს ფიზიკური\, სექსუალური\, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური. ბოლო პერიოდში საზოგადოებამ არაერთხელ იხილა სისტემის ხარვეზის ფატალური შედეგები. რას აკეთებს სახელმწიფო ბავშვთა უფლებების დასაცავად\, მათ მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად? რა პრობლემებთან უწევთ გამკლავება ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სოციალურ მუშაკებს? რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების ჩართულობა\, როცა ბავშვთა ძალადობაზე ვსაუბრობთ? სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ საჯარო დისკუსიაზე დარგის სპეციალისტებთან ერთად. \nვრცლად – https://bit.ly/2IJVF3F \nდრო: 14 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: აუდიტორია A101 (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\nსაჯარო დისკუსია „ოჯახში ძალადობა და ქალთა წინააღმდეგ მიმართული დანაშაული“\n\nდისკუსიაზე საუბარი შეეხება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახურ დანაშაულებთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ საკანონმდებლო ბაზას\, პრაქტიკაში არსებულ პრობლემებსა და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. განხილური იქნება\, თუ როგორია ოჯახში ძალადობისა და ქალთა წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ბოლო პერიოდის სტატისტიკა. \nვრცლად – https://bit.ly/2UeUN8x \nდრო: 18 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: აუდიტორია A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\nელენორ რუზველტის ტექსტების საჯარო კითხვა – „მომავალი ეკუთვით მათ\, ვისაც საკუთარი ოცნებების მშვენიერების სჯერა“\n\nილიაუნის A კორპუსის ეზოში\, ელენორ რუზველტის 13-მეტრიანი მურალის წინ\, გაიმართება მისი ტექსტების საჯარო კითხვა\, რათა ვიზეიმოთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ავტორისა და აქტივისტის ცხოვრება\, მოღვაწეობა და მრავალწლიანი ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის. \nვრცლად – https://bit.ly/2En8zz3 \nდრო: 20 მარტი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსის შიდა ეზო \n\nფილმის „მე მქვია მალალა“ ჩვენება და დისკუსია ადამიანის უფლებათა კინოკლუბში\n\nფილმი „მე მქვია მალალა“ პაკისტანელი აქტივისტის\, ქალთა და გოგონათა უფლებების დამცველის\, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის\, მალალა იუსუფზაის შესახებ მოგვითხრობს. ეს არის ისტორია მის ბრძოლაზე განათლების უფლებისთვის\, რომელიც მალალას ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. \nვრცლად – https://bit.ly/2XpomWO \nსამუშაო ენები: ქართული/ინგლისური \nდრო: 22 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო ოთახი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\nსაჯარო ლექცია „ სექსუალური ძალადობის დაუსჯელობა – ქართული კანონმდებლობის ხარვეზები“\n\nლექციაზე „სექსუალური ძალადობის დაუსჯელობა – ქართული კანონმდებლობის ხარვეზები“ სწორედ ამ პრობლემურ საკითხებს განვიხილავთ ორგანიზაცია Equality Now-ს ევრაზიის კონსულტანტ თამარ დეკანოსიძესთან ერთად\, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალადობის შესახებ კანონმდებლობისა და მისი იმპლემენტაციის ხარვეზების შესახებ მომზადებული მასშტაბური კვლევის ერთ-ერთი ავტორია. ჩიკაგოს ნორთ-ვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორ ბრიჯიტ არიმონდთან ერთად კი ზემოაღნიშნული საკითხების ამერიკული მოწესრიგების მოდელზე იქნება საუბარი. \nვრცლად – https://bit.ly/2T4I4bQ \nსამუშაო ენები: ქარული/ინგლისური \nდრო: 26 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\nსაჯარო ლექცია „საკუთარი ოთახი – ქალების პირადი ცხოვრების უფლება“\n\nსაჯარო ლექციაზე საუბარი შეეხება ქალების გაჩუმების ისტორიულ პრაქტიკას\, პირადი ცხოვრების უფლებასა და მისი ხელშეუხებლობის მნიშვნელობას. განხილული იქნება ქართული და ამერიკული კონტექსტი. \nვრცლად – https://bit.ly/2H9Jta3 \nსამუშაო ენები: ქართული/ინგლისური \nდრო: 28 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. \n2019 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qaltha-istoriis-thve-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50623.png
END:VEVENT
END:VCALENDAR