
პირველ მარტს, 17:00 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე:„ბუნებრივი რესურსების პოლიტიკის სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტები“.
მომხსენებლები:
ირაკლი მაჭარაშვილი – გარემოსდამცველი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“;
კახა ბახტაძე – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სპეციალისტი; არასამთავრობო ორგანიზაცია „გარემო და განვითარება;
თამუნა ქებურია – მკვლევარი; ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC).
მარიამ დევიძე – სოციოლოგი.
მოდერატორი: თამარ ანთიძე – ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის წარმომადგენელი
დოვლათის, დასაქმების ადგილებისა და საექსპორტო პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით სამთო-მომპოვებელ ინდუსტრიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაში. თუმცა, მსგავსი ინდუსტრიების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გამართული საკანონმდებლო რეგულაციების არსებობა, რომლებიც დააბალანსებს მაქსიმალურ მოგებაზე ორიენტირებულ ინტერესებს და მიმართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის შერბილებისკენ.
დისკუსია შეეცდება პასუხი გასცეს შემდეგ შეკითხვებს:
შეხვედრაზე გაიმართება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროექტის „მწვანე აკადემია“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის „ოქროს საბადოსთან ცხოვრების საფასური: კომპანია „არემჯის“ საქმიანობის ეკონომიკური და სოციალური გავლენები მოსახლეობაზე” პრეზენტაცია.
დრო: პირველი მარტი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“(ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]