11 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მასპინძლობით გაიმართება პროფესორ ნინო ცხომელიძის საჯარო ლექცია: „განსხეულება და რეპრეზენტაცია. შუა საუკუნეების საკულტო გამოსახულებათა რელიკვიური ჩარჩოები“ მომხსენებელი განიხილავს შუა საუკუნეების საკულტო სურათებისა და მათი ჩარჩოების ურთიერთქმედების ინტერაქტიურ პროცესს. საკვლევი საკითხის ანალიზი იწყება წმ. ეპისკოპოსის დაზგური პორტრეტით, რომელიც დაახ. 1360 წლისათვის […]
ევროკავშირის ერაზმუს+ პროგრამის პროექტის„ჰერიტაგი“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებთან – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და კომპანია „გეოგრაფიკთან“ – თანამშრომლობით დაფუძნდა ტურიზმისა და გეოინფორმაციული ტექნოლოგიების ცენტრი, ხოლო ილიაუნიში შეიქმნა გეოინფომაციული ტექნოლოგიის ლაბორატორია, რომლის აღჭურვილობაც „ჰერიტაგის“ ფარგლებში შეიძინეს. 12 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]
3 აპრილიდან 17 მაისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი ვაჟთა შორის მინიფეხბურთში. ტურნირი ჩატარდება ილიაუნის E კორპუსის ეზოში მდებარე სპორტულ მოედანზე. ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებით დაკომპლექტებულ გუნდებს. ჩემპიონატის მონაწილეს არ აქვს ორ სხვადასხვა გუნდში თამაშის უფლება. განაცხადში შესაძლებელია მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 8 სტუდენტის შეყვანა. მატჩი შედგება […]
დოკუმენტური ფილმი „უთქმელი ისტორიები“ XIX-XX საუკუნეებში მცხოვრები სამი ქართველი ქალის – ბარბარე ჯორჯაძის, ეკატერინე გაბაშვილისა და კატო მიქელაძის – ცხოვრებასა და ფემინისტურ მოღვაწეობას ეძღვნება. ფილმის მიზანი საზოგადოებისთვის ქართველი ქალების უცნობი ფემინისტური მემკიდრეობის ჩვენებაა. ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. მომხსენებლები: ბაია პატარაია, ორგანიზაცია „საფარის“ […]
12 მარტს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში ანთროპოლოგიური კვლევითი სემინარების ფარგლებში ანთროპოლოგი მარტინ ფრედერიკსენი წაიკითხავს ლექციას: „არაფრობა, ანთროპოლოგია და მნიშვნელობის ჩრდილოვანი სამყარო". მოხსენება ეფუძნება ფრედერიკსენის ახალ წიგნს „არაფერი განსაკუთრებულის ანთროპოლოგია" (Zero Books, 2018). თემის მოკლე აღწერა მიუხედავად მრავალი თეორიული განსხვავების, მნიშვნელობისა და თანმიმდევრულობისა ჰერმენევტიკული პრინციპები ანთროპოლოგიური წერის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენდა. თუმცა ისეთი […]
მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 11-16 მარტს მართავენ მედიაწიგნიერების კვირეულს, რომლის მიზანია საქართველოში მედია და ინფორმაციული წიგნიერების ინიციატივების პოპულარიზაცია. კვირეულის ფარგლებში, 13 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მედია და ინფორმაციული წიგნიერების სასწავლო რესურსების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას გახსნიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, ნიდერლანდების ელჩი საქართველოში იოს დაუმა და მედიის […]
14 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „1989+30 – გერმანიის გაყოფა და გაერთიანება“. 2019 წელს ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წელი სრულდება. ელჩი კნირში ისაუბრებს გერმანიის ომის შემდგომი გაყოფისა და ხელახალი გაერთიანების ისტორიაზე. განიხილავს ამ პროცესების საერთაშორისო, დიპლომატიურ და სამართლებრივ ასპექტებს, მათ შორის არაღიარების […]
სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი გთავაზობთ ვორკშოპს თემაზე: „სამოქალაქო ომი როგორც პოლიტიკური პარადიგმა: ჯორჯიო აგამბენი და „ბოლო ჟამის პოლიტიკა“ ვორკშოპი მოიცავს 10 თემატურ შეხვედრას და გულისხმობს აგამბენის, ფუკოსა და ბაუმანის ნაშრომების გაცნობას. სამუშაო ენა: ინგლისური. ვორკშოპს გარუძღვება სტეფანო პიროდი (MA). სტეფანო პიროდი სწავლობდა ბათის, ჰუმბოლტის ბერლინის, ჩრდილოეთ კაროლინისა და ტრენტოს უნივერსიტეტებში. ძირითადი საკითხავი მასალა: ‘Stasis’ by Giorgio Agamben, […]
გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, ბავშვების 21.7% საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ხშირია ბავშვთა მიმართ ძალადობა მისი ყველა ფორმით – იქნება ეს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური. ბოლო პერიოდში საზოგადოებამ არაერთხელ იხილა სისტემის ხარვეზის ფატალური შედეგები. რას აკეთებს სახელმწიფო ბავშვთა უფლებების დასაცავად, მათ მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად? რა პრობლემებთან უწევთ გამკლავება ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სოციალურ მუშაკებს? რამდენად […]
14 მარტს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში პროფესორი სანდრო ასათიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ინტერნეტი, სოციალური ქსელი, ბითქოინი – დეცენტრალიზებული ქსელის მუშაობის პრინციპები“. ინტერნეტი დეცენტრალიზებული ქსელია. მისი ცენტრალიზებულად მართვა ან გათიშვა შეუძლებელია. ინტერნეტის შექმნამ განაპირობა ისეთი დეცენტრალიზებული სისტემების ჩამოყალიბება, როგორებიცაა ვები ანუ ვებგვერდების ერთობლივობა, სოციალური ქსელი და დეცენტრალიზებული ფულადი ერთეული ბითქოინი. მომხსნებელი ისაუბრებს დეცენტრალიზებული სისტემების მუშაობის […]
14 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, გერმანისტ კონსტანტინე ბრეგაძის ლექციაზე „გალაკტიონ ტაბიძის „არტისტული ყვავილები“: პოეტიკა და სიმბოლიკა“. გალაკტიონ ტაბიძის (1891-1959) „არტისტული ყვავილები“ (1919) ზედმიწევნით ასახავს მოდერნის ეპოქაში მიმდინარე მენტალობის ცვალებადობით განპირობებულ მყარ წარმოდგენათა, ანუ თეოცენტრისტულ და ანთროპოცენტრისტულ წარმოდგენათა, რღვევას და ამით გამოწვეულ […]
კონრად ადენაუერის ფონდი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი სტუდენტებისთვის ერთობლივ პროექტს „წიგნის აკადემია“ იწყებს. სამი თვის განმავლობაში პროექტში მონაწილე სტუდენტებს საშუალება ექნებათ, იმუშაონ თანამედროვე მწერლებთან, დეტალურად და სიღრმისეულად გაეცნონ მათ შემოქმედებას და მათ ნაწარმოებებზე დაყრდნობით განიხილონ მნიშვნელოვანი და აქტუალური თემები. ავტორები სპეციალური ლექციების ფარგლებში მონაწილეებს მისცემენ წერილობით დავალებას, რომელსაც მომდევნო შეხვედრაზე მათთან ერთად განიხილავენ. პროექტის […]
15 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ ზვიად გაბისონიასა და ფონდის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანია განათლების რეფორმის ფარგლებში მეცნიერების მიმართულებით არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების გაცნობა. დრო: 15 მარტი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი […]
15 მარტს, პარასკევს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში ანთროპოლოგიური კვლევითი სემინარების ფარგლებში სერგეი სალუშევი, კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორატი სანტა-ბარბარაში, წარადგენს კვლევას: Reluctant Abolitionists: Captivity, Slavery, and the Slave Trade in the 19th Century Caucasus. სერგეი სალუშევის ვრცელი ბიოგრაფია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2O39yJ5 სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 15 მარტი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: A103 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. […]
15 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით გაიმართება საჯარო ლექციების კურსის „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ მომდევნო ლექცია თემაზე: „ძაღლების მოშენების პრინციპები“. ლექციას კინოლოგი და მომშენებელი სალომე მუჯირი წაიკითხავს. ლექციის ძირითადი თემებია: ძაღლისა და ადამიანის ურთიერთობის ისტორია; შინაურ ცხოველთა პოპულაციის ზრდა და დღევანდელი რეალობა; რა სხვაობაა ძაღლების მოშენებასა და უკონტროლო […]