18 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით გაიმართება საჯარო ლექციების კურსის „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ მეთერთმეტე ლექცია „ძაღლისებრნი, მგლები, გაველურებული ძაღლები“. მომხსნებელია ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი იასონ ბადრიძე, რომელმაც მგლების ქცევების შესწავლის მიზნით რამდენიმე თვე გაატარა მგლების ოჯახთან ბუნებრივ გარემოში. ლექციის ძირითადი თემებია: ️ მგლისებრთა ქცევის ფიზიოლოგიური მექანიზმები; მგლისებრთა ოჯახის კომუნიკაციის […]
„ჭავჭავაძის ადვოკატირებისა და პროფესიული ეთიკის შეჯიბრება სტუდენტებისთვის“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და მასთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრის პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს იურისტებისთვის პროფესული ეთიკის სწავლების პოპულარიზაციას საქართველოში; შეჯიბრება შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, გამოიკვლიონ ეთიკის სტანდარტები, შეაფასონ კონფლიქტური სიტუაციები და მოძებნონ პრობლემების სამართლიანი გადაწყვეტის გზები. – შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო და […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების თანამშრომლობის ფარგლებში 7 მარტიდან ყოველ ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე შემოგთავაზებთ შეხვედრების სერიას. შეხვედრებზე გექნებათ შესაძლებლობა, კვალიფიციური მეცნიერებისგან მიიღოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. შეხვედრებს ექნება არა ლექციების, არამედ საუბრის ფორმა. იმისთვის, რომ ჩაერთოთ სამეცნიერო კაფეს აქტივობებში, არ არის საჭირო, იყოთ მეცნიერი ან სიღრმისეულად ერკვეოდეთ […]
21 თებერვალს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრას გამართავს კომპანია „აგროჰაბის“ ადამიანური რესურსების სპეციალისტი. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენელი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნობს ინფორმაციას აქტიური ვაკანტური პოზიციებს შესახებ და დასაქმებით დაინტერესებულ პირებს გაესაუბრება პირველადი შერჩევის მიზნით. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და მობრძანდით შეხვედრაზე. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს დრო: 21 […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ''Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries'' ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთაგანვითარების ცენტრი. ცენტრი გთავაზობთ ტრენინგკურსს „აქტიური სწავლება და თანამედროვე ტექნოლოგიები“ (Active Learning: Technology Enhanced Collaborative Learning), რომელსაც გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების […]
21 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ ენდი უორჰოლის წიგნის „ენდი უორჰოლის ფილოსოფია“ პრეზენტაციაზე. წიგნზე მთარგმნელი თამარ სუბელიანი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანი ისაუბრებენ. დღეისათვის პოპკულტურაზე საუბარი წარმოუდგენელია ენდი უორჰოლის გარეშე. სარეკლამო ნამუშევრების, ფილმების, ნახატებისა და ფოტოგრაფიის გარდა, უორჰოლს ეკუთვნის […]
22 თებერვალს, 19:00 საათზე, E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სანდრო ასათიანი წარადგენს ილიაუნის ახალი ტექნოლოგიური სივრცის, უნილაბის კონცეფციას. პრეზენტაციის შემდეგ აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ილიაუნის სტუდენტები, რომლებსაც აქვთ მსგავს სივრცეში მუშაობის გამოცდილება. შეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია. რა არის უნილაბი? უნილაბი იქნება ტექნოლოგიური სივრცე, რომელიც შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ სტუდენტებს (კონკურსის გავლის შემდეგ) ყოველგვარი […]
პარასკევს, 22 თებერვალს, ილიაუნის ფუტსალის ნაკრები ფუტსალის ლიგა 2-ის მეორე წრის პირველ მატჩს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან გამართავს. ჩვენს გუნდს ამ დროისთვის 5 ჩატარებული შეხვედრიდან 10 ქულა აქვს მოპოვებული და ექვსგუნდიან ლიგაში მესამე ადგილს იკავებს. გუნდი 3 ქულით ჩამორჩება თსუ 2-ს და 1 ქულით - პსპს, რომელმაც მეექვსე ტურის მატჩი უკვე ჩაატარა და კავკასიის საერთაშორისო […]