11 თებერვალს, 16:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების კონკურსში გამარჯვებული პროექტის (FR17– 62) – „საქართველოს ეპიგრაფიკული კორპუსი“ – ფარგლებში საჯარო ლექციას წაიკითხავენ ლონდონის უნივერსიტეტის (UCL) მკვლევრები გაბრიელ ბოდარი და ვალერია ვიტალე. ლექციის თემაა: ციფრული ჰუმანიტარიის კვლევის ახალი მეთოდები. Digital Humanities Communities: Research background and new activities in EpiDoc […]
11 თებერვალს, 17:00 საათზე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექციების კურსის „შინაური ცხოველები და ადამიანები“ მეათე ლექცია თემაზე: „კატების სახლში ყოლის წესები და რეკომენდაციები“. ლექციას საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბის დამფუძნებლები ნინი რთველიაშვილი და ბელა მაღრაძე წაიკითხავენ. ▶️ ლექციის ძირითადი თემებია: რა უნდა გავითვალისწინოთ და როგორ მოვემზადოთ კატის აყვანისათვის; როგორ დავიცვათ […]
12 თებერვალს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გიწვევთ ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის მე-14 საანგარიშო კონცერტზე. გუნდის ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია დრო: 12 თებერვალი, 18:30 საათი ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
12 თებერვალს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ რატი ამაღლობელი სტუმრად იწვევს მწერალ ლაშა ბუღაძეს. ისინი ისაუბრებენ ერთიანი ევროპის იდეაზე ლიტერატურასა და მუსიკაში. დრო:12 თებერვალი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
13 თებერვალს, 16:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრი გიწვევთ ცენტრის ყოფილი სტუდენტის, თვითნასწავლი მხატვრის, ლევან ჩიკავას ნახატების გამოფენაზე. საღამოზე სტუდენტები წაიკითხავენ ჯუზეპე უნგარეტის ლექსების საკუთარ თარგმანებს. ცენტრის კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები. დრო: 13 თებერვალი, 16:30 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 501 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №3) დასწრება თავისუფალია.
წელს ილიას უნივერსიტეტის უმასპინძლებს ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირის რესპუბლიკურ ეტაპს, რომელიც მოიცავს შემდეგ ეტაპებს: შესარჩევი პირველი ტური თებერვალში; შესარჩევი მეორე ტური აპრილში (დასახელდებიან ნაკრების კანდიდატები); რეიტინგის მიხედვით საუკეთესო სამი გუნდი იბრძოლებს ფინალში (ნაკრების კანდიდატებს დაემატებიან გამარჯვებული გუნდის სტუდენტები); შემდეგ გაიმართება ინგლისური ტური (აპრილის ბოლოს-მაისის დასაწყისში), რომლის შედეგადაც საბოლოოდ დადგინდება საერთაშორისო ტურნირზე გასამგზავრებელი 5-კაციანი ნაკრების შემადგენლობა. ღონისძიების […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ''Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries'' ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრი. ცენტრი გთავაზობთ ტრენინგკურსს შებრუნებული საკლასო ოთახი – სწავლების ეფექტიანობის ზრდა ვიდეოებისა და სხვა პროგრამების გამოყენებით (ტრენერები: რესან ქიქავა – მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა […]
14 თებერვალს 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გეპატიჟებათ ვიტოლდ გომბროვიჩის რომანის „პორნოგრაფია“ პრეზენტაციაზე. პოლონელ მწერალს, ვიტოლდ გომბროვიჩს, XX საუკუნის ლიტერატურაში მნიშვნელობით მარსელ პრუსტსა და ჯეიმზ ჯოისს უთანაბრებენ. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რა გააკეთა გომბროვიჩმა პოლონურ ლიტერატურაში, ხელოვნებაში, ალბათ, ზოგადად, აზროვნებაში, პოლონელობის (polskość ) კულტივირებულ ცნებაში, […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ''Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries'' ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრი. ცენტრი გთავაზობთ ტრენინგკურსს „აქტიური სწავლა და სწავლება საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით: სწავლა მობილურითა და თამაშით“ (ტრენერები: ნანა დიხამინჯია – საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი; თამარ მაღალაშვილი – მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის […]
15 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, რომელზეც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეათე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი […]