25 ივნისს, ორშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (UCLouvain) პროფესორის, ვერონიკ სომერსის საჯარო ლექცია თემაზე: „მცირე აზიის კატასტროფა: ისტორია და ლიტერატურა“. 1923 წელს მცირე აზიაში მართლმადიდებელ ბერძენთა მილიონიანმა წარმომადგენლობამ ბრუტალური დასასრული – გენოციდი განიცადა. აღნიშნულ მოვლენას უკვალოდ არც ბერძნულ ლიტერატურაში ჩაუვლია. ლექცია მიმოიხილავს, ერთი მხრივ, იმ ისტორიულ და […]
26 ივნისს, 09:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო პროგრამის ფარგლებში ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კომუნიკაცია, ენა და მეტყველება – ინტერაქციის პრინციპები“. კონფერენციის მთავარი მომხსენებლები არიან: სიმა გერბერი, კუინს კოლეჯის, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი – ენობრივი განვითარება აუტიზმის სპექტრის მქონე […]
26 ივნისს, სამშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება თავდაცვისა და უსაფრთხოების ექსპერტის, დოქტორ იუჯინ კოგანის საჯარო ლექცია თემაზე: „რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობა და მისი გავლენა ნატოსა და ევროკავშირზე“. მომხსენებელი ისაუბრებს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების განვითარების შესაძლო სცენარებსა და მათ გავლენაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების კონიუნქტურაზე. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 26 ივნისი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: […]
26 ივნისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შეხვედრების ციკლის – „სიტყვის სახელოსნოს“ – ფარგლებში რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ივანე წიკლაურის ერთი ლექსის – „რამ დამაბერა“ – ისტორია“. დრო: 26 ივნისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
26 და 27 ივნისს, სამშაბათს და ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (UCLouvain) პროფესორის, ვერონიკ სომერსის საჯარო ლექცია თემაზე: „კოსმოლოგია, გეოგრაფია, ტოპოგრაფია: ანტიკურობიდან VI საუკუნის ბიზანტიამდე“. ბერძნული წარმოდგენები კომპოზიციის, ორგანიზაციის, ფორმისა და სამყაროს შექმნის შესახებ მუდმივად ვითარდებოდა ანტიკურ პერიოდში და გაგრძელდა ბიზანტიურ ხანაში. მომხსენებელი მიმოიხილავს სამყაროს წარმოშობის შესახებ […]
28 ივნისს, 19.00-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით გაიმართება ცნობილი ფოლკლორული ანსამბლის, „ძველი მთიების" კონცერტი, რომელიც ეძღვნება ცნობილი ქართველი ეთნომუსიკოლოგისა და „მთიების“ ხელმძღვანელის, ედიშერ გარაყანიძის ხსოვნას. დრო: 28 ივნისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: B 201 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
29 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტის პროექტის „ქართული ნაციონალური იდენტობა და „მეხსიერების ადგილები“: წარსულის კონსტრუირების დომინანტური და ალტერნატიული პერსპექტივები“ I საანგარიშო პერიოდის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის თემა: „პროექტის საკვლევი საკითხები, თეორიული მიდგომები და ლიტერატურის მიმოხილვა“ წამყვანი ორგანიზაცია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამონაწილე ორგანიზაცია […]