18 ივნისს, 17.00-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით გაიმართება იაპონური მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ში მოღვაწე ცნობილი იაპონელი მევიოლინე, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი კენ აისო და უკრაინელი პიანისტი ვალერია მარგოვსკაია. კენ აისო საერთაშორისო არენაზე დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე მუსიკალურ და მრავალმხრივ მევიოლინედ ითვლება. მისი შესრულება ბგერის განსაკუთრებული სილამაზითა და უნიკალური ინტიმური ატმოსფეროს […]
18 ივნისს, 18.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის – ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ” დასრულებასთან დაკავშირებით გაიმართება პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნების პრეზენტაცია, ესენია: ამავე სახელწოდების სამეცნიერო კრებული, „საქართველო ყაჯართა პერიოდის სპარსულ წყაროებში“, „არფა‘ ად-დოულე და საქართველო“, ამ წიგნის ინგლისური და სპარსული […]
19 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრი წარმოგიდგენთ საკლავიშო ხელოვნების მიმართულების საანგარიშო ლექცია-კონცერტს „დასავლეთ ევროპული მუსიკის ესთეტიკა“. ილიაუნის სტუდენტები შეასრულებენ აღორძინების ხანის, ბაროკოს, კლასიკური და რომანტიკული ეპოქების მუსიკას. ხელმძღვანელები: დოცენტი ქეთევან შენგელია, პროფესორი ნინო მამრაძე დრო: 19 ივნისი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
19 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ კომპანია RETCO-ს წარმომადგენლები. შეხვედრის თემა: სტუდენტური დასაქმება. კომპანია RETCO მუშაობს ელექტროენერგეტიკულ სფეროში, იგი სრულად ფარავს დაბალი და საშუალო ძაბვის ყველა მიმართულებას და რამდენიმე კომპანიისაგან შედგება. კომპანიას თავისი საწარმო აქვს ქალაქ რუსთავში, სადაც აწყობენ ტრანსფორმატორებს, ბოქსებს, სადგურებსა და ქვესადგურებს. კომპანია ცოტა ხნის წინ გახდა […]
19 ივნისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შეხვედრების ციკლის – „სიტყვის სახელოსნოს“ – ფარგლებში წაიკითხავენ გალაკტიონის 10 ლექსს, შემდეგ კი ისაუბრებენ მათზე. დრო: 19 ივნისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
20 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გიწვევთ ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. ლიბერთი ბანკი, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი საქართველოში, ენერგიულ და დაინტერესებულ სტუდენტებს პროფესიულ განვითარებაზე მორგებულ გარემოს სთავაზობს და იწვევს წამყვან პოზიციებზე სამუშაოდ. ტრენინგცენტრში ყველა პირობაა იმისათვის, რომ სტუდენტები საფუძვლიანად დაეუფლონ საბანკო პროდუქტებს, სიმულაციურ გარემოში გაიმყარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და სრულყოფილად მომზადებულები შეუდგნენ მუშაობას განახლებულ […]
20 ივნისს, 18.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 ოთახში გაიმართება ისრაელელი მეცნიერის, ჰაიფას უნივერსიტეტის თანამშრომლის, ავიჰუ შოშანას (Avihu Shoshana) საჯარო ლექცია „ეთნიკურობა, კლასი და ეთიკური კითხვა ისრაელის პროფესიულ სწავლებაში" (''Ethnicity, Class and Ethical Reading of Vocational Education in Israel ''). მოხსენება წარმოადგენს ავტორის ვრცელი გამოკვლევის ნაწილს, რომელიც შეეხება ისრაელის პროფესიულ სკოლებში კულტურის, განათლებისა და სუბიექტურობის […]
21 ივნისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში ERASMUS+ პროექტის „კურიკულუმის რეფორმა დემოკრატიული პრინციპებისა და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში“ ფარგლებში მასწავლებლებისა და განათლების სკოლის პერსონალისათვის გაიმართება ტრენინგი. ნაწილი I „დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციები სკოლაში“-პროფ. დავით მალაზონია, ასისტ. პროფესორი ნინო ჭიაბრიშვილი ტრენინგის მიზანი: მონაწილეები გაეცნონ დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციებს; არსებული სასკოლო პრაქტიკა გაიაზრონ დემოკრატიული მოქალაქეობის […]
23 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა – თბილისი“ და ილიაუნი გეპატიჟებათ ერთობლივ ღონისძიებაზე „ბიზნესექსპო“, რომლის მიზანია, მოსწავლეებში წაახალისოს სამეწარმეო საქმიანობა და ახალგაზრდებს საშუალება მისცეს, არა მხოლოდ შეიძინონ სამეწარმეო პროექტების დაგეგმვა-დაპროექტების თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, არამედ ფართო აუდიტორიას გააცნონ იდეები და საკუთარი საქმე დაიწყონ. პროექტი ხორციელდება ბაქსვუდის სკოლის წინასაბაკალავრო პროგრამის […]