
19 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრი წარმოგიდგენთ საკლავიშო ხელოვნების მიმართულების საანგარიშო ლექცია-კონცერტს „დასავლეთ ევროპული მუსიკის ესთეტიკა“.
ილიაუნის სტუდენტები შეასრულებენ აღორძინების ხანის, ბაროკოს, კლასიკური და რომანტიკული ეპოქების მუსიკას.
ხელმძღვანელები: დოცენტი ქეთევან შენგელია, პროფესორი ნინო მამრაძე
დრო: 19 ივნისი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]