BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180618T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180618T170000
DTSTAMP:20260506T084509
CREATED:20180614T101916Z
LAST-MODIFIED:20240202T053716Z
UID:10001809-1529341200-1529341200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:იაპონური მუსიკის კონცერტი
DESCRIPTION:18 ივნისს\, 17.00-ზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით გაიმართება იაპონური მუსიკის კონცერტი\, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ში მოღვაწე ცნობილი იაპონელი მევიოლინე\, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი კენ აისო და უკრაინელი პიანისტი ვალერია მარგოვსკაია. \nკენ აისო საერთაშორისო არენაზე დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე მუსიკალურ და მრავალმხრივ მევიოლინედ ითვლება. მისი შესრულება ბგერის განსაკუთრებული სილამაზითა და უნიკალური ინტიმური ატმოსფეროს შექმნის უნარით გამოირჩევა. როგორც სოლო და კამერული შემსრულებელი\, ფართოდაა ცნობილი ევროპაში\, აშშ-სა და იაპონიაში\, სადაც ბევრ პრესტიჟულ დარბაზში უკრავს. მათ შორისაა: ლონდონის ვიგმორისა და დედოფალ ელისაბედის სახელობის\, ამსტერდამის კონცერტგებოუ და ტოკიოს სუნტარის დარბაზები. კენ აისო მარგარეტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს (პარიზი) და იაპონიის საერთაშორისო სამუსიკო კონკურსების ლაურეატია. 2005 წელს ლონდონის მუსიკის სამეფო აკადემიის ასოცირებული წევრი გახდა\, ხოლო მშობლიურ იაპონიაში მას იმპერატორისა და დედოფლის წინაშე წარდგენის პატივი ხვდა. 2018 წელს კენ აისომ მიიღო კან-იჩი შიმოუსას მუსიკალური პრიზი საერთაშორისო სამუსიკო არენაზე განსაკუთრებული დამსახურებისთვის. \nმევიოლინე ლოს-ანჯელესის ლოიოლა მერიმაუნთის და ლა-სიერა უნივერსიტეტების წევრია. იგი დაინტერესებულია მუსიკის გამაჯანმრთელებელი ზემოქმედების ძალით\, ამიტომ ჰოსპიტლების\, სკოლებისა და სპეციალური საჭიროებების ბავშვების ინსტიტუტების ხშირი სტუმარია. \nდრო: 18 ივნისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iaponuri-musikis-kontserti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/06/47255.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180618T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180618T180000
DTSTAMP:20260506T084509
CREATED:20180608T092857Z
LAST-MODIFIED:20240202T053713Z
UID:10001808-1529344800-1529344800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტი „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის – ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ”  წიგნების პრეზენტაციით დასრულდება
DESCRIPTION:18 ივნისს\, 18.00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის – ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ” დასრულებასთან დაკავშირებით გაიმართება პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნების პრეზენტაცია\, ესენია: ამავე სახელწოდების სამეცნიერო კრებული\, „საქართველო ყაჯართა პერიოდის სპარსულ წყაროებში“\, „არფა‘ ად-დოულე და საქართველო“\, ამ წიგნის ინგლისური და სპარსული თარგმანები “Arfa‘ ad-Dowle and Georgia”\, ასევე „ნაპოლეონის დიპლომატიური მისიები ირანში და საქართველოს საკითხი“ და „შარდენის მოგზაურობა“. \nრუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის – ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ” (NFR/269-1) მონაწილეები მიზნად ისახავდნენ ფრანგი და ირანელი ავტორების თხზულებათა თარგმნასა და სამეცნიერო შესწავლას\, პირველწყაროების შედარებითი ანალიზის საფუძველზე აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან დანახული საქართველოს საერთო სურათის წარმოდგენას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ამ პერიოდის საქართველოს ევროპასთან კავშირებსა და ქვეყანაში მიმდინარე ევროპეიზაციის პროცესებზე (როგორც სპარსული\, ისე ფრანგული წყაროების მონაცემთა საფუძველზე). პროექტის მთავარ შედეგს წარმოადგენს ახალი\, ან სამეცნიერო მიმოქცევაში ნაკლებად შემოსული\, წყაროების შესწავლის საფუძველზე მე-19 საუკუნის საქართველოს პოლიტიკური\, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების შეძლებისდაგვარად სრული სურათის წარმოდგენა. \nგამოიცა პროექტით გათვალისწინებული ამავე სახელწოდების სამეცნიერო სტატიების კრებული. თარგმნილი პირველწყაროების ნაწილი აიტვირთა ილიას უნივერსიტეტის ვებგვერდის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოცნეობის ინსტიტუტის სექციაში. \nსამეცნიერო კრებულის გარდა პროექტის მონაწილეებმა პროექტზე მუშაობის პერიოდში გამოსცეს სხვა წიგნებიც: \n\n„საქართველო ყაჯართა პერიოდის სპარსულ წყაროებში“. კრებული შეადგინა\, ტექსტები სპარსულიდან თარგმნა\, შესავალი წერილი და კომენტარები დაურთო მარინა ალექსიძემ. რედაქტორი გრიგოლ ბერაძე. თბ.\, არტანუჯი\, 2016 ;\nმარინა ალექსიძე\, გრიგოლ ბერაძე\, ირინა კოშორიძე. „არფა‘ ად-დოულე და საქართველო“. თბილისი\, არტანუჯი\, 2017;\nიგივე წიგნი ინგლისურ და სპარსულ ენებზე („Arfa‘ ad-Dowle and Georgia“).\nირინე ნაჭყებია. „ნაპოლეონის დიპლომატიური მისიები ირანში და საქართველოს საკითხი“. რედაქტორი გრიგოლ ბერაძე\, თბილისი\, მწიგნობარი\, 2018;\nგიორგი სანიკიძემ გამოაქვეყნა „შარდენის მოგზაურობის“ ახალი\, შევსებული და გადამუშავებული თარგმანი გამოკვლევითა და კომენტარებით. თბილისი\, ილიას უნივერსიტეტის გამომც.\, 2018 (მიუხედავად იმისა\, რომ შარდენის მოგზაურობა პროექტის ეპოქა არ განეკუთვნება\, ის მე-19 საუკუნის ფრანგი ავტორებისთვის საქართველოს შესახებ მთავარ წყაროს წარმოადგენდა და\, შესაბამისად\, პროექტის თემატიკასთან უშუალოდ არის დაკავშირებული).\n\nპრეზენტაციაზე პროექტის მონაწილეები და წიგნების ავტორები ისაუბრებენ განხორციელებული კვლევის შედეგებზე და გამოცემული ნაშრომების შესახებ. \nდრო: 18 ივნისი 18.00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqti-aghmosavlethsa-da-dasavleths-shoris-iraneli-da-phrangi-avtorebi-me-19-saukunis-saqarthvelos-shesakheb-tsignebis-prezentatsiith-dasruldeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/06/47226.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180619T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180619T150000
DTSTAMP:20260506T084509
CREATED:20180614T102248Z
LAST-MODIFIED:20240202T053710Z
UID:10001807-1529420400-1529420400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საკლავიშო ხელოვნების მიმართულების საანგარიშო ლექცია-კონცერტი
DESCRIPTION:19 ივნისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში  ილიაუნის მუსიკის ცენტრი წარმოგიდგენთ საკლავიშო ხელოვნების მიმართულების საანგარიშო ლექცია-კონცერტს „დასავლეთ ევროპული მუსიკის ესთეტიკა“. \nილიაუნის სტუდენტები შეასრულებენ აღორძინების ხანის\, ბაროკოს\, კლასიკური და რომანტიკული ეპოქების მუსიკას. \nხელმძღვანელები: დოცენტი ქეთევან შენგელია\, პროფესორი ნინო მამრაძე \nდრო: 19 ივნისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saklavisho-khelovnebis-mimarthulebis-saangarisho-leqtsia-kontserti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/06/47256.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180619T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180619T180000
DTSTAMP:20260506T084509
CREATED:20180618T090446Z
LAST-MODIFIED:20240202T101843Z
UID:10001806-1529424000-1529431200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კომპანია RETKO-ს შეხვედრა სტუდენტური დასაქმების შესახებ
DESCRIPTION:19 ივნისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ კომპანია RETCO-ს წარმომადგენლები. \nშეხვედრის თემა: სტუდენტური დასაქმება. \nკომპანია RETCO მუშაობს ელექტროენერგეტიკულ სფეროში\, იგი სრულად ფარავს დაბალი და საშუალო ძაბვის ყველა მიმართულებას და რამდენიმე კომპანიისაგან შედგება. კომპანიას თავისი საწარმო აქვს ქალაქ რუსთავში\, სადაც აწყობენ ტრანსფორმატორებს\, ბოქსებს\, სადგურებსა და ქვესადგურებს. კომპანია  ცოტა ხნის წინ გახდა Siemens-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. \nკომპანია RETCO გთავაზობთ ანაზღაურებად სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით საერთაშორისო და ადგილობრივი შესყიდვების სპეციალისტის პოზიციებზე. \nსამუშაო გრაფიკის სწავლასთან შეთავსება შესაძლებელია. \nვაკანსიები დააინტერესებს ნებისმიერი კურსისა და მიმართულების სტუდენტს\, ასევე კურსდამთავრებულებს (განსაკუთრებით\, ქალაქ რუსთავის მაცხოვრებლებს – ოფისის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე). \nშეხვედრაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია. \nდრო: 19 ივნისი\, 16:00 საათი. \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kompania-retko-s-shekhvedra-studenturi-dasaqmebis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/06/47318.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180619T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180619T190000
DTSTAMP:20260506T084509
CREATED:20180618T110851Z
LAST-MODIFIED:20240202T060203Z
UID:10002113-1529434800-1529434800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: გალაკტიონის კითხვა
DESCRIPTION:19 ივნისს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შეხვედრების ციკლის – „სიტყვის სახელოსნოს“ – ფარგლებში წაიკითხავენ გალაკტიონის 10 ლექსს\, შემდეგ კი ისაუბრებენ მათზე. \nდრო: 19 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-galaktionis-kithkhva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/06/47319.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180620T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180620T160000
DTSTAMP:20260506T084509
CREATED:20180614T073903Z
LAST-MODIFIED:20240202T101843Z
UID:10001804-1529503200-1529510400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლიბერთი ბანკის წარმომადგენლების შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებთან
DESCRIPTION:20 ივნისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გიწვევთ ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. \nლიბერთი ბანკი\, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი საქართველოში\, ენერგიულ და დაინტერესებულ სტუდენტებს პროფესიულ განვითარებაზე მორგებულ გარემოს სთავაზობს და იწვევს წამყვან პოზიციებზე სამუშაოდ. \nტრენინგცენტრში ყველა პირობაა იმისათვის\, რომ სტუდენტები საფუძვლიანად დაეუფლონ საბანკო პროდუქტებს\, სიმულაციურ გარემოში გაიმყარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და სრულყოფილად მომზადებულები შეუდგნენ მუშაობას განახლებულ და რებრენდირებულ ფილიალებსა და სერვისცენტრებში. \nსწავლების პერიოდში გაიცნობთ თქვენს მომავალ კოლეგებსა და თანაგუნდელებს\, მეცადინეობებს შორის შეგიძლიათ შეისვენოთ თქვენთვის სპეციალურად მოწყობილ ლაუნჯებში და\, უბრალოდ\, საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატაროთ ეს დრო. \nთეორიული და პრაქტიკული კურსის პერიოდში ბანკი უზრუნველყოფს გადაადგილებისა და სხვა სახის გეგმიური ხარჯების ანაზღაურებას. \nლიბერთი ბანკი გთავაზობთ: \n\nგანახლებულ და თანამედროვე ტრენინგცენტრში ანაზღაურებად სწავლებას;\nსწავლებისა და პრაქტიკის წარმატებით დასრულების შემდეგ დასაქმებას;\nთქვენს უნარებზე მორგებულ კარიერული განვითარების შესაძლებლობებს;\nჯანსაღ სამუშაო გარემოსა და ერთიან გუნდში გაწევრიანებას;\n\nშეხვედრაზე დასწრება შეუძლია ილიაუნის ნებისმიერი ფაკულტეტისა და კურსის სტუდენტს\, ასევე\, კურსდამთავრებულებს წინასწარი რეგისტრაციით: https://goo.gl/Jjgxn9 \nდრო: 20 ივნისი\, 14:00 საათი. \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/liberthi-bankis-tsarmomadgenlebis-shekhvedra-iliaunis-studentebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/06/47250.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180620T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180620T180000
DTSTAMP:20260506T084509
CREATED:20180611T094843Z
LAST-MODIFIED:20240202T053658Z
UID:10001803-1529517600-1529517600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „ეთნიკურობა\, კლასი და ეთიკური კითხვა ისრაელის პროფესიულ სწავლებაში"
DESCRIPTION:20 ივნისს\, 18.00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 ოთახში გაიმართება ისრაელელი მეცნიერის\, ჰაიფას უნივერსიტეტის თანამშრომლის\, ავიჰუ შოშანას (Avihu Shoshana) საჯარო ლექცია „ეთნიკურობა\, კლასი და ეთიკური კითხვა ისრაელის პროფესიულ სწავლებაში” (”Ethnicity\, Class and Ethical Reading of Vocational Education in Israel ”). \nმოხსენება წარმოადგენს ავტორის ვრცელი გამოკვლევის ნაწილს\, რომელიც შეეხება ისრაელის პროფესიულ სკოლებში კულტურის\, განათლებისა და სუბიექტურობის ურთიერთმიმართებას. კვლევა განხორციელებულია ეთნოგრაფიული მონაცემების „ღრმა“ ინტერვიუების საფუძველზე\, ისრაელის პროფესიულ სკოლებში „სუბიექტად ქცევის“ პროცესების ანალიზზე. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 20 ივნისი\, 18.00 საათი \nადგილმდებარეობა: S201/202 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №3)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-ethnikuroba-klasi-da-ethikuri-kithkhva-israelis-prophesiul-stsavlebashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/06/47227.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180621T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180621T110000
DTSTAMP:20260506T084509
CREATED:20180618T151608Z
LAST-MODIFIED:20240202T053651Z
UID:10001801-1529578800-1529578800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტრენინგი თემაზე: „დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციები სკოლაში და მისი სწავლება ცოდნისა და ღირებულებების კომბინირებული შეძენის მეთოდით“
DESCRIPTION:21 ივნისს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში ERASMUS+ პროექტის „კურიკულუმის რეფორმა დემოკრატიული პრინციპებისა და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში“ ფარგლებში მასწავლებლებისა და განათლების სკოლის პერსონალისათვის გაიმართება ტრენინგი. \nნაწილი I \n„დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციები სკოლაში“-პროფ. დავით მალაზონია\, ასისტ. პროფესორი ნინო ჭიაბრიშვილი \nტრენინგის მიზანი: მონაწილეები გაეცნონ დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციებს; \nარსებული სასკოლო პრაქტიკა გაიაზრონ დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციების ჭრილში; \nდემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციების საფუძველზე წარმოადგინონ სასკოლო პრაქტიკის განვითარების სტრატეგიები. \nძირითადი თემები: \n\nდემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში დანერგვის მიზნები და შესაძლებლობები;\nკომპეტენციათა ჯგუფის – ღირებულებები – შემადგენელი კომპონენტების გაცნობა; მისი მიმართება ზოგადი განათლების ეროვნულ დოკუმენტებთან;\nკომპეტენციათა ჯგუფის – დამოკიდებულებები – შემადგენელი კომპონენტების გაცნობა; მისი მიმართება ზოგადი განათლების ეროვნულ დოკუმენტებთან;\nკომპეტენციათა ჯგუფის – უნარები – შემადგენელი კომპონენტების გაცნობა; მისი მიმართება ზოგადი განათლების ეროვნულ დოკუმენტებთან;\nკომპეტენციათა ჯგუფის – ცოდნა და კრიტიკული გააზრება – შემადგენელი კომპონენტების გაცნობა; მისი მიმართება ზოგადი განათლების ეროვნულ დოკუმენტებთან;\nჯგუფური მუშაობა: დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციათა განვითარების მიზნით კონკრეტული საგანმანათლებლო აქტივობის დაგეგმვა;\nჯგუფური პრეზენტაციები და დისკუსია.\n\nნაწილი II \n„დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციების სწავლება ცოდნისა და ღირებულებების კომბინირებული შეძენის მეთოდით( VAKE) – პროფესორი ჯან-ლუკ პატრი (ზალცბურგი\, ავსტრია) \nდრო: 21 ივნისი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: F303 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n  \n  \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/treningi-themaze-demokratiuli-moqalaqeobis-kompetentsiebi-skolashi-da-misi-stsavleba-tsodnisa-da-ghirebulebebis-kombinirebuli-shedzenis-methodith/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/06/47323.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180623T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180623T120000
DTSTAMP:20260506T084509
CREATED:20180621T134639Z
LAST-MODIFIED:20240202T053648Z
UID:10001800-1529755200-1529755200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა – თბილისისა“ და ილიაუნის ერთობლივი პროექტი „ბიზნესექსპო“
DESCRIPTION:23 ივნისს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა – თბილისი“ და ილიაუნი გეპატიჟებათ ერთობლივ ღონისძიებაზე „ბიზნესექსპო“\, რომლის მიზანია\, მოსწავლეებში წაახალისოს სამეწარმეო საქმიანობა და ახალგაზრდებს საშუალება მისცეს\, არა მხოლოდ შეიძინონ სამეწარმეო პროექტების დაგეგმვა-დაპროექტების თეორიული და პრაქტიკული ცოდნა\, არამედ ფართო აუდიტორიას გააცნონ იდეები და საკუთარი საქმე დაიწყონ. \nპროექტი ხორციელდება ბაქსვუდის სკოლის წინასაბაკალავრო პროგრამის ფარგლებში\, რომლის მხარდამჭერიც არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მოსწავლეები სკოლის გარდა ტრენინგებს ილიას უნივერსიტეტის „ფაბლაბშიც“ გადიან\, სადაც ისინი ორატორობასა და ინოვაციური იდეების ძიებას სწავლობენ. \nშეხვედრაზე გაეცნობით ახალგაზრდების თანამედროვე იდეებს და ნებისმიერ დამსწრეს შესაძლებლობა მიეცემა\, მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში გამარჯვებული გუნდების გამოსავლენად. \nდრო: 23 ივნისი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/baqsvudis-saerthashoriso-skola-thbilisisa-da-iliaunis-erthoblivi-proeqti-bizneseqspo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/06/47349.png
END:VEVENT
END:VCALENDAR