2 ივლისიდან 2 აგვისტომდე, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A203 აუდიტორიაში ორგანიზაცია American Councils-თან თანამშრომლობით გაიმართება საზაფხულო სკოლა Peace and Security in the South Caucasus. მასში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკელი სტუდენტები. სტუდენტები მოისმენენ ორ ოთხკვირიან კურსს თემებზე: „გეოპოლიტიკა, კონფლიქტი და განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ და „საზოგადოება და ენა სამხრეთ კავკასიაში“. კურსებს გაუძღვებიან პროფესორები: გია ნოდია, დავით დარჩიაშვილი, […]
3 ივლისს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი ჩაატარებს ვორკშოპს თემაზე: „ტოტალიტარული რეპრესიები – ტრავმის კვალი დღევანდელ საქართველოში“. მომხსენებელი ისაუბრებს კვლევის შედეგებზე, რომლის ფარგლებშიც ფსიქოტრავმატოლოგიის პერსპექტივიდან შეისწავლა საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის გავლენა რეპრესირებული ოჯახების შემდგომი თაობების ცხოვრებაზე და თანამედროვე საქართველოს სოციო-პოლიტიკურ დინამიკაზე; გააანალიზებს საქართველოს დღევანდელი სოციოპოლიტიკური ცხოვრებიდან კონკრეტულ „უცნაურ“ შემთხვევებს. […]
5 ივლისს, 17.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება ლონდონის მოდსლის ინსტიტუტის კვებითი აშლილობების სამსახურის წამყვანი ფსიქოლოგის, ილიას უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის პროფესორის, ქეთევან ჭანტურიას საჯარო ლექცია თემაზე: „აუტიზმისა და ანორექსიის საერთო მახასიათებლები და მკურნალობის სტრატეგია“. დრო: 5 ივლისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. №1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
6 ივლისს, 12:00 საათზე, გაიმართება საქართველოში ბიოდიზელის პირველი საწარმოს გახსნის ცერემონია. კომპანია „ბიოდიზელი ჯორჯია“ ნავთობკომპანია „ფრეგოსთან“ ერთად იწყებს ბიოდიზელის წარმოებას და მის რეალიზაციას. ღონისძიებას გახსნის შპს „ბიოდიზელ ჯორჯიას“ დირექტორი მურან პატარაია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განახლებადი ენერგიების დარგის წამყვანი მკვლევარი კახა ქარჩხაძე გააკეთებს პრეზენტაციას ბიოსაწვავის განვითარებაზე საქართველოში. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ავსტრიელი პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, ბიოდიზელის […]
6-7 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის ძირითადი სხდომა გაიმართება 6 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, შემაჯამებელი სხდომა ჩატარდება ილიაუნის ყაზბეგის ბაზაზე 7 ივლისს, 15 საათზე. კონფერენციის დღის წესრიგი: გიორგი მენაფირე – წმ. ნინოს და გრიგოლგანმანათლებლის შესახებ არსებული განსხვავებული ნარატივები და მათი ინტერპრეტაციები ქართულ ისტორიოგრაფიაში […]