12 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კვლევის – „პენიტენციური დაწესებულებებიდან მსჯავრდებულთა განთავისუფლებისათვის მომზადების პროცესი, როგორც „გარდამავალი მენეჯმენტის“ შემადგენელი ნაწილი“ – პრეზენტაცია, რომელსაც გაუძღვება კვლევის ავტორი და სამართლის სკოლის ლექტორი ანტონ ქელბაქიანი. კვლევის მიზანი იყო პენიტენციური დაწესებულებებიდან მსჯავრდებულთა განთავისუფლებისათვის მომზადების პროცესის შეფასება, რომელიც განხორციელა ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ პარტნიორ ორგანიზაციებთან […]
12 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ტურკუს უნივერსიტეტის (ფინეთი) კულტურული ისტორიის პროფესორი მარიო კაარტინენის (Marjo Kaartinen) წაიკითხავს საჯარო ლექციას კიბოს განკურნების მეთოდების განვითარების ისტორიის შესახებ. „ტრაქტატი კიბოს შესახებ“ (ავტორი ჰენრი ფეარონი) ინგლისურ ენაზე 1790 წელს შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ ადრეული მოდერნისტული ეპოქის ექიმები და ქირურგები დაუღალავად და დიდი მონდომებით ცდილობდნენ კიბოს […]
12 ივნისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შეხვედრების ციკლის – „სიტყვის სახელოსნოს“ – ფარგლებში პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „რას ვკითხულობთ ჩვენ და რა წავუკითხოთ ბავშვებს“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: ლიტერატურელი ჟანრები და მკითხველის ასაკობრივი (ეგზისტენციალური) ფაზები, ზღაპრები და სკოლამდელი ასაკის ადამიანი, პოეზია და პუბერტატი, სტუდენტობა – „დრამა და იდეალები“ , […]
13 ივნისს, 09:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში იწყება საერთაშორისო ვორკშოფი: „კავკასიის გზა გლობალური ისტორიისკენ“. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მასში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის, ამერიკისა და საქართველოს უნივერსიტეტების, კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერები. მთავარი მომხსენებელი იქნება ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ფრიდრიხ მაინეკეს ინსტიტუტის პროფესორი სებასტიან კონრადი, რომელიც განიხილავს გლობალურ ისტორიას, როგორც ისტორიის კვლევისა და სწავლების […]
ADS Georgia ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე არსებული ძირითადი კრეატიული სააგენტოები, ნახონ, ვინ და როგორ ქმნის მათთვის ცნობილ სარეკლამო კამპანიებს. Marketer.ge პირველი ქართული ინტერნეტჟურნალია ბიზნესზე, რომელიც 2011 წელს შეიქმნა. ეს იყო სამოყვარულო ბლოგი, რომელიც შემდეგ ჟურნალად გადაიქცა. მარკეტერის ორგანიზებითა და მხარდაჭერით […]
14 ივნისს, 17:00-დან 20:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ ასოციაცია ESOMAR-ის წევრი კომპანიები: IPM კვლევები – სამარკეტინგო საკონსულტაციო კომპანია; ACT საქართველო – კვლევებისა და კონსულტაციის გლობალური კომპანია; TV MR GE საქართველო – Nielsen-ის სატელევიზიო გაზომვების ლიცენზირებული პარტნიორი; GAMMA - საკონსულტაციო კომპანია; Market Intelligence Caucasus – TNS-ის ლიცენზირებული პარტნიორი. შეხვედრის მიზანია, კვლევით […]
15 ივნისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გიწვევთ „PSP დაზღვევის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. „PSP დაზღვევა“ სტუდენტებისათვის იწყებს ახალ პროექტს – „ისწავლე და დასაქმდი PSP დაზღვევაში“. სასწავლო-სამუშაო პროგრამა ილიაუნის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, შეიძინონ კომპეტენცია როგორც თეორიული ცოდნის, ასევე პრაქტიკული უნარების კუთხით. პროგრამის ფარგლებში დაესწრებით სხვადასხვა სემინარსა და ლექციას, მონაწილეობას მიიღებთ პრაქტიკულ მეცადინეობებში, ასევე უშუალოდ იქნებით […]