4 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ბრიჯუოტერის სახელმწიფო უნივერსიტეტის (მასაჩუსეტსი, აშშ) დოქტორების – ნიკი გლენისა და პოლინა საბინინის საჯარო ლექცია, რომელზეც განხილული იქნება თამაშზე დაფუძნებული სწავლების როლი მოსწავლეთა აზროვნების განვითარებასა და თვალსაწიერის გაფართოებაში. დოქტორი გლენი განიხილავს რამდენიმე მაგალითს თავისივე თანაავტორობით დაწერილი კურიკულუმის მოდულებიდან „ინჟინერია არის ელემენტარული", რომელიც I-V კლასის მოსწავლეთათვის ბოსტონის სამეცნიერო […]
5 ივნისს, სამშაბათს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში გიწვევთ გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საჯარო ლექციაზე – საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები გაგაცნობენ ლიტვის, უნგრეთის, სლოვაკეთის და საქართველოს მაგალითებს ტყის უკანონო გამოყენების აღკვეთისა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის კუთხით. გაინტერესებთ ტყეების მდგომარეობა საქართველოში? თუ […]
5 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება ირაკლი ფაღავას წიგნის „დაღესტნისა და საქართველოს ნუმიზმატიკური წარსული“ პრეზენტაცია. რუსულ ენაზე გამოცემული წიგნი „დაღესტნისა და საქართველოს ნუმიზმატიკური წარსული“ კავკასიაში მოსახლე ერებს შორის ნუმიზმატიკურ კავშირებს ეძღვნება. კერძოდ, განხილულია XII-XIII სს. მიჯნაზე საქართველოს სამეფოს ზეგავლენის ქვეშ მყოფ, ჯერ კიდევ ქრისტიანულ ხუნძეთში / ავარიაში მოჭრილი ქართულენოვანი მონეტები; ასევე […]
5 ივნისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შეხვედრების ციკლის – „სიტყვის სახელოსნოს“ – ფარგლებში პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „მწერლები საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: „ბროდსკის საქმე” და მისი ემიგრაცია, ზვიად გამსახურდიას მწერალთა კავშირიდან გარიცხვა, აკაკი ბაქრაძე და „14 აპრილი“, 70 წლით აკრძალული რელიგიისა და რელიგიური ცენზურის […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრისა და სოციალური კვლევების ლაბორატორიის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, 2018 წლის 28 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს საინფორმაციო/საჯარო შეხვედრები თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა საქართველოში”. ლექციათა სერია ტარდება საქართველოს 7 ქალაქში, სადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემა მოქმედებს. აღნიშნული კამპანიით შესაძლებლობა ეძლევა ნებისმიერ დაინტერესებულ […]
6 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება დოქტორ ელის უოტერსტონის საჯარო ლექცია „ბნელ დროში: სოციალურად აქტიური მეცნიერების ძალა და დაპირება“. მომხსნებელი ისაუბრებს დღევანდელ პოლიტიკურად დაძაბულ კონტექსტში თანამედროვე კრიტიკული მეცნიერების შესაძლებლობების შესახებ. აშშ-ის პერსპექტივიდან განიხილავს მოძრაობას, რომელიც მეცნიერების კრიტიკულად გამოყენებისა და საჯარო ცხოვრებაში ჩართვისკენაა მიმართული და მეცნიერებაში ხედავს თანამედროვე სამყაროში საყოველთაოდ გავრცელებულ […]
6 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი უმასპინძლებს კინოჩვენებას და დისკუსიას. წარმოგიდგენთ მილოშ ფორმანის ბიოგრაფიულ ფილმს „ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ“. ფილმში აღწერილია 1980-იან წლებში აშშ-ში მიმდინარე მოვლენები. გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ღირებულებათა შორის კონფლიქტი აქტუალობას არ კარგავს ჩვენს რეალობაშიც. კომპანია „აიისას” მიმართ სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლითაც […]
6 ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C315 აუდიტორიაში გაიმართება ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის (UAB) პროფესორის, ფრანსის სიერას საჯარო ლექცია თემაზე: „საერთაშორისო პერსპექტივიდან დანახული კატალონიის კონფლიქტი“. მომხსენებელი საერთაშორისო ჭრილში განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ესპანეთის გაყოფა, კატალონიური პროექტი, 2017 წლის ოქტომბრის მოვლენები, ესპანური სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტების გავლენა კატალონიურ კონფლიქტზე და ა. შ. პროფესორი ასევე ისაუბრებს […]
7 ივნისს, 15:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ USAID-ის პროექტის G4G-ის მოწვევით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით Center for International Private Enterprise (CIPE)-ის ექსპერტი კამელია ბულატი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარებს ვორკშოპს თემაზე „ბიზნეს-ასოციაციების მნიშვნელობა და მათი განვითარება“. ვორკშოპის თემატიკა მომხსენებელი ისაუბრებს ბიზნეს-ასოციაციების როლზე; მათი მუშაობის სპეციფიკასა და მახასიათებლებზე, რომლებიც ამ ტიპის ორგანიზაციებს საჯარო უწყებებისა და კერძო […]
7 ივნისს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ მწერალსა და მთარგმნელ მიხეილ ანთაძესთან შეხვედრაზე. სტუმარი ჟოზე სარამაგუს რომანების – „კაენი“ და „იესოს სახარება“ შესახებ ისაუბრებს. ავტორის შესახებ ჟოზე სარამაგუს (1922-2010) ნამდვილი გვარია დე სუზა. ის პორტუგალიის სოფელ აზინაგაში, გლეხის ოჯახში დაიბადა და მოგვიანებით ოჯახთან ერთად […]
პირველად საქართველოში დასაქმების პორტალი www.HR.ge ორგანიზებას უწევს ინოვაციურ პროექტს „ონლაინ დასაქმების ფორუმი და ღონისძიება 2018“ . აღნიშნული ღონისძიება უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს კომპანიებსა და სტუდენტებს/ახალკურსდამთავრებულებს ონლაინ რეჟიმში მიიღონ მონაწილეობა დასაქმების ფორუმში. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ: დარეგისტრირდნენ ონლაინ დასაქმების ფორუმზე რეგიონის შეაბამისად და: შეავსონ CV ონლაინ; ნახონ მონაწილე კომპანიები და იპოვონ სასურველი ვაკანსიები; გამოეხმაურონ ონლაინ – გაგზავნონ CV […]
8 ივნისს, პარასკევს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის (UAB) პროფესორის, ფრენსის სიერას საჯარო ლექცია თემაზე: „ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: ადრეულ 90-იან წლებში პოსტსაბჭოთა სივრცის მშენებლობა, აღნიშნული სივრცის ქვეყნებს შორის ურთიერთუნდობლობა და ფერადი რევოლუციები; მომოიხილავს 2000-იანი წლებიდან პუტინის პრაგმატულ ნაციონალისტურ პოლიტიკას და აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროკავშირის […]
8 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეორე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ […]