
7 ივნისს, 15:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ USAID-ის პროექტის G4G-ის მოწვევით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით Center for International Private Enterprise (CIPE)-ის ექსპერტი კამელია ბულატი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარებს ვორკშოპს თემაზე „ბიზნეს-ასოციაციების მნიშვნელობა და მათი განვითარება“.
ვორკშოპის თემატიკა
მომხსენებელი ისაუბრებს ბიზნეს-ასოციაციების როლზე; მათი მუშაობის სპეციფიკასა და მახასიათებლებზე, რომლებიც ამ ტიპის ორგანიზაციებს საჯარო უწყებებისა და კერძო კომპანიებისგან განასხვავებს; ბიზნეს-ასოციაციების საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე; ბიზნეს-ასოციაციის დაფუძნების შესაძლებლობებსა და პროცედურებზე.
მომხსენებლის შესახებ
კამელია ბულატი არის Center for International Private Enterprise (CIPE)-ის ექსპერტი და ამავე ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ორგანიზაციული მენეჯმენტის რეგიონული ცენტრის“ RCOM (რუმინეთი) აღმასრულებელი დირექტორი.
მას აქვს მსოფლიოს მასშტაბით სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან (ბიზნეს-ასოციაციები; დამსაქმებელთა ორგანიზაციები; სავაჭრო პალატები; ქალთა წარმომადგელობები და ა. შ.) მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება.
ფლობს Open University (UK)-ის მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში.
როგორ დავესწრო ვორკშოპს?
დასწრება შეუძლია ვორკშოპის თემატიკით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს. დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია (ადგილები შეზღუდულია და უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც უფრო ადრე დარეგისტრირდებიან).
დრო: 7 ივნისი, 15:00 საათი;
ვორკშოპის ხანგრძლივობა: 2 საათი
სამუშაო ენა: ინგლისური
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზირი #32
[wpai_display_imported_files_here]