BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180604T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180604T190000
DTSTAMP:20260506T084214
CREATED:20180530T075258Z
LAST-MODIFIED:20240202T053829Z
UID:10001831-1528138800-1528138800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:STEM განათლება: დაწყებითი კლასების ჩართვა მათემატიკურ თამაშებში და ინჟინერული დიზაინის შესწავლაში
DESCRIPTION:4 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  E 207 აუდიტორიაში გაიმართება ბრიჯუოტერის სახელმწიფო უნივერსიტეტის (მასაჩუსეტსი\, აშშ) დოქტორების – ნიკი გლენისა და პოლინა საბინინის საჯარო ლექცია\, რომელზეც განხილული იქნება თამაშზე დაფუძნებული სწავლების როლი მოსწავლეთა აზროვნების განვითარებასა და თვალსაწიერის გაფართოებაში. \nდოქტორი გლენი განიხილავს რამდენიმე მაგალითს თავისივე თანაავტორობით დაწერილი კურიკულუმის მოდულებიდან „ინჟინერია არის ელემენტარული”\, რომელიც I-V კლასის მოსწავლეთათვის ბოსტონის სამეცნიერო მუზეუმთან თანამშრომლობით შეიქმნა.  დოქტორი საბინინი კი ისაუბრებს I-V კლასელთა ლოგიკისა და სივრცითი აზროვნების განვითარებაში მათემატიკური საგანმანათლებლო თამაშების მნიშვნელობაზე. \nგთხოვთ\, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/forms/SNNvR0RkCG4llQIN2 \nლექციის ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი) \nდრო: 4 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა:  E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/stem-ganathleba-datsqhebithi-klasebis-charthva-mathematikur-thamashebshi-da-inzhineruli-dizainis-shestsavlashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46950.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180605T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180605T110000
DTSTAMP:20260506T084214
CREATED:20180530T065809Z
LAST-MODIFIED:20240202T053826Z
UID:10001830-1528196400-1528196400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია
DESCRIPTION:5 ივნისს\, სამშაბათს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში გიწვევთ გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საჯარო ლექციაზე – საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები გაგაცნობენ ლიტვის\, უნგრეთის\, სლოვაკეთის და საქართველოს მაგალითებს ტყის უკანონო გამოყენების აღკვეთისა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის კუთხით. \nგაინტერესებთ ტყეების მდგომარეობა საქართველოში? თუ გაინტერესებთ\,. მაშინ ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრებები და იდეები\, როგორ დავიცვათ ტყეები უკეთესად უკანონო მოქმედებებისგან და როგორ შევცვალოთ ადამიანების დამოკიდებულება. \nერთად ვიზრუნოთ გარემოზე! \nსაჯარო ლექცია საჭიროებს აქტიურ მონაწილეობას\, ამიტომ გთხოვთ\, თან იქონიოთ მობილური ტელეფონები. \nღონისძიებაზე გელოდებათ სიურპრიზები და მცირე საჩუქრები! \nგთხოვთ\, გაიაროთ რეგისტრაცია 2018 წლის 31 მაისამდე ელექტრონულად: sandrojaparidze1@gmail.com \nეწვიეთ ჩვენი პროექტის ფეისბუქგვერდს: https://www.facebook.com/twinning4forests/?ref=bookmarks \nსაკონტაქტო პირი: ალექსანდრე ჯაფარიძე \nელფოსტა: sandrojaparidze1@gmail.com \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 5 ივნისი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილი გამზ. 3/5) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/garemos-datsvis-msophlio-dghisadmi-midzghvnili-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46948.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180605T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180605T190000
DTSTAMP:20260506T084214
CREATED:20180604T063031Z
LAST-MODIFIED:20240202T053824Z
UID:10001829-1528225200-1528225200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ირაკლი ფაღავას წიგნის „დაღესტნისა და საქართველოს ნუმიზმატიკური წარსული“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:5 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება ირაკლი ფაღავას წიგნის „დაღესტნისა და საქართველოს ნუმიზმატიკური წარსული“ პრეზენტაცია. \nრუსულ ენაზე გამოცემული წიგნი „დაღესტნისა და საქართველოს ნუმიზმატიკური წარსული“ კავკასიაში მოსახლე ერებს შორის ნუმიზმატიკურ კავშირებს ეძღვნება. კერძოდ\, განხილულია XII-XIII სს. მიჯნაზე საქართველოს სამეფოს ზეგავლენის ქვეშ მყოფ\, ჯერ კიდევ ქრისტიანულ ხუნძეთში / ავარიაში მოჭრილი ქართულენოვანი მონეტები; ასევე გაანალიზებულია ცნობები XVIII საუკუნეში დაღესტნის აულ კუბაჩიში მიმბაძველობითი ფულის გამოშვების შესახებ\, რომლის პროტოტიპიც\, ჩანს\, თბილისის სამონეტო ნაწარმი იყო. \nდრო: 5 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/irakli-phaghavas-tsignis-daghestnisa-da-saqarthvelos-numizmatikuri-tsarsuli-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/06/47057.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180605T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180605T190000
DTSTAMP:20260506T084214
CREATED:20180604T121126Z
LAST-MODIFIED:20240202T053814Z
UID:10001828-1528225200-1528225200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: „ლიტერატურა და სამოქალაქო საზოგადოება“
DESCRIPTION:5 ივნისს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შეხვედრების ციკლის – „სიტყვის სახელოსნოს“ – ფარგლებში პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „მწერლები საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: „ბროდსკის საქმე” და მისი ემიგრაცია\, ზვიად გამსახურდიას მწერალთა კავშირიდან გარიცხვა\, აკაკი ბაქრაძე და „14 აპრილი“\, 70 წლით აკრძალული რელიგიისა და რელიგიური ცენზურის დიქოტომია. \nდრო: 5 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-literatura-da-samoqalaqo-sazogadoeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/06/47067.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180606T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180606T130000
DTSTAMP:20260506T084214
CREATED:20180605T121442Z
LAST-MODIFIED:20240202T053808Z
UID:10001827-1528290000-1528290000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო/საჯარო ლექციათა სერია – „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა საქართველოში”
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრისა და სოციალური კვლევების ლაბორატორიის ორგანიზებით\, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში\, 2018 წლის 28 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს საინფორმაციო/საჯარო შეხვედრები თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა საქართველოში”. ლექციათა სერია ტარდება საქართველოს 7 ქალაქში\, სადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემა მოქმედებს. აღნიშნული კამპანიით შესაძლებლობა ეძლევა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს\, მიიღოს ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე. \nლექციათა ციკლის დასკვნითი ეტაპი გაიმართება ქ. თბილისში\, 6 ივნისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში (მის.: ჭავჭავაძის გამზ. N32). \nმომხსენებელი: \nგიორგი მელაძე – კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი\, სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი\, პროექტის მკვლევარი \nდასწრება თავისუფალია \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-sajaro-leqtsiatha-seria-naphits-msajultha-sasamarthlo-rephorma-saqarthveloshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/06/47118.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180606T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180606T190000
DTSTAMP:20260506T084214
CREATED:20180515T094228Z
LAST-MODIFIED:20240202T053806Z
UID:10001825-1528311600-1528311600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ელის უოტერსტონის საჯარო ლექცია „ბნელ დროში: სოციალურად აქტიური მეცნიერების ძალა და დაპირება“
DESCRIPTION:6 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება დოქტორ ელის უოტერსტონის საჯარო ლექცია „ბნელ დროში: სოციალურად აქტიური მეცნიერების ძალა და დაპირება“. \nმომხსნებელი ისაუბრებს დღევანდელ პოლიტიკურად დაძაბულ კონტექსტში თანამედროვე კრიტიკული მეცნიერების შესაძლებლობების შესახებ. აშშ-ის პერსპექტივიდან განიხილავს მოძრაობას\, რომელიც მეცნიერების კრიტიკულად გამოყენებისა და საჯარო ცხოვრებაში ჩართვისკენაა მიმართული და მეცნიერებაში ხედავს თანამედროვე სამყაროში საყოველთაოდ გავრცელებულ ძალადობასთან დაპირისპირებისა და მდგომარეობის გარდაქმნის საშუალებას. \nმომხსენებლის შესახებ \nელის უოტერსტონი არის კულტურის ანთროპოლოგიისა და გენდერის მკვლევარი. ის სწავლობს სტრუქტურული და სისტემური ძალადობისა და უთანასწორობის შედეგებს. მეცნიერის კვლევის საგანია სიღარიბე აშშ-ის დიდ ქალაქებში და მასთან დაკავშირებული პოლიტიკის საკითხები: გაღატაკება\, უსახლკარობა\, ნივთიერებების გამოყენება\, ჯანმრთელობა\, სოციალური დახმარება\, მიგრაცია და სხვ. მისი ბოლო პროექტი ფოკუსირებულია პოლიტიკური ძალადობის\, ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტის\, იძულებითი გადაადგილებისა და ტრანსნაციონალიზმის\, ხსოვნის\, დიასპორის\, კულტურული ტრავმისა და იდენტობის ფორმირების კულტურათაშორის კვლევაზე. \nპროფესორი უოტერსტონი იყო ღია საზოგადოების ინსტიტუტის საერთაშორისო მკვლევარი (2012-2015) და რედაქტორი (მაია ბარქაიასთან ერთად) წიგნისა „გენდერი საქართველოში: ფემინისტური პერსპექტივები სამხრეთ კავკასიაში კულტურის\, ერის და ისტორიის შესახებ“ (Gender in Georgia: Feminist Perspectives on Culture\, Nation and History in the South Caucasus\, Berghahn Books: 2017). ის არის ექვსი წიგნის ავტორი\, მათ შორისაა: „მამაჩემი ომები: საუკუნის მიგრაცია\, მეხსიერება და ძალადობა“\, ინტიმური ეთნოგრაფია ინოვაციური ეთნოგრაფიების რუთლიჯის სერიაში (My Father’s Wars: Migration\, Memory and the Violence of a Century an intimate ethnography in the Routledge Series on Innovative Ethnographies) და „სიყვარული\, მწუხარება და მრისხანება“\, ქალაქ ნიუ იორკში ქალებისა და უსახლკარობის კვლევა (Love\, Sorrow and Rage). \nპროფესორი უოტერსტონი არის ჯონ ჯეის კოლეჯის ფონდის სამეურვეო საბჭოს წევრი და ჯონ ჯეის კოლეჯ ვერას სასტიპენდიო პროგრამის თანადირექტორი. \n2015-2017 წლებში ელის უოტერსტონი იყო ამერიკის ანთროპოლოგიური ასოციაციის (AAA) პრეზიდენტი. ასევე რედაქტორი სამეცნიერო ჟურნალისა „ჩრდილოამერიკული დიალოგი“ (North American Dialogue) და დამფუძნებელი რედაქტორი ამერიკის ანთროპოლოგიური ასოციაციის საჯარო ჟურნალისა „ღია ანთროპოლოგია“ (Open Anthropology). ამჟამად ის მხატვარ-ანთროპოლოგ შარლოტ ჰოლანდსთან ერთად მუშაობს გრაფიკული დოკუმენტური წიგნის შექმნაზე\, რომელიც დაფუძნებულია მის 2017 წლის საპრეზიდენტო მიმართვაზე „ოთხი ამბავი\, გლოვა და დასტური“ (Four Stories\, A Lament\, and an Affirmation). \nელის უოტერსტონს აქვს კულტურის ანთროპოლოგიის დოქტორის ხარისხი ნიუ იორკის ქალაქის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამიდან და ანთროპოლოგიის მაგისტრის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტიდან. \nლექცია დასრულდება ელის უოტერსტონისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორობის მინიჭების ცერემონიით. \nდრო: 6 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-elis-uoterstonis-sajaro-leqtsia-bnel-droshi-sotsialurad-aqtiuri-metsnierebis-dzala-da-dapireba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46336.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180606T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180606T190000
DTSTAMP:20260506T084214
CREATED:20180529T103012Z
LAST-MODIFIED:20240202T053803Z
UID:10001824-1528311600-1528311600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ“ – კინოჩვენება და დისკუსია ილიაუნიში
DESCRIPTION:6 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი უმასპინძლებს კინოჩვენებას და დისკუსიას. \nწარმოგიდგენთ მილოშ ფორმანის ბიოგრაფიულ ფილმს „ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ“. ფილმში აღწერილია 1980-იან წლებში აშშ-ში მიმდინარე მოვლენები. \nგამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ღირებულებათა შორის კონფლიქტი აქტუალობას არ კარგავს ჩვენს რეალობაშიც. კომპანია „აიისას” მიმართ სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ\, რომლითაც კომპანია დაჯარიმდა რელიგიური მორალის შეურაცხყოფის გამო\, აქტიური დისკუსია გამოიწვია. განსხვავებულ შეფასებებს იწვევს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული კომენტარები. პარალელურად\, საქართველოს პარლამენტში წარდგენილია არაერთი საკანონმდებლო ინივიატივა\, რომელთა მიზანია რელიგიური მოტივით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. \nფილმი მთავარი პერსონაჟის\, ლარი ფლინტის\, ცხოვრების აღწერით გვაჩვენებს ღირებულებათა შორის კონფლიქტს. ძალზე საინტერესო სანახავია\, რა ბრძოლები გაიარა ერთმა ადამიანმა გამოხატვის თავისუფლების დაცვის გზაზე. აშშ-ის უზენაესი სასამართლოს 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე „ფლინტი ფოლუელის წინააღმდეგ“ ამ ფილმის გადაღების საფუძველი და უმნიშვნელოვანესი პრეცედენტია ამერიკულ და მთელი მსოფლიოს იურისპრუდენციაში. \nილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი სამართლის სკოლის სტუდენტების ინიციატივით შექმნილი სივრცეა\, სადაც იმართება კინოჩვენებები და დისკუსიები ადამიანის უფლებების თემაზე. გიწვევთ\, მოვლენების კვალდაკვალ ვიმსჯელოთ და შევაფასოთ\, სად ვართ და რა შეიძლება გაკეთდეს?! \nფილმის ენა: ქართული \nმომხსენებელები: თამარ კორძაია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი\, ნანა ერაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი \nმოდერატორი: ანა ებანოიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი \nდრო: 6 ივნისი\, 19:00-21:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/khalkhi-lari-phlintis-tsinaaghmdeg-kinochveneba-da-diskusia-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46946.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180606T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180606T190000
DTSTAMP:20260506T084214
CREATED:20180606T103542Z
LAST-MODIFIED:20240202T053758Z
UID:10001823-1528311600-1528311600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ფრანსის სიერას საჯარო ლექცია „საერთაშორისო პერსპექტივიდან დანახული კატალონიის კონფლიქტი“
DESCRIPTION:6 ივნისს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C315 აუდიტორიაში გაიმართება ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის (UAB) პროფესორის\, ფრანსის სიერას საჯარო ლექცია თემაზე: „საერთაშორისო პერსპექტივიდან დანახული კატალონიის კონფლიქტი“. \nმომხსენებელი საერთაშორისო ჭრილში განიხილავს ისეთ საკითხებს\, როგორებიცაა: ესპანეთის გაყოფა\, კატალონიური პროექტი\, 2017 წლის ოქტომბრის მოვლენები\, ესპანური სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტების გავლენა კატალონიურ კონფლიქტზე და ა. შ. პროფესორი ასევე ისაუბრებს აღნიშნული მოვლენების გავლენაზე საერთაშორისო წესრიგსა და თვითგამორკვევის უფლებაზე და შეაფასებს ამჟამინდელი და ყოფილი მმართველობის პოლიტიკის სუსტსა და ძლიერ მხარეებს. \nპროფესორ ფრანსის სიერას საკვლევი სფეროები მოიცავს ევროპისმცოდნეობასა და ეთნიკურ კონფლიქტებს აღმოსავლეთ ევროპაში\, რომელზეც მას გამოქვეყნებული აქვს არაერთი წიგნი და სტატია. \nდრო: 6 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: C315აუდიტორია (გ.წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \nდამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს\nელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge\nტელ.: (995 322) 220009 – 367 (ext) \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-phransis-sieras-sajaro-leqtsia-saerthashoriso-perspeqtividan-danakhuli-kataloniis-konphliqti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/06/47178.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180607T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180607T150000
DTSTAMP:20260506T084214
CREATED:20180531T075422Z
LAST-MODIFIED:20240202T053756Z
UID:10001822-1528383600-1528383600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო ექსპერტის კამელია ბულატის ვორკშოპი - ბიზნეს-ასოციაციების მნიშვნელობა და მათი განვითარება
DESCRIPTION:7 ივნისს\, 15:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ USAID-ის პროექტის G4G-ის მოწვევით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით Center for International Private Enterprise (CIPE)-ის ექსპერტი კამელია ბულატი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარებს ვორკშოპს თემაზე „ბიზნეს-ასოციაციების მნიშვნელობა და მათი განვითარება“. \nვორკშოპის თემატიკა \nმომხსენებელი ისაუბრებს ბიზნეს-ასოციაციების როლზე; მათი მუშაობის სპეციფიკასა და მახასიათებლებზე\, რომლებიც ამ ტიპის ორგანიზაციებს საჯარო უწყებებისა და კერძო კომპანიებისგან განასხვავებს; ბიზნეს-ასოციაციების საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე; ბიზნეს-ასოციაციის დაფუძნების შესაძლებლობებსა და პროცედურებზე. \nმომხსენებლის შესახებ \nკამელია ბულატი არის Center for International Private Enterprise (CIPE)-ის ექსპერტი და ამავე ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ორგანიზაციული მენეჯმენტის რეგიონული ცენტრის“ RCOM (რუმინეთი) აღმასრულებელი დირექტორი. \nმას აქვს მსოფლიოს მასშტაბით სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან (ბიზნეს-ასოციაციები; დამსაქმებელთა ორგანიზაციები; სავაჭრო პალატები; ქალთა წარმომადგელობები და ა. შ.) მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება. \nფლობს Open University (UK)-ის მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში. \n\n მომხსენებლის ვრცელი ბიოგრაფია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2kDIceZ\n\nროგორ დავესწრო ვორკშოპს? \nდასწრება შეუძლია ვორკშოპის თემატიკით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს. დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია (ადგილები შეზღუდულია და უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს\, რომლებიც უფრო ადრე დარეგისტრირდებიან). \n\n რეგისტრაციის ბოლო ვადა 2018 წლის 5 ივნისი.\n რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/2J0wcyI\n\nდრო: 7 ივნისი\, 15:00 საათი; \nვორკშოპის ხანგრძლივობა: 2 საათი \nსამუშაო ენა: ინგლისური \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზირი #32 \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-eqspertis-kamelia-bulatis-vorkshopi-biznes-asotsiatsiebis-mnishvneloba-da-mathi-ganvithareba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46987.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180607T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180607T193000
DTSTAMP:20260506T084214
CREATED:20180604T080013Z
LAST-MODIFIED:20240202T053753Z
UID:10001821-1528399800-1528399800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: მწერალსა და მთარგმნელ მიხეილ ანთაძესთან შეხვედრა
DESCRIPTION:7 ივნისს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ მწერალსა და მთარგმნელ მიხეილ ანთაძესთან შეხვედრაზე. სტუმარი ჟოზე სარამაგუს რომანების – „კაენი“ და „იესოს სახარება“ შესახებ ისაუბრებს. \nავტორის შესახებ \nჟოზე სარამაგუს (1922-2010) ნამდვილი გვარია დე სუზა. ის პორტუგალიის სოფელ აზინაგაში\, გლეხის ოჯახში დაიბადა და მოგვიანებით ოჯახთან ერთად ლისაბონში გადავიდა საცხოვრებლად. ტექნიკური სასწავლებლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ავტოშემკეთებლად\, შემდეგ თარჯიმნობა სცადა და ერთხანს ჟურნალისტიც იყო.\nსარამაგუმ წერა 58 წლის ასაკში დაიწყო. ის არაერთი რომანის\, პოემის\, ზღაპრისა და სხვა ლიტერატურული ნაწარმოების ავტორია. მისი ყველაზე ცნობილი რომანი „იესოს სახარება“ 1991 წელს გამოიცა და სწრაფად მოუტანა ავტორს აღიარება. ამ ერთი შეხედვით სკანდალურ ნაწარმოებში აღწერილია იესოს დაბადება\, ბავშვობა და სიყმაწვილე – გზა მისი ადამიანობიდან გაღმერთებამდე. \n„იესოს სახარების“ შესახებ \n„იესოს სახარებას“ მალევე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასება. ვატიკანმა ნაწარმოებს „მკრეხელური“ უწოდა\, მწერალი კი კანონიკურ სახარებათა პაროდიის დაწერისთვის მწვალებლად შერაცხა. თუმცა\, იყო სხვაგვარი აზრიც – ლისაბონის კარდინალის სიტყვით\, „არ არსებობს გონიერი მორწმუნე\, რომელიც ამ რომანით არ აღფრთოვანდება”.\nასეა თუ ისე\, „იესოს სახარებამ“ განსაკუთრებული როლი შეასრულა ავტორის ბიოგრაფიაში და სწორედ მისი გამოქვეყნების შემდეგ გახდა სარამაგუ პირველი პორტუგალიურენოვანი მწერალი\, რომელსაც ნობელის პრემია მიანიჭეს ლიტერატურაში. \n„კაენის“ შესახებ \nსარამაგუს ბოლო რომანი „კაენი“ ძველი აღთქმის „რემეიქია“. ნაწარმოების სიუჟეტური ქარგა ადამიანის შექმნასა და წარღვნას შორისაა მოქცეული\, ხოლო მთავარ გმირად ღმერთის დაუცხრომელი ოპონენტი კაენი გვევლინება. ძმის მკვლელი კაენი უმისამართოდ დაეხეტება ბიბლიურ გზებზე\, ხვდება იობს\, აბრაამს\, ნოესა და კაცობრიობის სხვა პატრიარქებს\, ხედავს და ამტკიცებს მამაზეციერის უსამართლობასა თუ სისასტიკეს\, ებრძვის მის დიქტატურასა და ავტორიტარიზმს\, საბოლოოდ იმარჯვებს კიდეც. ეს საინტერესო\, ემოციური\, ირონიით აღსავსე ტექსტი მწერლის შემოქმედების ბრწყინვალე დამაგვირგვინებელი აკორდია. \nდრო: 7 ივნისი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-mtseralsa-da-mthargmnel-mikheil-anthadzesthan-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/06/47060.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180608T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180608T110000
DTSTAMP:20260506T084214
CREATED:20180514T061300Z
LAST-MODIFIED:20240202T053750Z
UID:10001820-1528455600-1528455600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:HR.ge-ს  ონლაინ დასაქმების ფორუმი და ღონისძიება 2018
DESCRIPTION:პირველად საქართველოში დასაქმების პორტალი www.HR.ge ორგანიზებას უწევს ინოვაციურ პროექტს „ონლაინ დასაქმების ფორუმი და ღონისძიება 2018“ . \nაღნიშნული ღონისძიება უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს კომპანიებსა და სტუდენტებს/ახალკურსდამთავრებულებს ონლაინ რეჟიმში მიიღონ მონაწილეობა დასაქმების ფორუმში. \nსტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ: \n\nდარეგისტრირდნენ ონლაინ დასაქმების ფორუმზე რეგიონის შეაბამისად და:\nშეავსონ CV ონლაინ;\nნახონ მონაწილე კომპანიები და იპოვონ სასურველი ვაკანსიები;\nგამოეხმაურონ ონლაინ – გაგზავნონ CV ღილაკზე დაჭერით მათთვის სასურველ ვაკანსიებზე;\nმივიდნენ რეალურ ღონისძიებაზე ამობეჭდილი CV-ებით და შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს\, გაესაუბრონ ვაკანსიების შესახებ და წარადგინონ საკუთარი თავი.\n\nრეგისტრაციისთვის\, გთხოვთ\, გადახვიდეთ შესაბამის ბმულზე რეგიონის მიხედვით: აღმოსავლეთ საქართველო: www.hr.ge/jobfairTbilisi; \nდასავლეთ საქართველო: www.hr.ge/jobfairBatumi \nღონისძიებების კალენდარი: \nონლაინ დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს 1 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით. \nღონისძიება: თბილისი – 8 ივნისი\, 11:00-დან 17:00 საათამდე\, თავისუფლების მოედანი N4\, ქორთიარდ მარიოტი თბილისი. \nდამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ\, დაუკავშირდეთ: 032 2 193333 (130). \nსამუშაო საათები: 09:30 – 18:30. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/hr-ge-s-onlain-dasaqmebis-phorumi-da-ghonisdzieba-2018/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46315.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180608T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180608T170000
DTSTAMP:20260506T084214
CREATED:20180606T103937Z
LAST-MODIFIED:20240202T053747Z
UID:10001819-1528477200-1528477200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობების შესახებ
DESCRIPTION:8 ივნისს\, პარასკევს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის (UAB) პროფესორის\, ფრენსის სიერას საჯარო ლექცია თემაზე: „ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები“. \nმომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: ადრეულ 90-იან წლებში პოსტსაბჭოთა სივრცის მშენებლობა\, აღნიშნული სივრცის ქვეყნებს შორის ურთიერთუნდობლობა და ფერადი რევოლუციები; მომოიხილავს 2000-იანი წლებიდან პუტინის პრაგმატულ ნაციონალისტურ პოლიტიკას და აღნიშნულთან დაკავშირებით\, ევროკავშირის მხრიდან განსხვავებული ტიპის სენტიმენტებს; ლექციაზე საუბარი იქნება უკრაინულ კრიზისსა და ახალი ტიპის საერთაშორისო წესრიგზე\, რომლის ფონზეც განიხილება სამომავლო პერსპექტივები რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებისა. \nპროფესორ ფრენსის სიერას საკვლევი სფეროები მოიცავს ევროპისმცოდნეობასა და ეთნიკურ კონფლიქტებს აღმოსავლეთ ევროპაში\, რომელზეც მას გამოქვეყნებული აქვს არაერთი წიგნი და სტატია. \nდრო: 8 ივნისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \nდამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს\nელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge\nტელ.: (995 322) 220009 – 367 (ext) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-evrokavshirisa-da-rusethis-urthierthobebis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/06/47177.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180608T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180608T190000
DTSTAMP:20260506T084214
CREATED:20180607T065537Z
LAST-MODIFIED:20240202T053744Z
UID:10001818-1528484400-1528484400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამეორე ქება
DESCRIPTION:8 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეორე ქებას. \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 8 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-otsdameore-qeba-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/06/47179.png
END:VEVENT
END:VCALENDAR