28 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ ამერიკული რესტორნების ქსელის Wendy's-სა და Dunkin' Donuts-ის წარმომადგენლები. Wendy's და Dunkin' Donuts გთავაზობთ დასაქმებას სტუდენტებზე მორგებული გრაფიკით. კომპანიის წარმომადგენლები სტუდენტებს გააცნობენ ინფორმაციას კომპანიაში არსებული ვაკანტური პოზიციების შესახებ და შეავსებინებენ ანკეტებს, რომელთა მიხედვითაც ნებისმიერი დაინტერესებული სტუდენტს გასაუბრებაზე დაიბარებენ. შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ილიაუნის ნებისმიერი კურსისა […]
''ADS Georgia'' ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე არსებული ძირითადი კრეატიული სააგენტოები, ნახონ, ვინ და როგორ ქმნის მათთვის ცნობილ სარეკლამო კამპანიებს. კრეატიული სააგენტო Marshall-ის პირველ შეხვედრას გამართავს სააგენტოს კრეატიული დირექტორი, თეონა ლატალი, რომელიც ისაუბრებს კომპანიის ქეისებზე და განიხილავს, თუ რა გზას გადის სააგენტო […]
28 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართება პროფესორ სტივენ ჯონსის წიგნის „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალ-დემოკრატიისკენ (1883-1917)“ მეორე, განახლებული ქართული გამოცემის პრეზენტაცია. ღონისძიებას გახსნის საპატიო სტუმარი, ნოე ჟორდანიას ვაჟი, 1921 წელს დაბადებული რეჯებ ჟორდანია. წიგნის ავტორი ისაუბრებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავზე, პირველ მოდერნულ […]
1918 წლის 26-28 მაისს ტფილისში გამოცხადდა სამხრეთ კავკასიის სამი რესპუბლიკის: საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა. 29 მაისს, 19:00 საათზე, B201 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამართავს პანელურ დისკუსიას ამ მოვლენის 100 წლისთავთან დაკავშირებით. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და სომხეთის პირველ რესპუბლიკათა ყველაზე აღიარებული სპეციალისტები: მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორი სტივენ ჯონსი და ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის ემერიტუს […]
საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 30 მაისს,19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიული ბაზისა და სოციალური კლასტერების პროექტის ვებგვერდის პრეზენტაცია. პროექტს წარადგენს კვლევითი ჯგუფი პროფ. ნინო დობორჯგინიძის ხელმძღვანელობით. ვებგვერდის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის პროსოპოგრაფიული ბაზისა და სოციალური კლასტერების პროექტის ვებგვერდი http://prosopography.iliauni.edu.ge ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის მიერ შეიქმნა. ვებგვერდი გაძლევთ შესაძლებლობას: გაეცნოთ, იკვლიოთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მნიშვნელოვანი მოვლენები, ამბები მათში მონაწილე პირების (25000-მდე) პერსპექტივიდან; გაეცნოთ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის საზოგადოებრივი […]
31 მაისს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრას გამართავენ დასაქმების პორტალი HR.ge-ს წარმომადგენლები. შეხვედრის თემა: ონლაინ დასაქმების ფორუმი და ღონისძიება 2018. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნობენ ინფორმაციას ინოვაციური პროექტის შესახებ, რომელიც გულისხმობს სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირებას თავდაპირველად ონლაინრეჟიმში, შემდეგ კი, ფინალურ ღონისძიებაზე, – პირისპირ […]
31 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ილიაუნი გიწვევთ პრეზენტაცია-დისკუსიაზე „სიძულვილის ენა და ანტიდასავლური პროპაგანდა ქართულ საჯარო დისკურსში”. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება MDF-ის უახლესი კვლევები – „სიძულვილის ენა” და „ანტიდასავლური პროპაგანდა”. 2017 წელს ამ მიმართულებით გამოვლენილ ტენდენციებზე ისაუბრებენ მოწვეული სპიკერები: მწერალი ლაშა ბუღაძე, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი და რადიო […]
1-ლ ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეორე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ […]