BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180528T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180528T140000
DTSTAMP:20260506T094920
CREATED:20180524T121653Z
LAST-MODIFIED:20240202T053858Z
UID:10001840-1527516000-1527516000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტური ვაკანსიები ამერიკული რესტორნების ქსელშიWendy's და Dunkin' Donuts
DESCRIPTION:28 მაისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ ამერიკული რესტორნების ქსელის Wendy’s-სა და Dunkin’ Donuts-ის წარმომადგენლები. \nWendy’s და Dunkin’ Donuts გთავაზობთ დასაქმებას სტუდენტებზე მორგებული გრაფიკით. \nკომპანიის წარმომადგენლები სტუდენტებს გააცნობენ ინფორმაციას კომპანიაში არსებული ვაკანტური პოზიციების შესახებ და შეავსებინებენ ანკეტებს\, რომელთა მიხედვითაც ნებისმიერი დაინტერესებული სტუდენტს გასაუბრებაზე დაიბარებენ. \nშეხვედრაზე დასწრება შეუძლია ილიაუნის ნებისმიერი კურსისა და მიმართულების სტუდენტს\, წინასწარი რეგისტრაცით. \nდრო: 28 მაისი\, ორშაბათი\, 14:00 საათი. \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტუდენტური ვაკანსიები ამერიკული რესტორნების ქსელშიWendy’s და Dunkin’ Donuts \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenturi-vakansiebi-amerikuli-restornebis-qselshiwendys-da-dunkin-donuts/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46593.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180528T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180528T163000
DTSTAMP:20260506T094920
CREATED:20180528T064800Z
LAST-MODIFIED:20240202T053856Z
UID:10001839-1527525000-1527525000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ADS Georgia- Marshall-ის კვირეული - პირველი შეხვედრა
DESCRIPTION:”ADS Georgia” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროექტია\, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ\, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე არსებული ძირითადი კრეატიული სააგენტოები\, ნახონ\, ვინ და როგორ ქმნის მათთვის ცნობილ სარეკლამო კამპანიებს. \nკრეატიული სააგენტო Marshall-ის პირველ შეხვედრას გამართავს სააგენტოს კრეატიული დირექტორი\, თეონა ლატალი\, რომელიც ისაუბრებს კომპანიის ქეისებზე და განიხილავს\, თუ რა გზას გადის სააგენტო საბოლოო კამპანიამდე. \nMarshall-ის განხორცილებული კამპანიები: \n\n ლოკო მოკოს კამპანია – http://marshall.ge/en/work/14\n სანტინოს ფერმერები – http://marshall.ge/en/work/30\n ზედაზნის ზღაპრები – http://marshall.ge/en/work/34\n 20-წლიანი ზრუნვის ისტორია – http://marshall.ge/en/work/17\n\n დრო: 28 მაისი\, 16:30-19:00 საათი\n ადგილმდებარეობა: E405 (ფორბსის) აუდიტორია \nდასწრება თავისუფალია. \nშეხვედრების სრული განრიგი: https://bit.ly/2Kxm3dO \nიმისათვის\, რომ სისტემატიურად მიიღოთ ინფორმაციები პროექტის შესახებ და ისარგებლოთ სხვადასხვა თანმდევი ბენეფიტებით\, დარეგისტრირდით: https://goo.gl/L9Zcy2 \n#ILIAUNI #DSA #AdsGeorgia #Marshall \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ads-georgia-marshall-is-kvireuli-pirveli-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46904.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180528T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180528T190000
DTSTAMP:20260506T094920
CREATED:20180516T082800Z
LAST-MODIFIED:20240202T053853Z
UID:10001838-1527534000-1527534000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ სტივენ ჯონსის შეხვედრა მკითხველთან და წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:28 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართება პროფესორ სტივენ ჯონსის წიგნის „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალ-დემოკრატიისკენ (1883-1917)“ მეორე\, განახლებული ქართული გამოცემის პრეზენტაცია. \nღონისძიებას გახსნის საპატიო სტუმარი\, ნოე ჟორდანიას ვაჟი\, 1921 წელს დაბადებული რეჯებ ჟორდანია. \nწიგნის ავტორი ისაუბრებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავზე\, პირველ მოდერნულ ქართულ სახელმწიფოზე\, ქართული სოციალ-დემოკრატიის ისტორიაზე. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება პროფესორ სტივენ ჯონსის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებით დაჯილდოების ცერემონია. \nმომხსენებლის შესახებ \nპროფესორი სტივენ ჯონსი მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯში (აშშ) რუსეთისა და ევრაზიულ სწავლებათა მიმართულების ხელმძღვანელია. ის 1970-იანი წლებიდან მოყოლებული იკვლევს საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკას. დაწერილი აქვს ორი ფუნდამენტური მონოგრაფია: „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალ-დემოკრატიისკენ (1883-1917)“ და „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“. ამჟამად ასრულებს მესამე მონოგრაფიას\, რომელიც უშუალოდ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეეხება. \nდრო: 28 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\nდასწრება თავისუფალია. \n2020 წელი \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-stiven-jonsis-shekhvedra-mkithkhvelthan-da-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46360.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180529T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180529T190000
DTSTAMP:20260506T094920
CREATED:20180516T082900Z
LAST-MODIFIED:20240202T053846Z
UID:10001837-1527620400-1527620400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პანელური დისკუსია საქართველოს\, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით
DESCRIPTION:1918 წლის 26-28 მაისს ტფილისში გამოცხადდა სამხრეთ კავკასიის სამი რესპუბლიკის: საქართველოს\, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა.  29 მაისს\, 19:00 საათზე\, B201 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამართავს პანელურ დისკუსიას ამ მოვლენის 100 წლისთავთან დაკავშირებით. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და სომხეთის პირველ რესპუბლიკათა ყველაზე აღიარებული სპეციალისტები: მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორი სტივენ ჯონსი და ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი რიჩარდ ჰოვანესიანი. დისკუსიას გაუძღვება ოქსფორდის უნივერსიტეტის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის სწავლებათა პოსტსადოქტორო მკვლევარი\, პროფესორი ბექა კობახიძე. \nმომხსენებლების შესახებ \nპროფესორი სტივენ ჯონსი მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯში (აშშ) რუსეთისა და ევრაზიულ სწავლებათა მიმართულების ხელმძღვანელია. ის 1970-იანი წლებიდან მოყოლებული იკვლევს საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკას. დაწერილი აქვს ორი ფუნდამენტური მონოგრაფია: „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალ-დემოკრატიისკენ (1883-1917)“ და „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“. ახლა ასრულებს მესამე მონოგრაფიას\, რომელიც უშუალოდ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეეხება. \nპროფესორი რიჩარდ ჰოვანესიანი ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტში (UCLA) არმენოლოგიურ სწავლებათა დამფუძნებელია. შეიძლება ითქვას\, რომ არავის უკვლევია კავკასიის პირველ რესპუბლიკათა ისტორია ისე სიღრმისეულად\, როგორც ეს პროფესორმა ჰოვანესიანმა გააკეთა. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული მსოფლიოს სამ კონტინენტზე მან მოიარა\, ფაქტობრივად\, ყველა შესაძლო არქივი. 1967 წელს გამოსცა მონოგრაფია „სომხეთი დამოუკიდებლობის გზაზე“\, რასაც 1971-დან 1996 წლამდე მოჰყვა ოთხტომეული „სომხეთის რესპუბლიკა“. \nმოდერატორი: ბექა კობახიძე \nბექა კობახიძე ოქსფორდის უნივერსიტეტის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი სკოლის პოსტსადოქტორო მკვლევარი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორია. \nსამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი) \nდრო: 29 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/paneluri-diskusia-saqarthvelos-somkhethisa-da-azerbaijanis-damoukideblobis-100-tslisthavthan-dakavshirebith/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46390.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180530T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180530T190000
DTSTAMP:20260506T094920
CREATED:20180517T094102Z
LAST-MODIFIED:20240202T053840Z
UID:10001836-1527706800-1527706800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიული ბაზის ვებგვერდის პრეზენტაცია
DESCRIPTION:საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 30 მაისს\,19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საქართველოს პირველი რესპუბლიკის\nპროსოპოგრაფიული ბაზისა და სოციალური კლასტერების პროექტის ვებგვერდის პრეზენტაცია. პროექტს წარადგენს კვლევითი ჯგუფი პროფ. ნინო დობორჯგინიძის ხელმძღვანელობით. \nვებგვერდის შესახებ \nსაქართველოს რესპუბლიკის პროსოპოგრაფიული ბაზისა და სოციალური კლასტერების პროექტის ვებგვერდი\nhttp://prosopography.iliauni.edu.ge ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის მიერ შეიქმნა. \nვებგვერდი გაძლევთ შესაძლებლობას: \n\nგაეცნოთ\, იკვლიოთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მნიშვნელოვანი მოვლენები\, ამბები მათში მონაწილე პირების (25000-მდე) პერსპექტივიდან;\nგაეცნოთ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველ 24000-ზე მეტ ფაქტს;\nშეისწავლოთ 1918-1921 წლების 4000-მდე წყარო\, რომლებიც დამუშავებული და ბაზაში დოკუმენტირებულია ციფრული ჰუმანიტარიის თანამედროვე სტანდარტების მიხედვით;\nდაათვალიეროთ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ექსპერიმენტული გამოცემა\, რომელიც მომზადდა ციფრული ჰუმანიტარიის ხელსაწყოების Omeka-სა (Roy Rosenzweig Center for History and New Media (RRCHNM)) და Neatline-ის (University of Virginia Library) გამოყენებით.\n\nდრო: 30 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი.ჭავჭავაძის გამზირი N32 \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthvelos-pirveli-respublikis-prosopographiuli-bazis-vebgverdis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46435.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180531T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180531T140000
DTSTAMP:20260506T094920
CREATED:20180524T122513Z
LAST-MODIFIED:20240202T053839Z
UID:10001835-1527775200-1527775200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა HR.ge-ს ონლაინ დასაქმების ფორუმის შესახებ
DESCRIPTION:31 მაისს\, ხუთშაბათს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრას გამართავენ დასაქმების პორტალი HR.ge-ს წარმომადგენლები. \nშეხვედრის თემა: ონლაინ დასაქმების ფორუმი და ღონისძიება 2018. \nშეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნობენ ინფორმაციას ინოვაციური პროექტის შესახებ\, რომელიც გულისხმობს სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირებას თავდაპირველად ონლაინრეჟიმში\, შემდეგ კი\, ფინალურ ღონისძიებაზე\, –  პირისპირ გასაუბრებას. \nშეხვედრა საინტერესო იქნება ნებისმიერი კურსისა და მიმართულების სტუდენტისა და კურსდამთავრებულისთვის. \nდასწრების მსურველებმა\, გთხოვთ\, გაიარეთ რეგისტრაცია. \nდრო: 31 მაისი\, ხუთშაბათი\, 14:00 საათი. \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, III სართული\, ჭავჭავაძის N32. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-hr-ge-s-onlain-dasaqmebis-phorumis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46594.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180531T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180531T160000
DTSTAMP:20260506T094920
CREATED:20180528T081507Z
LAST-MODIFIED:20240202T053835Z
UID:10001834-1527782400-1527782400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსია თემაზე: „სიძულვილის ენა და ანტიდასავლური პროპაგანდა ქართულ საჯარო დისკურსში”
DESCRIPTION:31 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მედიის განვითარების ფონდი (M​D​F) და  ილიაუნი გიწვევთ პრეზენტაცია-დისკუსიაზე „სიძულვილის ენა და ანტიდასავლური პროპაგანდა ქართულ საჯარო დისკურსში”. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება MDF-ის უახლესი კვლევები –  „სიძულვილის ენა” და „ანტიდასავლური პროპაგანდა”. \n2017 წელს ამ მიმართულებით გამოვლენილ ტენდენციებზე  ისაუბრებენ მოწვეული სპიკერები:  მწერალი ლაშა ბუღაძე\, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი და რადიო თავისუფლების ქართული ბიუროს ხელმძღვანელი ნათია ზამბახიძე. \nშეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია. \nღონისძიება ტარდება „ტოლერანტობის\, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში\, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. \nდრო: 31 მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა:  წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/diskusia-themaze-sidzulvilis-ena-da-antidasavluri-propaganda-qarthul-sajaro-diskursshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46905.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180601T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180601T190000
DTSTAMP:20260506T094920
CREATED:20180529T134336Z
LAST-MODIFIED:20240202T053831Z
UID:10001833-1527879600-1527879600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამეორე ქება
DESCRIPTION:1-ლ ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეორე ქებას. \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 1-ლი ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-otsdameore-qeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46945.png
END:VEVENT
END:VCALENDAR