3 მაისს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება სასტუმრო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰოლდინგის Adjara group hospitality-ს დასაქმების ფორუმი. დასაქმების ფორუმის ფარგლებში Adjara group hospitality-ს რეკრუტინგის სპეციალისტები ადგილზე გაესაუბრებიან სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს და შეთანხმდებიან სამომავლო თანამშრომლობაზე. დასწრება თავისუფალია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი მიმართულების სტუდენტისა და კურსდამთავრებულისთვის - რეგისტრაცია. ფორუმზე თან უნდა იქონიოთ ამობეჭდილი რეზიუმე […]
30 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება დისკუსია „საბჭოთა რელიგიის პოლიტიკა და მისი „მემკვიდრეობა“ თანამედროვე საქართველოში“. მომხსენებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ სონღულაშვილი – „რელიგიის პოლიტიკა საბჭოთა საქართველოში“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამთა მიქელაძე (ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი) – „საბჭოთა რელიგიის პოლიტიკის მემკვიდრეობა დღეს –თანდოიანცის ეკლესიის შემთხვევის ანალიზი“. […]
30 აპრილს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში პროფესორი ბორის ნაიმანი (პარიზის ვალ-დე მარნის უნივერსიტეტი) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „არაფორმალური ეკონომიკა საქართველოში“. ლექციის მთავარი მიზანია არაფორმალური ეკონომიკის განვითარების გამომწვევი მიზეზების მიმოხილვა საქართველოსთვის. ასევე წარმოდგენილი იქნება მეთოდები, რომლებიც გამოიყენება არაფორმალური ეკონომიკის შესასწავლად და შესაფასებლად. დასასრულ მომხსენებელი განიხილავს პოლიტიკის ინსტრუმენტებს, რომლებიც ხელს უწყობს არაფორმალური სექტორის ლეგალიზაციას. მომხსნებლის […]
1-ლ მაისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება კვლევითი პროექტის „რელიგია ქართველ ახალგაზრდებში" დასკვნითი კონფერენცია და ფოტოგამოფენა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში შესრულებული კვლევები. დამსწრეთ საშუალება ექნებათ, მოუსმინონ სოციოლოგიის და რელიგიის კვლევების მაგისტრანტებსაც. კვლევითი პროექტი: „რელიგია ქართველ ახალგაზრდებში" რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების ფარგლებში ხორციელდება. დეტალური პროგრამისთვის იხილეთ მიმაგრებული ფაილი. დრო: 1-ლი […]
1-ლ მაისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში პროფესორი კრისტინა პოზნანსკა წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ინოვაციის წარმატების ფაქტორები მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში“. ლექციის მიზანია, წარმოგიდგინოთ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარება პოლონეთში და აჩვენოს კონკურენტული უპირატესობისა და ინოვაციების მთავარი წყაროები მცირე და საშუალო ბიზნესში. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: მცირე და საშუალო ზომის საწარმოების […]
2 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა კომპანია Recognizer Group GmbH-ის მონაცემთა მეცნიერთან, რევაზ ტატიშვილთან. მონაცემთა ანალიზი, ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება – ეს ის ტექნოლოგიური მიმართულებებია, რომლებიც ჩვენი ცხოვრების მომავალს შეცვლის, შეამცირებს რისკებსა და დანახარჯებს, ამასთან დაგვეხმარება ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორის, დროის, დაზოგვაში. მონაცემთა ანალიზის საშუალებით შესაძლებელია მილიონობით ინფორმაციის ფილტრაცია და […]
2 მაისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში პროფესორი კრისტინა პოზნანსკა წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ინოვაციების ახალი ფორმები“. ლექციის მიზანია, წარმოადგინოს ღია ინოვაციის ცნება. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ღია ინოვაციის ცნება; ინოვაციური აქტივობის მხარდაჭერის სისტემა პოლონეთში; საწარმოების ურთიერთობა ბიზნეს გარემოში მოქმედ დაწესებულებებთან, როგორც ღია ინოვაციის მანიფესტაცია; კვლევის შედეგები. მომხსნებლის შესახებ კრისტინა პოზნანსკა კრაკოვის ეკონომიკის […]
2 მაისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში პროფესორი კრისტინა პოზნანსკა წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ინოვაციების ახალი ფორმები“. ლექციის მიზანია, წარმოადგინოს ღია ინოვაციის ცნება. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ღია ინოვაციის ცნება; ინოვაციური აქტივობის მხარდაჭერის სისტემა პოლონეთში; საწარმოების ურთიერთობა ბიზნეს გარემოში მოქმედ დაწესებულებებთან, როგორც ღია ინოვაციის მანიფესტაცია; კვლევის შედეგები. მომხსნებლის შესახებ კრისტინა პოზნანსკა კრაკოვის ეკონომიკის […]
3 მაისს, 19:00 საათზე, ილიაუნის ლიტერატურული კლუბის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გაიმართება. ლექციის თემა: პოლ ოსტერის „მისნის ღამე“ ლევან ბერძენიშვილი ისაუბრებს პოსტმოდერნისტული რომანზე ავტობიოგრაფიული ელემენტებით, თავშესაფარში უიომედოდ ჩაკეტილი და მიტოვებული პერსონაჟით, ერთმანეთში ჩაწყობილი წიგნებით და ნამდვილი მისნობის მაგიით. პოლ ოსტერის „მისნის ღამე“ ინგლისურ ენაზე 2003 წელს გამოიცა, წიგნი ქართულად 2012 […]
4 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ ტურისტული კომპანია „მიმინო თრეველის“ წარმომადგენლები. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები სტუდენტებს გააცნობენ ინფორმაციას ახალი პროექტის, „გიდების სკოლის“ შესახებ. „გიდების სკოლა“ საინტერესოა ტურიზმის მიმართულებით კარიერის განვითარების მსურველი სტუდენტებისთვის. პროექტში მონაწილეობა უფასოა და გულისხმობს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას და, წარმატების შემთხვევაში, მაღალანაზღაურებად სამსახურს ტურისტულ კომპანიაში. შეხვედრაზე […]
4 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში ლენტეხის, ზესტაფონისა და გორის სალოტბარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართება კონცერტი. დრო: 4 მაისი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
4 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 აუდიტორიაში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვევით ფრანგი მკვლევარი ფრანსის რიშარი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „კოდიკოლოგია და ხელნაწერების შესწავლა ირანისტიკის სამსახურში.“ უამრავი სპარსული ხელნაწერი ინახება სხვადასხვა ბიბლიოთეკაში, მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. მათი კატალოგიზაციისა და დიგიტალიზაციის პროცესი მეტ-ნაკლებად სრულად მიმდინარეობს. ეს კვლევისთვის დიდ შესაძლებლობებს ქმნის. ამასთან ხელნაწერებში არსებული მასალების, […]
4 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში პროექტ „სტუდენტ-არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადის“ ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „გარაჟი – აშენებული დროებითობა“. ლექციას წაიკითხავს ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის დოქტორანტი, ბარსელონის უნივერსიტეტის მაგისტრი ურბანულ დიზაინში, ''Tbilisi Architecture Biennial 2018''-ის დამფუძნებელი თინათინ გურგენიძე. ლექციაზე განიხილება ავტოფარეხების ტრანსფორმირებული სივრცეების ნარატივი. პროექტ „სტუდენტ-არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადის“ მიზანია, თბილისის ავტოფარეხებისა […]
4 მაისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში პროფესორი ბორის ნაიმანი (პარიზის ვალ-დე მარნის უნივერსიტეტი) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ დავწეროთ სამაგისტრო ნაშრომი“. ლექციის მიზანია, დაეხმაროს სტუდენტებს ეკონომიკასა და სოციალურ მეცნიერებებში სამაგისტრო ნაშრომის წერაში. შეხვედრაზე განხილული თემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც უკვე დაწყებული აქვთ სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა. მომხსენებელი განიხილავს რეკომენდაციებს მეთოდოლოგიასთან, გამოსაყენებელ მონაცემებთან, ლიტერატურასა […]
5 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ჟან-კრისტოფ სალადენი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ჰუმანიზმი და რელიგია – ძმათამკვლელობის ისტორია. კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ასოციაცია „ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე“ და ფრანგული ასოციაცია Espace Analytique-Association de formation psychanalytique et de recherche freidienne. ჰუმანიზმის დაბადება XIV საუკუნის იტალიაში აზროვნების ისტორიაში იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელსაც მეცნიერი განსაკუთრებული კუთხით განიხილავს: როგორ […]