ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი მაის-ივნისში განახორციელებს პროექტ “ADS Georgia”-ს მეორე ეტაპს, რომელშიც 6 სააგენტო მიიღებს მონაწილეობას. ADS Georgia ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე არსებული ძირითადი კრეატიული სააგენტოები, ნახონ ვინ და როგორ ქმნის მათთვის ცნობილ სარეკლამო კამპანიებს. 7 მაისს გაიმართება პროექტის მეორე ნაწილის […]
7 და 8 მაისს ერასმუსს+-ის , დიდროს უნივერსიტეტის (საფრანგეთი) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ილიაუნიში ოლივიე დუვილის საჯარო ლექციები გაიმართება თემაზე ნარცისიზმი. ოლივიე დუვილი არის ფსიქოანალიტიკოსი, ანთროპოლოგი, Paris 10-Nanterre-ისა და Paris 7 Denis-Diderot-ს უნივერსიტეტების პროფესორი, ფსიქიატრიის განვითარების ასოციაციის საპატიო წევრი, ევროპის ფსიქოანალიტიკური ფონდაციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი, საფრანგეთის ანთროპოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი, 300-ზე მეტი სტატიისა და […]
7 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ღია დისკუსია თემაზე „რას გვაძლევს ევროპა, ნატო და რას გვართმევს რუსეთი?“ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ „ფორმულა კრეატივის“ დამფუძნებელი და სერიალის „ჩემი ცოლის დაქალები“ პროდიუსერი ირაკლი საღინაძე, „ფორმულა კრეატივის“ სცენარისტი მიშა მშვილდაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ საბჭოს წევრი დავით სიხარულიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ […]
7 მაისს, 20:00 საათზე, ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის E304 აუდიტორიაში ვალ-დე მარნის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) თანამშრომელი ერიკ ჰერცლერი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „კრეატიული საფრანგეთი: საფრანგეთი ინოვაციის კერა?“ ყველაზე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, კერძოდ, იაპონიასა და ევროპის ქვეყნებს, ვერ მიუღწევიათ მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის. ამიტომ საერთო კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია გზების ძიება მდგრადი ზრდისთვის ახალი წყაროების მოსაპოვებლად. უკანასკნელ ათწლეულებში ქვეყნები ფიქრობენ […]
8 მაისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „თანამედროვე ქართული ლიტერატურის ენა“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: ქართული გალაკტიონამდე და მის შემდგომ, პოეზიიდან პროზისკენ (ოთარ ჭილაძე), სლენგი და დიალექტი, აკა მორჩილაძე და დავით კლდიაშვილი, სოციალური ქსელები და ლიტერატურა. დრო: 8 მაისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. […]
8 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E316 აუდიტორიაში შევინ აბასოღლუ (რესპუბლიკის უნივერსიტეტი (Cumhuriyet University), თურქეთი) წაიკითხავს საჯარო ლექციას „დროისა და კრიზისის მართვა“. დროის მართვა დრო უდიდესი კაპიტალია, რომელიც ადამიანმა უნდა გამოიყენოს პროგრესის მიღწევად. ამ უმნიშვნელოვანესი კაპიტალის შეფასების მეთოდების სწავლება მენეჯერებისა და ახალგაზრდებისთვის არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. დროის მართვის ცნება ბევრს ჰგონია, რომ ორგანიზაციებისთვის უმთავრესი რესურსი ფულია […]
8 მაისს, 20:00 საათზე, ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის E309 აუდიტორიაში ვალ-დე მარნის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) თანამშრომელი ერიკ ჰერცლერი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე:„კრიპტოვალუტის მომავალი“. მომხსნებელი ისაუბრებს, საიდან მოდის კრიპტოვალუტა, მის მომავალზე, ასევე მასთან დაკავშირებულ სწრაფი ფინანსური შემოსავლების იმედსა და ისეთი ეკონომიკური სისტემების ზრდის საჭიროებაზე, რომლებიც, როგორც ჩანს, ვერ ამართლებს იმედებს. მომხსენებლის შესახებ ერიკ ჰერცლერს დამთავრებული აქვს პარიზის უმაღლესი […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა მაგისტრობის კანდიდატებისათვის 2018 წლის 10 მაისს საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/lawschool2018 რა ინფორმაციას მიიღებთ საინფორმაციო შეხვედრაზე? ილიაუნის სამართლის სკოლის საინფორმაციო შეხვედრაზე თქვენ შეხვდებით სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამის წარმომადგენლებს და მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას: რა პროგრამებზე ექნება მიღება 2018 წელს სამართლის სკოლას; როგორ უნდა დარეგისტრირდეთ ილიაუნის […]
10 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში დენი დიდროსა და ილიას უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება ოლივიე დუვილისა და კატრინ სალადენის საჯარო ლექციები. ოლივიე დუვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე „პარანოია“. მომხსენებლის შესახებ ოლივიე დუვილი არის ფსიქოანალიტიკოსი, ანთროპოლოგი, Paris 10-Nanterre-ისა და Paris 7 Denis-Diderot-ს უნივერსიტეტების პროფესორი, ფსიქიატრიის განვითარების ასოციაციის საპატიო წევრი, ევროპის ფსიქოანალიტიკური […]
10 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ გიორგი კეკელიძის რომანის LILOS ANGELES პრეზენტაციაზე. გრიგოლი და მარიამი გურიის პატარა ქალაქში ცხოვრობენ 90-იან წლებში და ერთ დანგრეულ სკოლაში სწავლობენ. ირგვლივ გაჭირვება, სიკვდილი და უიმედობაა. გრიგოლს უყვარს აჭარიდან გადმოსახლებული მარიამი, მარიამსაც უყვარს ბიჭი... ორივე გულუბრყვილოდ ოცნებობს მომავალზე, გრიგოლი – მარიამის […]
10 მაისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბის ორგანიზებით გაიმართება პეტერ ვაისის განთქმული პიესის „მარატ-სადის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია. პიესა თარგმნა ჯემალ ჭელიძემ და გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ. წიგნის წარდგინებაში მონაწილეობას მიიღებენ ლაშა ბუღაძე, გიგა ზედანია, გიორგი მაისურაძე და ნინო ფირცხალავა. წიგნის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ილიაუნის თეატრის ფოიეში გაიმართება სპექტაკლის „მარატ-სადი“ პრემიერა, […]
10 მაისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში პროფესორი მაჯდა ტაფრა ვლაჰოვიკი (გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, ბალთაზარი, ხორვატია) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ეთიკა/კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR), მარკეტინგი და რეკლამა“. ლექციის მიზანია მარკეტინგსა და რეკლამასთან დაკავშირებულ ეთიკურ საკითხებზე აქცენტის გაკეთება და ისეთი საკითხების განხილვა, როგორებიცაა მწვანე მარკეტინგი და კავშირი მარკეტინგსა და სოციალურ მედიას შორის, ასევე […]
10, 11 და 12 მაისს, 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრი პრემიერას ითამაშებს. სპექტაკლი „მარატ-სადი“, პეტერ ვაისის პიესის მიხედვით, თეატრის ფოიეში გაიმართება. სპექტაკლი ახალგაზრდა რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის დებიუტია. მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამა დრამის რეჟისურის მიმართულებით დაამთავრა. პიესაზე მან იმუშავა ამავე პროგრამის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ერთად, რომელთაც პარტნიორობას გამოცდილი, ცნობილი მსახიობები – ბაჩო ჩაჩიბაია, ამირან […]
2018 წლის მაის-ივნისში ილიაუნის სამართლის სკოლა აბიტურიენტებისათვის ჩაატარებს სამოქალაქო განათლების უფასო მოსამზადებელ კურსს. კურსს გაუძღვება სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალი. მოსამზადებელი კურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის, რომლებიც საბაზისო დონეზე ფლობენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამოქალაქო განათლების საგამოცდო მასალას და საჭიროებენ ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდების ჩაბარების ტექნიკებში დახელოვნებას. კურსის ხანგრძლივობა და განრიგი: კურსი დაიწყება 26 მაისს და დასრულდება […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა 24 ივნისს სამართლის მიმართულებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის სასტიპენდიო კონკურსს ჩაატარებს. კონკურსის მონაწილე წარმატებული აბიტურიენტები საინტერესო პრიზებით დაჯილდოვდებიან, ხოლო კონკურსის გამარჯვებულები მიიღებენ ილიაუნის სამართლის სკოლის 1000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს. ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა? კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ აბიტურიენტს, რომელიც 2018 წელს აბარებს ერთიან ეროვნული გამოცდებს. როგორ მივიღო კონკურსში მონაწილეობა? კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი […]
11 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ მეოცე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ […]
11 მაისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში პროფესორი მაჯდა ტაფრა ვლაჰოვიკი (გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, ბალთაზარი, ხორვატია) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „აქციონერები და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა“. ლექციის მიზანია, სტუდენტებს უჩვენოს ურთიერთკავშირი სააქციო თეორიასა და კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას შორის ეთიკური გადაწყვეტილებების მიღებისას. მომხსენებელი გაგაცნობთ ცნებებს იმის საჩვენებლად, თუ ვის აქვს პირადი ინტერესი კომპანიაში და […]