
10 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ გიორგი კეკელიძის რომანის LILOS ANGELES პრეზენტაციაზე.
გრიგოლი და მარიამი გურიის პატარა ქალაქში ცხოვრობენ 90-იან წლებში და ერთ დანგრეულ სკოლაში სწავლობენ. ირგვლივ გაჭირვება, სიკვდილი და უიმედობაა. გრიგოლს უყვარს აჭარიდან გადმოსახლებული მარიამი, მარიამსაც უყვარს ბიჭი…
ორივე გულუბრყვილოდ ოცნებობს მომავალზე, გრიგოლი – მარიამის ცოლად შერთვაზე, მარიამი კი, თავისი აზრით, ლამაზ, ფერად სამყაროზე – ლილოს ბაზრობაზე, რომელიც მისთვის ახალ ცხოვრებაში შესასვლელი კარი უნდა გახდეს.
რომანი LILOS ANGELES გიორგი კეკელიძის ბოლო წიგნია, მას პრეზენტაციაზე ავტორი წარადგენს.
მკითხველი უკვე კარგად იცნობს ქართველ პოეტს, პროზაიკოსსა და ესეისტს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, გიორგი კეკელიძეს. იგი პრემია „საბასა“ და არაერთი სხვა პრემიისა და ჯილდოს ლაურეატია.
დრო: 10 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]