
4 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 აუდიტორიაში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვევით ფრანგი მკვლევარი ფრანსის რიშარი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „კოდიკოლოგია და ხელნაწერების შესწავლა ირანისტიკის სამსახურში.“
უამრავი სპარსული ხელნაწერი ინახება სხვადასხვა ბიბლიოთეკაში, მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. მათი კატალოგიზაციისა და დიგიტალიზაციის პროცესი მეტ-ნაკლებად სრულად მიმდინარეობს. ეს კვლევისთვის დიდ შესაძლებლობებს ქმნის. ამასთან ხელნაწერებში არსებული მასალების, როგორც უნიკალური არტეფაქტების, ხელწერის, პატრონაჟისა და და სკრიპტორიუმის, ბიბლიოთეკების შესწავლა, ყურადღების გამახვილება წიგნებში არსებულ შენიშვნებზე, ე. წ „კოდიკოლოგიის“ ელემენტებია და ისტორიკოსებისთვის მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა.
მომხსენებლის შესახებ
ფრანსის რიშარი 1974-დან 2003 წლამდე იყო სპარსული ხელნაწერების მთავარი მცველი საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, შემდგომ – ისლამური ხელოვნების დეპარტამენტის დირექტორი ლუვრის მუზეუმში (2003-2006), პარიზის ენებისა და ცივილიზაციების უნივერსალური ბიბლიოთეკის (BULAC) სამეცნიერო დირექტორი და ცენტრალურ აზიაში ფრანგული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (2010-2013). მეცნიერი არაერთი წიგნის, ხელნაწერების კატალოგის, სტატიების ავტორია.
ლექციის ენა: ინგლისური
დრო: 4 მაისი, 16.00 საათი
ადგილმდებარეობა: S201/202 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]