12 თებერვალს საქართველოში სტემ-მიმართულებების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭებათ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს დეკანს, კენ უოლშსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ჯენერ ედელმანს. დრო: 12 თებერვალი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი" (ი.ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ცერემონიაზე დასწრება თავისუფალია.
12 თებერვალს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი გიწვევთ კონცერტზე, რომელიც გუნდის მეთერთმეტე სემესტრული საანგარიშო გამოსვლაა. კონცერტზე გუნდი ამჯერადაც ახალი რეპერტუარით წარდგება მსმენელის წინაშე. გუნდის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია. დრო: 12 თებერვალი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
12 თებერვალს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი გიწვევთ კონცერტზე, რომელიც გუნდის მეთერთმეტე სემესტრული საანგარიშო გამოსვლაა. კონცერტზე გუნდი ამჯერადაც ახალი რეპერტუარით წარდგება მსმენელის წინაშე. გუნდის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია. დრო: 12 თებერვალი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
12 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი, გიორგი ქადაგიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „განათლება და ეკონომიკური ზრდა“. მომხსენებელი ისაუბრებს განათლებისა და ეკონომიკური ზრდის კორელაციის საერთაშორისო გამოცდილებასა და განვითარებადი ქვეყნების გამოწვევებზე ამ მიმართულებით. ასევე განიხილავს, თუ რა წილი აქვს განათლებას ევროპული ქვეყნების სახელმწიფო ხარჯებსა და მთლიან შიდაპროდუქტში; სად არის საქართველო ამ მიმართულებით და რამდენად კრიტიკულია არსებული მდგომარეობა. […]
14 თებერვალს, ოთხშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში Lancaster EPS-ის პროექტის კონტროლისა და დაგეგმვის მენეჯერი გიორგი ანთაძე გამართავს საჯარო ლექციას ჩრდილოეთ ზღვაში (West of Shetland) ახალი ნავთობსაბადოს განვითარების პროექტის შესახებ. ლექციაზე განხილული იქნება ნავთობის დაბალი ფასის პირობებში დიდი საბადოების განვითარების ახალი მიდგომები, რომელთა გამოც აღნიშნული პროექტისადმი საერთაშორისო ნავთობინდუსტრიის ინტერესი დღითიდღე იზრდება. დრო: 14 […]
15 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „ინტელექტი“ გეპატიჟებათ თეონა დოლეჯაშვილის ახალი პროზაული კრებულის "Personal Jesus" განხილვაზე. ადამიანი და სისტემა თეონა დოლენჯაშვილის წიგნის და შეხვედრის მთავარი თემაა. ინდივიდის პერსონალური სამყარო, პერსონალური ანგელოზები და დემონები და საერთო ტოტალიტარული, პოლიციური თუ საზოგადოებრივი სისტემა. ინდივიდი – ერთი სისტემური ღმერთის ნაწილი თუ მისი მსხვერპლი? ძველი, ახალი და […]
16 თებერვალს, 17:00 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ ახალი გამოცემის „საზღვრებს მიღმა: კონფლიქტი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში“ პრეზენტაციასა და საჯარო დისკუსიაზე „აღმოსავლეთ-დასავლეთის სამეცნიერო დიალოგი“. სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული პროცესები სიღრმისეულად ნაკლებად არის შესწავლილი. სწორედ ამ მიზნით 2015 წელს გერმანულმა ინტერდისციპლინურმა აკადემიურმა […]