21 თებერვალს, ოთხშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში სივრცითი საინფორმაციო სისტემების ლაბორატორიის დირექტორი, დოქტორი ილია ზასლავსკი წაიკითხავს მოხსენებას: „SuAVE: საველე კვლევებისა და გამოსახულებების კოლექციების ვიზუალური ანალიზის ახალი ონლაინსისტემა“. SuAVE: საველე კვლევებისა და გამოსახულებების კოლექციების ვიზუალური ანალიზის ახალი ონლაინსისტემა კვლევების ვიზუალური ანალიზის სისტემა (შემდგომში SuAVE) (http://suave.sdsc.edu) აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით დაარსებული უფასო ონლაინსისტემაა. […]
22 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ მთარგმნელ ხათუნა ცხადაძის ლექციაზე „კუნძული. გრაცია დელედა“. „იდეალიზმით შთაგონებული ნაწერებისთვის, რომლებშიც მოქნილად და მკაფიოდ იხატება ავტორის მშობლიური კუნძულის ცხოვრება; ზოგადსაკაცობრიო საკითხების განსაკუთრებული სიღრმითა და სითბოთი წარმოჩენისთვის,“ – ამ სიტყვებით ნობელის კომიტეტმა 1926 წელს გრაცია დელედას მიანიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში. გრაცია დელედა […]
23-24 თებერვალს, 11:00-დან 19:00 საათამდე, „ექსპო ჯორჯიას" მე-11 საგამოფენო პავილიონში გელოდებით განათლების მე-8 საერთაშორისო გამოფენაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლამაზი და ინტერაქტიული სტენდით, რომელიც ილიაუნის არქიტექტურის მიმართულების სტუდენტების – ლიკა ვადაჭკორიასა და ლაშა გაგნიძის პროექტით დამზადდა. სტენდთან მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას იმ სიახლეებისა და შესაძლებლობების (სტიპენდიები, კონკურსები, საგანმანათლებლო პროგრამები და ა.შ.) შესახებ, რომელთაც ილიაუნი წელს გთავაზობთ განათლების […]