6 თებერვალს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტ რატი ამაღლობელის ლექციათა ციკლის – „ქართული ლიტერატურა და სახელმწიფოს იდეა XIX-XX საუკუნეებში “ – მეორე შეხვედრის თემაა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება – თანამედროვე საქართველოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ჩანასახი“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: კულტურის, პოლიტიკისა და ეკონომიკის ურთიერთმიმართება და მე-19 საუკუნის ქართული საზოგადოება, […]
7 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის სარკეებიან დარბაზში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამუსიკო ხელოვნების პროგრამის დოქტორანტების – ნათია ბერაიასა და დაჩი თაქთაქიშვილის საჯარო კონცერტი. პროგრამაშია შუბერტის, შოპენის, ლისტისა და ლაღიძის საფორტეპიანო ნაწარმოებები. ნათია ბერაიამ ნიჭიერთა ათწლედის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში, პროფ. ნანა ხუბუტიას კლასში განაგრძო. ნათია არაერთი კონკურსის […]
8 თებერვალს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გიწვევთ ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. ისინი მოგაწვდიან ინფორმაციას დასაქმების შესაძლებლობებზე, საშუალება გექნებათ, ადგილზე შეავსოთ განაცხადი და გაესაუბროთ დამსაქმებელს. პოზიცია: გაყიდვების აგენტი სამუშაოს აღწერა: ლიბერთი ბანკის ფილიალებში პოტენციური/არსებული კლიენტებისთვის საბანკო პროდუქტებზე კონსულტაციის გაწევა და მათი შეთავაზება/ გაყიდვა; პლანშეტური კომპიუტერის საშუალებით საკრედიტო პროდუქტზე განაცხადის შევსება და შესაბამისი პროცედურის […]
8 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ ჩაკ პალანიკის რომანის „ხრჩობა“ ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე. წიგნს მწერალი ზაზა კოშკაძე, შოთა დიღმელაშვილი (გამომცემლობა "ზოლიანი კატა") და ლუკა გრიგოლია (,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა'') წარადგენენ. თუ დახრჩობის გეშინიათ, სულ ტყუილად – არავინ გემუქრებათ. თუ დახრჩობისგან ადამიანის გადარჩენა, ან, ზოგადად, […]
9 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ მეთორმეტე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ […]