6 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ინიციატივით ილიაუნის E207 აუდიტორიაში გაიმართება PR აკადემიის დირექტორის, ნათია გოცაძის მასტერკლასი „7 ნაბიჯი სურვილიდან შედეგამდე“. მასტერკლასის თემა: როგორ მივაღწიოთ მიზანს. საუბარი შეეხება მიზნის მიღწევის ტექნიკებსა და ბარიერებს, რომლებსაც ვაწყდებით ამ პროცესში. ასევე როგორ ვაქციოთ სურვილი მიზნად და რა განსხვავებაა ოცნებასა და მიზანს შორის; როგორ შევიქმნათ და […]
8 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში გაგა ნახუცრიშვილი წაიკითხავს ლექციას ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, ისაუბრებს, როგორ დაიწერა „პატარა პრინცი“ და „ადამიანთა მიწა“, დაუსრულებელი რომანი „ციტადელი“ და სხვ. ამ შეხვედრით დაიწყება ლექციების ციკლი, რომელიც გაგრძელდება საუბრებით კლასიკოსი მწერლების ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. განხილული იქნება ქართველ და უცხოელ მწერალთა ცხოვრებისა და […]
8 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის მკვლევარი, მაგისტრანტი ნიკოლოზ პაპოშვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „გარიელის (Melanitta fusca) კონსერვაცია საქართველოში“. ნიკოლოზ პაპოშვილი ახორციელებს კვლევით-გარემოსდაცვით პროექტს, რომელიც ეხება იშვიათი ფრინველის, გარიელის (Melanitta fusca), კონსერვაციას საქართველოს ფარგლებში. გარიელი კლასიფიცირებულია, როგორც მოწყვლადი (VU) სახეობა IUCN- ის მიერ, ხოლო საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით – როგორც გადაშენების პირას […]
8 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილეს აღნიშვნის ფარგლებში გეპატიჟებათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, კოკა ბრეგაძის საჯარო ლექციაზე. ლექციაზე ბარათაშვილის ლირიკული ტექსტების ჰერმენევტიკული ანალიზის, ანუ საკუთრივ ტექსტის დაფარული საზრისის განმარტება-გაგებაზე ორიენტირებული ინტერპრეტაციის საფუძველზე გამოკვეთილი იქნება მისი პოეზიის საკუთრივ რომანტიკული სპეციფიკა (მსოფლმხედველობა, სახისმეტყველება). ლექციის დასასრულს განხილული […]
8 ნოემბერს დასრულდა ილიაუნის შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი კალათბურთში შეჯიბრებაში მონაწილეობდა 28 გუნდი. პლეიოფ-რაუნდის, ჯგუფური ეტაპის, მეოთხედფინალებისა და დაძაბული ნახევარფინალების შემდეგ ფინალში ერთმანეთს „გეგეშას ბიჭები“ და „BC არი-რა“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა „გეგეშას ბიჭების“ უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 20:6 დასრულდა. III ადგილისათვის მატჩში ერთმანეთს „პეპელა“ და ''House of Luck'' დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ძირითადი […]
9 ნოემბერს, ხუთშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება წიგნის ''Ethnobotany of the Caucasus" პრეზენტაცია. მასში გაერთიანებული სტატიების დიდი ნაწილი ეკუთვნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და ილიაუნის ბოტანიკის ინსტიტუტის მკვლევრებს. წიგნი ''European Ethnobotany"-ის სერიით გამოსცა „შპრინგერმა“, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აპირებს ამ სერიის გაგრძელებას. წიგნს წარადგენს ექსპედიციისა და პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, […]
2017 წლის 10 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ლევან შოშიაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) გამართავს შეხვედრას თემაზე: TeX-ით სარგებლობა ქართულ ენაზე. TeX-ი გამოიყენება როგორც საბუნებისმეტყველო, ასევე ჰუმანიტარული მიმართულების ქართულენოვანი, დოკუმენტებისთვის. შეხვედრაზე განხილული იქნება TeX-ის ქართული პაკეტის დაყენება/გამართვა Windows და Linux ოპერაციული სისტემებისთვის და მისი გამოყენების მაგალითები, როგორებიცაა მათემატიკური ფორმულები, პარალელური […]
10 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ მესამე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული […]
10 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ლიბცენტრის ეგიდით დავით კახაბერი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ჰომოფობიის კულტურული და პოლიტიკური განზომილება“. მომხსნებელი ისაუბრებს ჰომოფობიის კულტურულ და პოლიტიკურ საფუძვლებზე. დრო: 10 ნოემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.