Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ილიაუნის ჩემპიონატი კალათბურთში დასრულდა

ნოემბერი 9, 2017 / 14:17

8 ნოემბერს დასრულდა ილიაუნის შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი კალათბურთში

შეჯიბრებაში მონაწილეობდა 28 გუნდი. პლეიოფ-რაუნდის, ჯგუფური ეტაპის, მეოთხედფინალებისა და დაძაბული ნახევარფინალების შემდეგ ფინალში ერთმანეთს „გეგეშას ბიჭები“ და „BC არი-რა“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა „გეგეშას ბიჭების“ უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 20:6 დასრულდა.

III ადგილისათვის მატჩში ერთმანეთს „პეპელა“ და ”House of Luck” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ძირითადი დრო დასრულდა ანგარიშით 20:20. დამატებით ტაიმში კი 2 ქულის მოპოვება ”House of Luck”-მა შეძლო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ჩემპიონატის შედეგები სრულად იხილეთ აქ.

იხილეთ ჩემპიონატის ფოტომასალა: https://goo.gl/qq7MYS

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ნოემბერი 9, 2017
Time:
14:17
Event Category:
Event Tags: