BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171106T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171106T140000
DTSTAMP:20260508T161818
CREATED:20171103T115223Z
LAST-MODIFIED:20240202T060004Z
UID:10002093-1509976800-1509976800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნათია გოცაძის მასტერკლასი: „7 ნაბიჯი სურვილიდან შედეგამდე“
DESCRIPTION:6 ნოემბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ინიციატივით ილიაუნის E207 აუდიტორიაში გაიმართება PR აკადემიის დირექტორის\, ნათია გოცაძის მასტერკლასი „7 ნაბიჯი სურვილიდან შედეგამდე“. \nმასტერკლასის თემა: როგორ მივაღწიოთ მიზანს. \nსაუბარი შეეხება მიზნის მიღწევის ტექნიკებსა და ბარიერებს\, რომლებსაც ვაწყდებით ამ პროცესში. \nასევე \n\nროგორ ვაქციოთ სურვილი მიზნად და რა განსხვავებაა ოცნებასა და მიზანს შორის;\nროგორ შევიქმნათ და შევინარჩუნოთ მოტივაცია;\nროგორ ჩამოვაყალიბოთ მიზანი ისე\, რომ მისი მიღწევა შესაძლებელი გახდეს;\nრა არის წარმატება და როგორ იქმნებიან წარმატებული ადამიანები.\n\nინფორმაცია სპიკერის შესახებ \nნათია გოცაძე არის PR აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი\, საჯარო მმართველობის დოქტორი. მას აქვს 15-წლიანი გამოცდილება კომუნიკაციების სფეროში\, სერტიფიცირებული ბიზნესტრენერია    7-წლიანი გამოცდილებით; ნათია გოცაძის საავტორო პროგრამებია: არავერბალური კომუნიკაცია და ზეგავლენის ჟესტები\, ურთიერთობის ფსიქოლოგია და ადამიანების მართვა\, საზოგადოებასთან ურთიერთობა\, ეფექტური კომუნიკაცია და სხვ. იგი არის ამერიკის პიარ ასოციაციის (PRSA) წევრი; 2015 წლიდან – PR აკადემიის საერთაშორისო განათლების ცენტრის დამფუძნებელი\, 2015 წლიდან – ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის ავტორიზებული პროფესორი. \nდრო: 6 ნოემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/nathia-gotsadzis-masterklasi-7-nabiji-survilidan-shedegamde/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42749.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171108T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171108T140000
DTSTAMP:20260508T161818
CREATED:20171106T111517Z
LAST-MODIFIED:20240202T060001Z
UID:10002092-1510149600-1510149600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მწერალი და ბედისწერა“– გაგა ნახუცრიშვილის საჯარო ლექცია ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე
DESCRIPTION:8 ნოემბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში გაგა ნახუცრიშვილი წაიკითხავს ლექციას ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ\, ისაუბრებს\, როგორ დაიწერა „პატარა პრინცი“ და „ადამიანთა მიწა“\, დაუსრულებელი რომანი „ციტადელი“ და სხვ. \nამ შეხვედრით დაიწყება ლექციების ციკლი\, რომელიც გაგრძელდება საუბრებით კლასიკოსი მწერლების ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. განხილული იქნება ქართველ და უცხოელ მწერალთა ცხოვრებისა და წერის სტილი. მათი შემოქმედება და ცხოვრება ხომ ხშირად საბედისწეროდ ჰგავდა ერთმანეთს. ხანდახან კი\, პირიქით\, სრულიად განსხვავებული იყო. არც ავტორები ჰგავდნენ ერთმანეთს – ზოგი „კაბინეტის“ მწერალი იყო\, ზოგიც საკუთარ ცხოვრებას გვაზიარებდა. რით ჰგავდნენ ერთმანეთს და რითი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ავტორები და მათი შემოქმედება? რა განაპირობებდა ამას – დრო\, გარემო თუ მათი ინდივიდუალიზმი? რატომ იქმნებოდა კატაკლიზმების დროს დიდი ხელოვნება? რითი განსხვავდებოდნენ ავტორები სხვა ადამიანებისგან\, რა იყო მათში ასეთი განსაკუთრებული\, რაც ახლაც ასე გვიზიდავს? \nშეხვედრების ბოლოს გაიმართება თემის განხილვა. \nდრო: 8 ნოემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ილია ჭავჭავაძის გამზირი N32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mtserali-da-bedistsera-gaga-nakhutsrishvilis-sajaro-leqtsia-antuan-de-sent-egziuperis-tskhovrebasa-da-shemoqmedebaze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42753.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171108T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171108T160000
DTSTAMP:20260508T161818
CREATED:20171027T122939Z
LAST-MODIFIED:20240202T055957Z
UID:10002091-1510156800-1510156800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია: „გარიელის (Melanitta fusca) კონსერვაცია საქართველოში“
DESCRIPTION:8 ნოემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის მკვლევარი\, მაგისტრანტი ნიკოლოზ პაპოშვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „გარიელის (Melanitta fusca) კონსერვაცია საქართველოში“. \nნიკოლოზ პაპოშვილი ახორციელებს კვლევით-გარემოსდაცვით პროექტს\, რომელიც ეხება იშვიათი ფრინველის\, გარიელის (Melanitta fusca)\, კონსერვაციას საქართველოს ფარგლებში. \n გარიელი კლასიფიცირებულია\, როგორც მოწყვლადი (VU) სახეობა  IUCN- ის მიერ\, ხოლო საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით – როგორც გადაშენების პირას (EN) მყოფი სახეობა. დღესდღეობით საქართველოში გარიელის მობუდარი პოპულაცია მხოლოდ ტაბაწყურის ტბაზე შემორჩა\, თუმცა პოპულაციის რიცხოვნობა ყოველწლიურად კლებულობს. \nპროექტის მიზანია გარიელის შენარჩუნება და მათი რიცხოვნობის გაზრდა. გასული ოთხი თვის განმავლობაში ჯგუფი მუშაობდა ტაბაწყურზე პოპულაციის რიცხოვნობისა და მათზე მოქმედი ძირითადი საფრთხეების დასადგენად და ადგილობრივ მოსახლეობაში ცნობიერების ასამაღლებლად. \nკვლევის შედეგების საფუძველზე პროექტზე მომუშავე ჯგუფმა სამომავლო კონსერვაციული გეგმა შეიმუშავა\, რაც თავიდან აგვაცილებს საქართველოდან გარიელის გადაშენებას. \nდრო: 8 ნოემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-garielis-melanitta-fusca-konservatsia-saqarthveloshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42627.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171108T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171108T190000
DTSTAMP:20260508T161818
CREATED:20171102T101628Z
LAST-MODIFIED:20240202T055956Z
UID:10002090-1510167600-1510167600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: კოკა ბრეგაძის საჯარო ლექცია „ნიკოლოზ ბარათაშვილი და ქართული რომანტიზმი“
DESCRIPTION:8 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილეს აღნიშვნის ფარგლებში გეპატიჟებათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის\, კოკა ბრეგაძის საჯარო ლექციაზე. \nლექციაზე ბარათაშვილის ლირიკული ტექსტების ჰერმენევტიკული ანალიზის\, ანუ საკუთრივ ტექსტის დაფარული საზრისის განმარტება-გაგებაზე ორიენტირებული ინტერპრეტაციის საფუძველზე გამოკვეთილი იქნება მისი პოეზიის საკუთრივ რომანტიკული სპეციფიკა (მსოფლმხედველობა\, სახისმეტყველება). \nლექციის დასასრულს განხილული იქნება ნიკოლოზ ბარათაშვილის ლირიკის რამდენიმე ნიმუშის გერმანული თარგმანი (მთარგმნელი: რაინერ კირში). \nპოეტური კრებული „ფიქრნი მტკვრის პირას“ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით სულ ახლახანს გამოსცა გერმანიაში გამომცემლობა „Arco“-მ. \nდრო: 8 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-koka-bregadzis-sajaro-leqtsia-nikoloz-barathashvili-da-qarthuli-romantizmi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42740.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171109T141700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171109T141700
DTSTAMP:20260508T161818
CREATED:20171109T101739Z
LAST-MODIFIED:20241122T110922Z
UID:10002089-1510237020-1510237020@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ჩემპიონატი კალათბურთში დასრულდა
DESCRIPTION:8 ნოემბერს დასრულდა ილიაუნის შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი კალათბურთში \nშეჯიბრებაში მონაწილეობდა 28 გუნდი. პლეიოფ-რაუნდის\, ჯგუფური ეტაპის\, მეოთხედფინალებისა და დაძაბული ნახევარფინალების შემდეგ ფინალში ერთმანეთს „გეგეშას ბიჭები“ და „BC არი-რა“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა „გეგეშას ბიჭების“ უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით\, ანგარიშით 20:6 დასრულდა. \nIII ადგილისათვის მატჩში ერთმანეთს „პეპელა“ და ”House of Luck” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ძირითადი დრო დასრულდა ანგარიშით 20:20. დამატებით ტაიმში კი 2 ქულის მოპოვება ”House of Luck”-მა შეძლო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. \nჩემპიონატის შედეგები სრულად იხილეთ აქ. \nიხილეთ ჩემპიონატის ფოტომასალა: https://goo.gl/qq7MYS \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-chempionati-kalathburthshi-dasrulda/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42791.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171109T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171109T180000
DTSTAMP:20260508T161818
CREATED:20171108T100358Z
LAST-MODIFIED:20240202T055947Z
UID:10002088-1510250400-1510250400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:''Ethnobotany of the Caucasus" („კავკასიის ეთნობოტანიკა“) – წიგნის პრეზენტაცია „ლიგამუსში“
DESCRIPTION:9 ნოემბერს\, ხუთშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება წიგნის ”Ethnobotany of the Caucasus” პრეზენტაცია. მასში გაერთიანებული სტატიების დიდი ნაწილი ეკუთვნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და ილიაუნის ბოტანიკის ინსტიტუტის მკვლევრებს. წიგნი ”European Ethnobotany“-ის სერიით გამოსცა „შპრინგერმა“\, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აპირებს ამ სერიის გაგრძელებას. \nწიგნს წარადგენს ექსპედიციისა და პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი\, პროფესორი ზაალ კიკვიძე.  \nკრებულის შესახებ \nსაქართველო\, და მთლიანად კავკასია\, მსოფლიოში ბოტანიკურად და ეთნოკულტურულად ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონია და ეს განსაკუთრებულობა კაცობრიობის მთელ ისტორიას გასდევს ბიბლიური და ანტიკური დროიდან დღემდე. კავკასია აღიარებულია\, როგორც ბიოლოგიური მრავალფეროვნების მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრი\, რომელიც ენდემურ სახეობათა დიდი რიცხვის გამო საერთაშორისო საკონსერვაციო ორგანიზაციების პრიორიტეტებში შედის. კავკასია\, ამავე დროს\, მცენარეების გაკულტურების რვა მსოფლიო ცენტრს შორისაა. სწორედ სამხრეთ კავკასიაში განხორციელდა მრავალი საკვები მცენარის გაკულტურება. ამ გარემოებათა გამო დაგროვდა მცენარეთა და ადამიანთა მრავალათასწლოვანი ურთიერთობების ამსახველი უმდიდრესი ტრადიციული ეთნობოტანიკური ცოდნა\, რომელიც არა მარტო ჩვენს ტრადიციებსა და კულტურაში ინახება\, არამედ განსხეულებულია ძალიან ბევრ ადგილობრივ გაკულტურებული სახეობების ჯიშებსა და სახესხვაობებში. \nსამწუხაროდ\, დღეს იკარგება ეს უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობა\, ტრადიციული ცოდნა\, ქრება ადგილობრივი ჯიშები. კრებულში მეცნიერულადაა დოკუმენტირებული ტრადიციული ცოდნა საქართველოში ეთნობოტანიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი 50 სახეობის შესახებ\, ასევე წარმოდგენილია 25-25 სახეობა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. გამოცემა მიზნად ისახავს ტრადიციული ეთნობოტანიკური ცოდნისა და მასთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და\, ამავე დროს\, ემსახურება მცენარეთა შესახებ ცოდნის გავრცელებას. \nდრო: 9 ნოემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ethnobotany-of-the-caucasus-kavkasiis-ethnobotanika-tsignis-prezentatsia-ligamusshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42777.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171110T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171110T180000
DTSTAMP:20260508T161818
CREATED:20171108T071045Z
LAST-MODIFIED:20240202T055944Z
UID:10002087-1510336800-1510336800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:TeX-ით სარგებლობა ქართულ ენაზე
DESCRIPTION:2017 წლის 10 ნოემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ლევან შოშიაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) გამართავს შეხვედრას თემაზე: TeX-ით სარგებლობა ქართულ ენაზე. \nTeX-ი გამოიყენება როგორც საბუნებისმეტყველო\, ასევე ჰუმანიტარული მიმართულების ქართულენოვანი\, დოკუმენტებისთვის. შეხვედრაზე განხილული იქნება TeX-ის ქართული პაკეტის დაყენება/გამართვა Windows და Linux ოპერაციული სისტემებისთვის და მისი გამოყენების მაგალითები\, როგორებიცაა მათემატიკური ფორმულები\, პარალელური და კრიტიკული ტექსტები და ტექსტების ინდექსირება. \nTeX/LaTeX დოკუმენტის მოსამზადებელი პროგრამული პაკეტია მსგავსად მაიკროსოფთ ვორდისა. ამ უკანასკნელისგან გასხვავებით\, მას\, ძირითადად\, აკადემიური წრეების წარმომადგენლები იყენებენ. \nTeX-ი შეიქმნა 1978 წელს ამერიკის მათემატიკური საზოგადოებისთვის მათემატიკური გამოსახულებების შემცველი მაღალი ხარისხის დოკუმენტების (წიგნი\, ჟურნალი\, სტატია) მოსამზადებლად. დღესდღეობით TeX-ს აქტიურად იყენებენ მათემატიკოსები\, ფიზიკოსები\, ქიმიკოსები\, ასტრონომები\, ფილოლოგები\, გამომცემლობები და სხვ. \nდრო: 10 ნოემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tex-ith-sargebloba-qarthul-enaze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42770.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171110T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171110T190000
DTSTAMP:20260508T161818
CREATED:20171106T075638Z
LAST-MODIFIED:20240202T055942Z
UID:10002086-1510340400-1510340400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS / დანტეს წაკითხვა – მორიგი შეხვედრა
DESCRIPTION:10 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ მესამე ქებას.  \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 10 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-morigi-shekhvedra-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42314.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171110T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171110T190000
DTSTAMP:20260508T161818
CREATED:20171106T122701Z
LAST-MODIFIED:20240202T055940Z
UID:10002085-1510340400-1510340400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია: „ჰომოფობიის კულტურული და პოლიტიკური განზომილება“
DESCRIPTION:10 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ლიბცენტრის ეგიდით დავით კახაბერი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ჰომოფობიის კულტურული და პოლიტიკური განზომილება“. \nმომხსნებელი ისაუბრებს ჰომოფობიის კულტურულ და პოლიტიკურ საფუძვლებზე. \nდრო: 10 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-homophobiis-kulturuli-da-politikuri-ganzomileba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42755.png
END:VEVENT
END:VCALENDAR