2017 წლის 25-29 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „ტიფლის პალასში“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ჩვენი იდუმალი მზე: მაგნიტური კავშირი მზის წიაღსა და ატმოსფეროს შორის“ (Our mysterious Sun: magnetic coupling between solar interior and atmosphere). კონფერენციის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კონფერენციის მიზანია მიმოიხილოს მზისა და ჰელიოსფეროს ფიზიკის კვლევაში ბოლო […]
28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამას ეწვევა მარკუს პენელი, O&O Baukunst-ის ბერლინის ოფისის ხელმძღვანელი. მარკუს პენელი სტუდენტებისათვის ჩაატარებს სპეციალურ სემინარს: ''Public Street for Public Life''. სემინარის მიზანია, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების მიმართულებით მომუშავე სტუდენტებმა შეისწავლონ ურბანული დაგეგმარების პრინციპები, თავისებურებები და ეს ცოდნა შემდგომი განვითარებისთვის გამოიყენონ. 3 დღის […]
СSR კვირეულის ფარგლებში 28 სექტემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი-შეხვედრა მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ, რომელსაც კლუბის სამდივნოს წევრი სალომე ზურაბიშვილი გაუწევს ფასილიტაციას. თემის ირგვლივ ფართო დისკუსიაში ჩაერთვებიან როგორც CSR კლუბის წევრი ორგანიზაციები, ასევე სტუდენტები. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა შეუძლებელია ბიზნესსექტორის ჩართულობის გარეშე. მათი იმპლემენტაცია არა მხოლოდ მსოფლიოს სოციალური და […]
28 სექტემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რუსული პოლიტიკისა და საზოგადოების აღიარებული მკვლევარი, პროფესორი, ალიონა ლედენიოვა წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „სამყარო ქვემოდან: მასალები გლობალური არაფორმალობის პროექტიდან". მომხსენებლის შესახებ ალიონა ლედენიოვა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორია და რუსეთში არაფორმალური მმართველობის მსოფლიო დონის ექსპერტად მიიჩნევა. მისი ინტერესების სფერო მოიცავს კორუფციას, ეკონომიკურ დანაშაულებს, რუსეთის არაფორმალურ მმართველობას, […]
29 სექტემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ინიციატივით გაიმართება საფრანგეთის გიდების ეროვნული ფედერაციის წევრის, გარი საფარიანის, საჯარო შეხვედრა: „რას ნიშნავს, იყო გიდი პარიზის მუზეუმებში – თანამედროვე მოთხოვნები“. მომხსენებლის შესახებ გარი საფარიანი ტურიზმის სფეროში 2008 წლიდან მუშაობს. იგი არის საფრანგეთის ეროვნული გიდი-თარჯიმანი, კონფერანსიე (ლექტორი). 2010 წლიდან – საფრანგეთის კულტურისა […]
29 სექტემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში პროფესორი სტანისლავ შექშნია წაიკითხავს საჯარო ლექციას სახელწოდებით: ''Athletic CEO Leadership for Turbulent Times''. მომხსენებლის შესახებ პროფესორი შექშნია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესსკოლის (INSEAD - INSTITUTE EUROPEEN D' ADMINISTRATION DES AFFAIRS) აფილირებული პროფესორია მეწარმეობის დარგში. მისი კვლევის ინტერესის სფეროა ლიდერობის განვითარება, დამწყები ორგანიზაციებისა და ბაზრების ეფექტური მართვა, კორპორაციული […]
29 სექტემბერს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორი სუზანე ფრანკი წაიკითხავს მოხსენებას: "History and Legacy of the Russian Geo-Ideology called Eurasianism". მომხსენებლის შესახებ სუზანე ფრანკი არის ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის რუსული ლიტერატურის პროფესორი. ის მრავალი წელია იკვლევს რუსულ იმპერიულ ნარატივებს. მისი მოხსენება ეხება ერთ-ერთ მთავარ თანამედროვე რუსულ იმპერიულ ნარატივს, […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელების მიღებისა და დაჯილდოების ცერემონია 30 სექტემბერს, 18:00 საათზე, ვაკის პარკში, ილიაუნის მეექვსე სამეცნიერო პიკნიკზე გაიმართება. ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით სხვადასხვა ფაკულტეტის ოთხ ყველაზე მაღალრეიტინგულ სტუდენტს ილიაუნი, ტრადიციულად, ლეპტოპებით დააჯილდოებს. უმაღლესი რეიტინგის მქონე სტუდენტს vici • ვიცი სპეციალურ საჩუქარს უმზადებს. ცერემონიის მონაწილე სხვა სტუდენტებს კი vici • ვიცი-ის პრომოსაჩუქრები დახვდებათ. პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავს […]