18 სექტემბერს, 14:00 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში პროფესორი მიხაელ კვანტე წაიკითხავს საჯარო ლექციას:„ბაუერი, გრიუნი, მარქსი: ახალგაზრდა ჰეგელიანელები და რელიგიის ფილოსოფია“. მიხაელ კვანტე არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამედროვე გერმანელი ფილოსოფოსი, მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი და პრორექტორი. მას ეკუთვნის ფუნდამენტური გამოკვლევები ჰეგელის, მარქსის, ადამიანის უფლებების, სოციალური სახელმწიფოსა და თანამედროვე ეთიკური პრობლემატიკის შესახებ. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 18 […]
18 სექტემბერს,18:30 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პროფესორი გიუნთერ ტოიბნერი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „კონსტიტუციური სოციოლოგიის პროექტი: ერი-სახელმწიფოს გამოწვევა“. პროფ. გიუნთერ ტოიბნერი გამოჩენილი გერმანელი სოციოლოგი და კონსტიტუციონალისტია. სხვადასხვა დროს ის იყო ბრემენის, ფლორენციის, ლონდონისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტების პროფესორი, არის ავტორი უაღრესად გავლენიანი მონოგრაფიებისა, როგორებიცაა: „კონსტიტუციის ფრაგმენტები" (2012), „სამართალი, როგორც ავტოპოეტური სისტემა" (1989) და სხვ. პროფესორ გიუნთერ ტოიბნერს […]
22 სექტემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება გრაცის კარლ-ფრანცენის უნივერსიტეტის (Karl-Franzens-Universität Graz, Austria) პროფესორ არნოლდ ჰანსლმაიერის (Arnold Hanslmeier) საჯარო ლექცია და ასტრონომიის სახელმძღვანელოსა და სამეცნიერო-პოპულარული წიგნების პრეზენტაცია. ეს წიგნები საჩუქრად გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას. ლექციის თემა: ნათელი და ბნელი სამყარო რა არის თანამედროვე ასტროფიზიკის აღმოჩენები? რაზე შეგვიძლია დაკვირვება და რაზე […]