
18 სექტემბერს, 14:00 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში პროფესორი მიხაელ კვანტე წაიკითხავს საჯარო ლექციას:„ბაუერი, გრიუნი, მარქსი: ახალგაზრდა ჰეგელიანელები და რელიგიის ფილოსოფია“.
მიხაელ კვანტე არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამედროვე გერმანელი ფილოსოფოსი, მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი და პრორექტორი. მას ეკუთვნის ფუნდამენტური გამოკვლევები ჰეგელის, მარქსის, ადამიანის უფლებების, სოციალური სახელმწიფოსა და თანამედროვე ეთიკური პრობლემატიკის შესახებ.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 18 სექტემბერი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]