Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პროფესორ გიუნთერ ტოიბნერის საჯარო ლექცია: „კონსტიტუციური სოციოლოგიის პროექტი: ერი-სახელმწიფოს გამოწვევა“

სექტემბერი 18, 2017 / 18:30

18 სექტემბერს,18:30 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პროფესორი გიუნთერ ტოიბნერი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „კონსტიტუციური სოციოლოგიის პროექტი: ერი-სახელმწიფოს გამოწვევა“.

პროფ. გიუნთერ ტოიბნერი გამოჩენილი გერმანელი სოციოლოგი და კონსტიტუციონალისტია. სხვადასხვა დროს ის იყო ბრემენის, ფლორენციის, ლონდონისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტების პროფესორი, არის ავტორი უაღრესად გავლენიანი მონოგრაფიებისა, როგორებიცაა: „კონსტიტუციის ფრაგმენტები” (2012), „სამართალი, როგორც ავტოპოეტური სისტემა” (1989) და სხვ.

პროფესორ გიუნთერ ტოიბნერს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 18 სექტემბერი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
სექტემბერი 18, 2017
Time:
18:30
Event Category:
Event Tags: