
18 სექტემბერს,18:30 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პროფესორი გიუნთერ ტოიბნერი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „კონსტიტუციური სოციოლოგიის პროექტი: ერი-სახელმწიფოს გამოწვევა“.
პროფ. გიუნთერ ტოიბნერი გამოჩენილი გერმანელი სოციოლოგი და კონსტიტუციონალისტია. სხვადასხვა დროს ის იყო ბრემენის, ფლორენციის, ლონდონისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტების პროფესორი, არის ავტორი უაღრესად გავლენიანი მონოგრაფიებისა, როგორებიცაა: „კონსტიტუციის ფრაგმენტები” (2012), „სამართალი, როგორც ავტოპოეტური სისტემა” (1989) და სხვ.
პროფესორ გიუნთერ ტოიბნერს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 18 სექტემბერი, 18:30 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]