
2017 წლის 25-29 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „ტიფლის პალასში“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ჩვენი იდუმალი მზე: მაგნიტური კავშირი მზის წიაღსა და ატმოსფეროს შორის“ (Our mysterious Sun: magnetic coupling between solar interior and atmosphere). კონფერენციის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
კონფერენციის მიზანია მიმოიხილოს მზისა და ჰელიოსფეროს ფიზიკის კვლევაში ბოლო წლებში მიღწეული შედეგები, არსებული პრობლემები და დასახოს ამ პრობლემების გადაჭრის გზები. ასევე ხელი შეუწყოს ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო კვლევაში შემდგომ ჩართულობას და ახალი სამეცნიერო კონტაქტების დამყარებას მსოფლიოს წამყვან მეცნიერებსა და კვლევით ინსტიტუტებთან.
კონფერენციის საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტია:
კონფერენციას დაესწრებიან მსოფლიოს სხვა წამყვანი მეცნიერებიც:
კონფერენციაზე მოხსენებებს გააკეთებენ სხვა მკვლევრები და ახალგაზრდა მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
მზე არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ციური სხეული. მასზე დამოკიდებულია სიცოცხლე დედამიწაზე. მზე უდიდეს გავლენას ახდენს დედამიწასა და საპლანეტთაშორისო სივრცეზე. მზეზე მიმდინარე მოვლენების (ამოფრქვევები, ანთებები, ტორნადოები) შედეგად ამოიფრქვევა მილიარდობით ტონა ნივთიერება. ეს ნივთიერები აღწევს დედამიწამდე და იწვევს გეომაგნიტურ ქარიშხლებს, რომლებიც მოქმედებენ კოსმოსურ თანამგზავრებზე, ტელესაკომუნიკაციო სისტემებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, თანამედროვე ცივილიზებული ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული მზეზე მიმდინარე მოვლენებთან. ამიტომ ამ მოვლენების შესწავლასა და წინასწარმეტყველებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ცივილიზაციის მომავალი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისთვის.
აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მზეს რამდენიმე ათეული წელია აკვირდებიან რამდენიმე სამზეო ტელესკოპის საშუალებით. დღესაც ჩვენი მეცნიერები, უცხოელ წამყვან მკვლევრებთან თანამშრომლობით, შეისწავლიან ჩვენს საიდუმლოებით მოცულ უმნიშვნელოვანეს ციურ სხეულს.
კონფერენციის დეტალური პროგრამა იხილეთ ბმულზე: http://scientific-programme/
დრო: 25-29 სექტემბერი
ადგილმდებარეობა: სასტუმრო „ტიფლის პალასი“ (გორგასლის ქ. N3)
სამუშაო ენა: ინგლისური
[wpai_display_imported_files_here]