26 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ინსტიტუტის საჯარო დებატების ციკლის მეოთხე შეხვედრა. დებატები ამჯერად მარტივი კითხვის გარშემო წარიმართება: უნდა გავყიდოთ თუ არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა? 15 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებაზე მორატორიუმის დაწესებას. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს […]
27 ივნისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შეხვედრების ციკლის – „პოეზია და რეციტაცია“ – ფარგლებში პოეტი რატი ამაღლობელი აგრძელებს ლექციათა ციკლს – „პოეზია და 7 ხელოვნება“. ლექციათა ციკლის მეთერთმეტე ლექციის თემაა: „სოციალური ქსელები და თანამედროვე პოეზია“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: წიგნი, (მნემოსინე) მეხსიერების სხეული, ალექსანდრიის ბიბლიოთეკა და ინტერნეტი. დრო: 27 ივნისი, 19:00 საათი […]
27 ივნისს, 19:00 საათზე, E 207 აუდიტორიაში გაიმართება ლექცია თემაზე: „რა უნდა ვიცოდეთ გველების შესახებ“. მომხსენებლები: თბილისის 161-ე საჯარო სკოლის მოსწავლე მარი წულაია სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ მოსწავლე ალისა სანაკოევი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის მაგისტრანტი გიორგი იანქოშვილი თემის აღწერა ადამიანთა უმეტესობას გველის ეშინია. შიში იწვევს აგრესიას. შიშს იწვევს უცოდინრობა, ამიტომ ჩვენ გიამბობთ, საქართველოში ძირითადად რა სახეობები გვხვდება, როგორია […]
28 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გეპატიჟებათ ზეიდი სმითის რომანის – „თეთრი კბილები“ – პრეზენტაციაზე. „ერთდროულად ძალიან სერიოზული და სასაცილო წიგნი, განსაცვიფრებელი დებიუტი... საოცრად ინდივიდუალური, ნამდვილი მწერლის ხმა. ძალიან ვისიამოვნე „თეთრი კბილებით“, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თითქოს...იკბინება“, – სალმან რუშდი რომანის შესახებ: ზეიდი სმითის „თეთრი […]
29 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E301 აუდიტორიაში ვესლავ ფთახი გამართავს პრეზენტაციას სამოქალაქო ინჟინერიის თემაზე და დაინტერესებულ პირებს გაუზიარებს ამ მიმართულებით მუშაობის საკუთარ გამოცდილებას. საჯარო ლექცია Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაიმართება. ვესლავ ფთახი არის ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის ფაკულტეტის წარმომადგენელი. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 29 ივნისი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: E301 აუდიტორია […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ინიციატივით იწყება მუდმივმოქმედი სემინარი, რომელიც მსმენელებს შესთავაზებს საჯარო მოხსენებებსა და დისკუსიას თანამედროვე ქართველოლოგიის აქტუალურ პრობლემატიკაზე. 29 ივნისს, 18 საათზე, „ლიგამუსში“ ჩატარდება პირველი სემინარი თემაზე: „ქართული ზმნის მოდელირების პრინციპები დამანა მელიქიშვილის სისტემის მიხედვით“. პროფ. დამანა მელიქიშვილი ძირითად მოხსენებაში წარმოადგენს მის მიერ შემუშავებულ სისტემას; თანამომხსენებლები – პროფ. ირინა ლობჟანიძე და გამოყენებითი ენათმეცნიერების […]
29 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორ გევინ სლეიდის საჯარო ლექცია სახელწოდებით: „მაფიასთან ბრძოლის სტრატეგია: კანონიერი ქურდების შემთხვევა საქართველოში“. მომხსენებლის შესახებ გევინ სლეიდი ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორი და გლაზგოს უნივერსიტეტის ლექტორია. ის პოსტ-სადოქტორო მუშაობას ეწეოდა კანადის ტორონტოს უნივერსიტეტსა და ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. 2005 წლიდან მისი კვლევის ინტერესს წარმოადგენს პოსტ-საბჭოთა საქართველოში […]
30 ივნისს, 18:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში გაიმართება ჯაზის საღამო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მონაწილეობით. საღამოზე შესრულდება ჯაზის სტანდარტები ინდივიდუალური ინტერპრეტაციებით. დრო: 30 ივნისი, 18:00 საათი მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შიდა ეზო (შოთა რუსთაველის გამზ. 3) დასწრება თავისუფალია.