
29 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორ გევინ სლეიდის საჯარო ლექცია სახელწოდებით: „მაფიასთან ბრძოლის სტრატეგია: კანონიერი ქურდების შემთხვევა საქართველოში“.
მომხსენებლის შესახებ
გევინ სლეიდი ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორი და გლაზგოს უნივერსიტეტის ლექტორია. ის პოსტ-სადოქტორო მუშაობას ეწეოდა კანადის ტორონტოს უნივერსიტეტსა და ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. 2005 წლიდან მისი კვლევის ინტერესს წარმოადგენს პოსტ-საბჭოთა საქართველოში მაფია და მასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა. გევინ სლეიდის ინტერესთა სფეროში ასევე შედის ციხე და ციხის რეფორმით გამოწვეული წუხილი საქართველოსა და ცენტრალურ აზიაში; დოქტორი სლეიდი არის წიგნის ”Reorganising Crime:Mafia and Anti-Mafia in to post-Soviet Georgia” და რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.
მოდერატორი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტი და მოწვეული
მასწავლებელი ვახტანგ კეკოშვილი.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 29 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]