
27 ივნისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შეხვედრების ციკლის – „პოეზია და რეციტაცია“ – ფარგლებში პოეტი რატი ამაღლობელი აგრძელებს ლექციათა ციკლს – „პოეზია და 7 ხელოვნება“.
ლექციათა ციკლის მეთერთმეტე ლექციის თემაა: „სოციალური ქსელები და თანამედროვე პოეზია“.
მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: წიგნი, (მნემოსინე) მეხსიერების სხეული, ალექსანდრიის ბიბლიოთეკა და ინტერნეტი.
დრო: 27 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]