1-ლ მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, სერგი კაპანაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბ-ნი იოჰანეს დოუმა, შეხვედრას გამართავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. შეხვედრის თემაა: საქართველო და ევროკავშირი. ენა: ინგლისური დრო: 1-ლი მაისი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზირი #32 (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) დასწრება თავისუფალია.
1-ლ მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D106 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი და მოწვეული ლექტორი გიორგი მუმლაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "ადამიანის უფლებები და ჩვენი კონსტიტუცია". შეხვედრა ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თბილისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, პროექტის - „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA)“ - ფარგლებში, რომელიც […]
1-ლ მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D106 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი და მოწვეული ლექტორი გიორგი მუმლაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "ადამიანის უფლებები და ჩვენი კონსტიტუცია". შეხვედრა ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თბილისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, პროექტის - „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA)“ - ფარგლებში, რომელიც […]
2 მაისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო ანალიტიკური ანგარიშგების განყოფილების ხელმძღვანელი, დოქტორი კაუპო კანდი, წაიკითხავს საჯარო ლექციას ილიაუნის სტუდენტებისთვის. ლექციის თემაა: „ეროკავშირი, ევროკავშირის მისია, მისი როლი და მნიშვნელობა“. ლექციის ფარგლებში, ესტონელი დიპლომატი ისაუბრებს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესახებ და მიმოიხილავს მის განხორციელებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს; განმარტავს ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების […]
5-15 მაისს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდებატის, ნუცა მახვილაძის, სახელობის დებატების რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი, ხოლო პარტნიორები არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის მწვანე სკოლა. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციის დებატების კლუბების IX-XII კლასის მოსწავლეები მთელი საქართველოდან. დებატების თემა: […]
3-5 მაისს, 10:00-დან 21:00 საათამდე, გალერეაში „არტარეა“ დანიის სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, გიწვევთ ღონისძიებათა კვირეულზე: „სხვა არქიტექტურა - გამოფენა და სიმპოზიუმი“, რომელიც მოიცავს სემინარებს, დისკუსიებს, გამოფენას. ღონისძიებათა განრიგი დრო: 3-5 მაისი, 10:00-21:00 საათი გამოფენა: „Another Architecture' - an exhibition of explorative and evolving architectural propositions for Tbilisi, Georgia“ („მორიგი“ არქიტექტურა - […]
2 მაისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ცენტრალური აზიის სწავლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი ფილო პარკი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „აბრეშუმის გზის სიმპოზიუმი-წარსული, აწმყო და მომავალი“. მომხსენებლის შესახებ ფილო პარკი იუნესკოს აბრეშუმის გზის პროგრამის ფარგლებში დაფუძნებული ცენტრალური აზიის სწავლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის (IICAS) დირექტორია. იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი მან ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტში (აშშ) მოიპოვა. […]
2 მაისს, 18:30 საათზე, ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი ლიხტენშტაინელ მწერალს, ირენ ნიგს, მასპინძლობს. ირენ ნიგი ცნობილი ავტორია, რომლის შემოქმედება არაერთი ევროპული ლიტერატურული ჯილდოთი აღნიშნულა, მათ შორის ევროკავშირის ლიტერატურული პრემიით (2011 წ.). მისი სტუმრობა საქართველოში ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრისა და ლიხტენშტაინის საელჩოს (ვენაში) ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადდა. მწერალი წაიკითხავს ნაწყვეტებს წიგნიდან „Man wortet sich die Orte […]
2 მაისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელიაგრძელებს ლექციათა ციკლს: „პოეზია და 7 ხელოვნება“. ლექციათა ციკლის მეექვსე ლექციის თემაა: „პოეზია და მუსიკა“. ლექციის ფარგლებში, მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ლოგოსი და მელოსი, ცნობიერი და არაცნობიერი, ვაჟა და ვალაკტიონი. დრო: 2 მაისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. […]
3 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ინსბრუკის უნივერსიტეტის (ავსტრია) პროფესორი, როლფ შტაინინგერი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ახალი ფაქტები ცივი ომის შესახებ“. საჯარო ლექცია ჩატარდება გამოფენის - „ცივი ომი: მიზეზები, ისტორია, შედეგები “ - ფარგლებში. გამოფენა, კონრად ადეუნაურის ფონდის, გერმანიის სოციალისტური ერთიანობის პარტიის დიქტატურის შემსწავლელი ფედერალური ფონდისა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (SovLab) […]
3 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტთან არსებული დებატების კლუბი გამართავს პირველ საჩვენებელ საჯარო დებატებს ევროპულ დღეებთან დაკავშირებით. საჯარო დებატები ევროინტეგრაციის თემაზე დებატების კლუბის ღონისძიებათა სერიის ერთ-ერთი აქტივობაა, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემისა და პრობლემური საკითხის საზოგადოებრივ სივრცეში განხილვას ემსახურება. სადისკუსიო თემა შერჩეულია მისი აქტუალობიდან გამომდინარე და ეძღვნება ევროპის დღეებს […]
3 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „დიოგენე“ გიწვევთ ბოჰუმილ ჰრაბალის რომანის პრეზენტაციაზე. წიგნი - სახელწოდებით, „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“ - ჩეხურიდან სულხან მუხიგულაშვილმა თარგმნა და სერიაში - „დიოგენეს ბიბლიოთეკა“ - გამოვიდა. პრეზენტაციაზე წიგნს მთარგმნელი წარადგენს. წიგნის შესახებ პატარა ადამიანი და მისი უკიდეგანო სამყარო, რეალობის კომიკურობა და უკიდურესი […]
4 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S501 აუდიტორიაში პაოლო პრატელი ილიაუნის იტალიური კულტურის ცენტრის სტუდენტებს პირადად გააცნობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს. მისი სამოგზაურო ჩანაწერების პრეზენტაცია გაიმართება იტალიურ ენაზე. დრო: 4 მაისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: S501 აუდიტორია, იტალიური კულტურის ცენტრი (გ.წერეთლის ქ. #3) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
4 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ცნობილი პოლონელი გეიმდიზაინერი, არტურ მაკსარა (Artur Maksara), წაიკითხავს საჯარო ლექციას თამაშების ინდუსტრიის თემაზე. ლექცია ჩატარდება ილიაუნის კომპიუტერული და მობილური თამაშების ლაბორატორიის ორგანიზებით და საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით. ლექციის ფარგლებში, მომხსენებელი დღევანდელი ინდუსტრიის სხვადასხვა ასპექტს განიხილავს. არტურ მაკსარა მუშაობს კომპანიაში „Flying Wild Hog“, რომელმას გამოუშვა ისეთი ცნობილი […]
5 მაისს, პარასკევს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის სრული პროფესორი, ბელა წიფურია, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "ილია ჭავჭავაძე: კულტურული ფიგურის საკრალიზაცია / სეკულარიზაცია". ლექცია ჩატარდება ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, რომელიც ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180, ხოლო გარდაცვალებიდან 110 წელს ეძღვნება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017 წელს ილიას წლად აცხადებს და წლის განმავლობაში არაერთ საინტერესო […]
2017 წლის 6 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი გიწვევთ ფოტოგამოფენაზე. საკუთარ ფოტონამუშევრებს წარმოადგენს ავსტრიელი ხელოვანი და ვენის ფოტოხელოვნების სკოლის ხელმძღვანელი, ანია მანფრედი, რომელიც ავსტრიული ფოტოხელოვნების ისტორიისა და თანამედროვე ტენდენციების შესახებ ისაუბრებს. დრო: 6 მაისს, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: S507 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. #3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.