16 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ატარებს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს ბილიარდში (სახეობა „პული“ (8)). შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიაუნის სტუდენტებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს. ჩემპიონატი ჩატარდება საბილიარდო კლუბში „რიო“. კენჭისყრა გაიმართება 16 მაისს, შეჯიბრის დაწყებამდე 1 საათით ადრე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/forms/kuyMktUcFFXP3eUl1 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12 მაისი საკონტაქტო ინფორმაცია Facebook-გვერდი: iliaunistudentaffairs […]
26 აპრილს 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ინიციატივითა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელშეწყობით, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი, თამთა ტეფნაძე, ილიაუნის სტუდენტებს შეხვდება. საინფორმაციო შეხვედრის მიზანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სატელეკომუნიკაციო დარგში, რათა მომხმარებლებს ეცნობოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები. ორგანიზაციის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი […]
26 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ანალიტიკური ცენტრის - „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ - ორგანიზებით, გაიმართება სემინარი: „ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება საქართველოში, ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად“. სემინარის მიზანია ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებისათვის საჭირო რეფორმების ხელშეწყობა საქართველოში და დაინტერესებულ მხარეებს შორის ამ თემაზე […]
26 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ რეინალდო არენასადმი მიძღვნილ საღამოზე. კუბელ მწერალზე მწერალი და მთარგმნელი თამარ სუბელიანი ისაუბრებს. ზოგი ლიტერატურული საღამო სხვებისგან იმითაა გამორჩეული, რომ მიხვალთ იქ, მოეწყობით მყუდროდ, ერთი ქართველი თანამედროვე მწერალი, თამარ სუბელიანი, ოდნავ ათრთოლებული ხმით მოგითხრობთ ერთ კუბელ მწერალ რეინალდო არენაზე, რომლის წიგნები ქართულად […]
27 და 28 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ჩატარდება ნატალია ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „ტრავმა და საზოგადოება“. კონფერენციის წლევანდელი თემაა ინტერპერსონალური ტრავმატიზაცია და ადამიანის უფლებები. კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრი საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება საქართველოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“, კავშირი „საფარი“ ილიაუნის ადიქტოლოგიის ინსტიტუტი კონფერენციის […]
27 აპრილს, 16:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D106 აუდიტორიაში გაიმართება თბილისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისა და ლტოლვილთა ინტეგრაციის ცენტრის, „ღია სახლის“, ბენეფიციარების შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული აღმოსავლური კლუბის დირექტორი, თამარ მოსიაშვილი, წარადგენს არაბულენოვან ფილმს ინგლისური სუბტიტრებით. შეხვედრა ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თბილისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, პროექტის - „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის […]
27 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე დოქტორ გია ყორიაულთან, რომელიც იოჰან გუტენბერგის სახელობის მაინცის უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტის ელემენტარული ნაწილაკებისა და ასტრო-ნაწილაკების ექსპერიმენტული ფიზიკის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელია. შეხვედრის თემა: „NA62 ექსპერიმენტი და ახალი ფიზიკის ძიება“ ელემენტარული ნაწილაკების სტანდარტული მოდელი წარმოადგენს მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტული შედეგებით გამყარებულ, წარმატებულ თეორიას. მიუხედავად ამისა, კვლავ უპასუხოდ რჩება კითხვა, არის […]
27 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიაუნის ასოცირებული პროფესორის, ნინო აბაკელიას წიგნის პრეზენტაცია. წიგნი, სახელწოდებით - „უძველესი კოსმოლოგიური კონცეპტები და არქაული რელიგიური სიმბოლოები ქართველთა კულტურულ მეხსიერებაში“ - ეხება ქართულ კულტურულ მეხსიერებაში გამოვლენილ უძველეს კოსმოლოგიურ კონცეპტებსა და არქაულ რელიგიურ სიმბოლოებს, რომლებიც რწმენა-წარმოდგენათა სისტემაში, მსოფლაღქმაში, ყოველდღიურქმედებებსა და რიტუალებში ეთნოგრაფიული მასალითა და არტეფაქტებით […]
28 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორიაში ილიაუნის „ფორბსის“ კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება. საჯარო ლექციას წაიკითხავს „ლივინგსტონის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, გიორგი ბურჭულაძე. ლექციის თემა: ყველაფერი იწყება და მთავრდება, მომხსენებლის შესახებ 28 წლის გიორგი ბურჭულაძე, „ლივინგსტონის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, პარტნიორებთან და 150 თანამშრომელთან ერთად, ქმნის კრეატიულ კამპანიებს, ციფრულ სერვისებსა და პროდუქტებს, […]