ნატალია ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „ტრავმა და საზოგადოება: ინტერპერსონალური ტრავმატიზაცია და ადამიანის უფლებები“

27 და 28 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ჩატარდება ნატალია ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „ტრავმა და საზოგადოება“. კონფერენციის წლევანდელი თემაა ინტერპერსონალური ტრავმატიზაცია და ადამიანის უფლებები. კონფერენციის ორგანიზატორები არიან: […]

ილიაუნის ახალგაზრდულ ცენტრში: შეხვედრა „ღია სახლის“ ბენეფიციარებთან და კინოჩვენება

27 აპრილს, 16:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D106 აუდიტორიაში გაიმართება თბილისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისა და ლტოლვილთა ინტეგრაციის ცენტრის, „ღია სახლის“, ბენეფიციარების შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული აღმოსავლური კლუბის […]

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა ფიზიკის დოქტორთან, გია ყორიაულთან

27 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე დოქტორ გია ყორიაულთან, რომელიც იოჰან გუტენბერგის სახელობის მაინცის უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტის ელემენტარული ნაწილაკებისა და ასტრო-ნაწილაკების ექსპერიმენტული ფიზიკის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელია. […]

„უძველესი კოსმოლოგიური კონცეპტები და არქაული რელიგიური სიმბოლოები ქართველთა კულტურულ მეხსიერებაში“ – ნინო აბაკელიას წიგნის პრეზენტაცია

27 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიაუნის ასოცირებული პროფესორის, ნინო აბაკელიას წიგნის პრეზენტაცია. წიგნი, სახელწოდებით - „უძველესი კოსმოლოგიური კონცეპტები და არქაული რელიგიური სიმბოლოები ქართველთა კულტურულ […]